არქივი

ბირთვული იარაღი

0b7f03bd9f04

ბირთვული იარაღი (ან ატომური იარაღი) – ფეთქებადი მოწყობილობა, რომელშიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს ატომური ბირთვების დაყოფა ან სინთეზი ანუ ბირთვული რეაქცია. ვიწრო აზრით – ფეთქებადი მოწყობილობა, რომელიც იყენებს მძიმე ბირთვების დაშლის ენერგიას. საპირისპიროდ კი, ფეთქებად მოწყობილობას, რომელიც იყენებს მსუბუქი ბირთვების სინთეზის (შეერთების) დროს წარმოქმნილ ენერგიას, უწოდებენ თერმობირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღი შედგება უშუალოდ ფეთქებადი ნაწილისგან, ადგილზე მიმწოდებელი მექანიზმისგან და მართვის მოწყობილობისგან. ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.

ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:
დასხივება
იონური გამოსხივება
დამრტყმელი ტალღა
რადიოაქტიური დაბინძურება
ელექტრომაგნიტური იმპულსი

ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს. ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად.

ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟისა და მისი აფეთქბეით მუქარის ინსტრუმენტს, როგორც განვითარებული ასევე განვითარებული სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში. დღეს მსოფლიო უდიდესი საშიშროების წინაშე დგას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმის და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.

6ddf389cf922

ბირთვულ იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას. იმისთვის, რომ რეაქცია შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში, აუცილებელია შესაბამისი ”საწვავი”, ურანის იზოტოპის სახით. ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით – ურანი-235 და ურანი-238. მას შემდეგ, რაც ურანი-235 შთანთქვას თავისუფალ ნეიტრონს – იგი იშლება და ერთი მიღებულის მაგივრად, ასხივებს სამ ნეიტრონს, რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235 ბირთვებს – იწვევენ მათ დაშლა-აფეთქებას.

ee3820b8e3aa

ურანი-238, საპირის პიროდ, ნეიტრონის შთანთქმისას არ გამოყოფს ახალ ნეიტრონებს, არამედ უბრალოდ შთანთქავს მათ და აფერხებს აფეთქებას. ნეიტრონის შთანთქმით იგი გადაიქცევა ურანი-239-ად, შემდეგ ნეპტუნი-239-ად და საბოლოოდ, შედარებით სტაბილურ, პლუტონიუმ-239-ად

მსგავსი ამბები

Back to top button