კულტურაუცნაური

კათოლიკე ეპისკოპოსმა 31 მილიონი ევრო დახარჯა სახლის რემონტისთვის

31304c6b7598

კათოლკე ეპისკოპოსი ფრანს პიტერ ტებარც-ვან ელსტი( Franz-Peter Tebartz-van Elst) დასაკითხად დაიბარეს ვატიკანში, რათა გაარკვიონ მისი არამიზნობრივი ხარჯები: ღვთის მსახურმა ფრანს პიტერმა სახლის მოწყობაში ეკლესიის ბიუჯეტიდათ 42,000,000 $ დახარჯა. სახლი გერმანიის ერთ-ერთ ქალაქშია აგებული.

ამ ფაქტის აფიშირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხალხი მშენებლობის და მუშათა ალიაქოთის ხმამ შეაწუხა.

ამას მოყვა საჯარო გამოსვლები და საბოლოოდ ინფორმაცია რომის პაპის რეზიდენციაშიც მოხვდა.

2cf9d3a8513c

 

რომის პაპად ფრანსისკო I არჩევის დღიდანვე, კათოლიკურ ეკლესიაში სიტუაცია შეიცვალა. პაპმა სპეციალური მოწოდება გაავრცელა, მან ბრძანა: ყველა სასულიერო პირმა მაქსიმალურად შეიკავოს თავი ამქვეყნიური სიმდიდრისგან, რომ აქაური წარმავალია და ჯობია სულიერ მხარეს მიხედონ.

მიუხედავად პაპის ძალაუფლებისა რომის, მისი სიტყვა ეკლესიის ყველა მსახურმა როდი მიიღო. ეპისკოპოსი ფრანს პიტერი არის ის პიროვნება, რომელსაც მოუწევს რომის პაპის წინაშე თავის მართლება და რით დასრულდება ამბავი ბურუსითაა მოცული.

54 წლის მღვდელმა, რომელიც გაზეთებში უკვე „ლუქსის ხარისხის ეპისკოპოსად“ შერაცხეს, ლიმბურგ ნა ლანეზე (გერმანია) განლაგებულ მის რეზიდენციაში „კაპიტალური რემონტი“ განიძრახა და ამაში სულ რაღაც 31,000,000 € დახარჯა(რაც 42 მლიონი დოლარია). დიახ, ეპისკოპოსის რეზიდენცა რესტავრაციის შედეგად გრანდიოზულ ვილადაა ქცეული.
056657c4eea7

 

ეს ერთობლ საეჭვო ფლანგველობა ერთადერთი შემთხვევა არ არის, რაც ბრალად ედება „მის უბრწყინვალესობას“, ის ასევე მცდარი განცხადებების გაკეთებაში იყო „ნასამართლევი“.ამას წინათ ეპისკოპოსი ფრანსი ამტკიცებდა, რომ ინდოეთის უპატრონო ბავშვთა სახლში გაემგზავრა თვითმფრინავის ეკონომ-კლასის კაბინით. თუმცა მალევე Der Spiegel (ჟურნალი) თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანდა ის თუ, როგორი კომფორტით მგზავრობდა.
9a7b6df1f7be
„ყველამ, ვინც მიცნობს იცის მე ინდეფერენტული ვარ ამქვეყნიური სიმდიდრის მიმართ, ჩემთვის პრიორიტეტულია სულზე ზრუნვა და არა ესთეტიკურზე, –თავი იმართლა მღვდელმთავარმა, –შეიძლება ბევრს უშველებლად ეჩვენოს ჩემ მიერ დახარჯული თანხა, თუმცა ეს ასე არ არი“.

იხილეთ ვიდეო:

იხილეთ ასევე
Close
Back to top button