Coffee Mania ყავის 10 სახე
სამელი, რომლის გარეშეც ზოგისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. ადამიანების ნაწილი ემხრობა აზრს, რომის სასარგებლოა, ზოგისთვის კი აღიარებული ფაქტი, რომ ის ორგანიზმიდან ფლუიდებს გამოდევნის და წყლის ბალანსს ამცირებს, სამუდამო ტაბუა.
მე დღეს გთავაზობთ სხვადასხვა სახეობის ყავას და მოკლე აღწერილობას.
დავიწყოთ ყველაზე პოპულარული ყავით ამერიკანო. ის ასევე ცნობილია როგორც “lungo” ან “long black”
ამბობენ ამერიკანოს გაკეთებით ამერიკელებმა შეურაცხყვეს იტალიური ესპრესო.
თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავაა
ბეიბიჩინო – ეს არის ყავა მოზარდებისთვის, რომელიც შეიცავს თბილ რძეს, რძის ქაფს ძალიან ცოტა ყავას და შოკოლადის ფხვნილს. მას მიირთმევენ მარშმელოუსთან ერთად
ყავა ბრივი – ეს იტალიური ყავაა. ესპრესო დაბალ ცხიმოვანი რძით.
ყავა ფრედო – ტკბილი, ცივი ესპრესო ყინულებით
ლატე – ახლად ადუღებულ უქაფო რძესთან ერთად მომზადებული ყავა
მოკაჩინო – ესპრესო შოკოლადის სიროპით, რძის მიკრო ქაფით ზემოდან
კაპუჩინო კიარი – კაპუჩინო ათქვეფილი ნაღებით. ის შეიცავს დიდი რაოდენობით რძეს.
კორეტო – ესპრესო რძის ქაფით, 30 მილიგრამი კონიაკითა და სამბუკით