სათამაშო რკინიგზა 16 მილიონ დოლარად
მინიატურული სამყარო – ეს არის ერთ ოთახში მოთავსებული არაჩვეულებრივი რკინიგზა, რომელზეც ევროპის რამოდენიმე ქვეყნის მოდელის ხილვაა შესაძლებელი.
ეს პატარა რკინიგზა არაჩვეულებრივად რეალისტურია. ის 2000 წელს ძმებმა, ფრედერიკ და გერიტ ბრაუნებმა წამოიწყეს და პროექტის დასასრულებლად 9 წელი დასჭირდათ.
სათამაშო რკინიგზა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეგიძლიათ იხილოთ.
ის 1150 კვადრატულ მეტრს იკავებს და შედგება 10 ათასზე მეტი ვაგონისა და ლოკომოტივის, 700მდე მატარებლის, 4 ათასი პატარა მანქანის, რამოდენიმე გემისა და 160 ათასი ადამიანის უნიკალური ფიგურისაგან.
რკინიგზა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს – ღამით ბნელდება, პატარა ქუჩებში განათება ირთვება, პოლიცია წესების დამრღვევებს აჯარიმებს, ხალხი პარკებში დასეირნობს, მანქანებს მართავენ, ცურავენ, ავტობუსებს ელოდებიან.
ძმებს ამ პატარა სამყაროს შესაქმნელად 4 ტონა ფოლადი, 700 კილოგრამი ხელოვნური ბალახი და 16 მილიონი დოლარი დასჭირდათ.
ხელოვნური ბალახი:
რკინიგზა ღამით: