არქივი

მსოფლიოს 7 საუკეთესო უნივერსიტეტი

b5c9aff6e59a

გთავაზობთ მსოფლიოს 7 საუკეთესო უნივერსიტეტს Guardian – ის კვლევების მიხედვით

1. Cambridge – კემბრიჯი არის უძველესი ინგლისური ქალაქი-უნივერსიტეტი და კემბრიჯშირის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე კენის სანაპიროზე. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი დიდი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ნიუტონი, დარვინი, ჯეიმს მაქსველი და ბევრი ცნობილი ადამიანი.
98dcac998806

2. Harvard – ჰარვარდის უნივერსიტეტი დაარსდა 1636 წელს.ჰარვარდი არის უძველესი უნივერსიტეტი აშშ-ში და პირველი პრივილეგირებული უნივერსიტეტი ქვეყანაში. ჰარვარდის პირველი წინამძღოლი იყო ჯონ ჰარვარდი და სწორედ ამიტომ დაერქვა უნივერსიტეტს ეს სახელი.
6519c4956ec6

3. Yale – იელი არის კერძო უნივერსიტეტი , რომელიც დაარსდა 1701 წელს და მდებარეობს აშშ-ში ახალ ჰეივენში ( New Haven ).
cd356d010a33

4. University College London (UCL) – მდებარეობს ქალაქ ლონდონში. დაარსდა 1826 წელს და იყო პირველი უნივერსიტეტი ლონდონში.
c098b4350433

5. Massachusetts Institute of Technology – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მდებარეობს აშშ-ში მასაჩუსეტსში. დაარსდა 1861 წელს.
caecde4b3a75

6. Oxford – ოქსფორდი მდებარეობს სამხრეთ ინგლისში. ქალაქის მოსახლეობა 165.000-ს არ აღემატება. ქალაქში მიედინება მდინარეები ჩერუელი და ტემზა, რომლებიც ქალაქის ცენტრის სამხრეთით უერთდება ერთმანეთს. ქალაქში მდებარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც უძველესი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში.
შენობები ოქსფორდში საქსონების მოსვლის შემდეგ გაბატონებულ ყველა ბრიტანულ არქიტექტურულ სტილს მოიცავს. მათ შორის ღირსშესანიშნავია XVIII საუკუნის რედკლიფ კამერა. ოქსფორდი ცნობილია, როგორც “მეოცნებე ქიმების ქალაქი”, რაც მას პოეტმა მეთიუ არნოლდმა შეარქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის შენობების ჰარმონიული არქიტექტურის გამო.
bb24ac5a581b

7.Imperial College London – არის ტექნოლოგიური და სამედიცინო უნივერსიტეტი , რომელიც მდებარეობს ლონდონში. უნივერსიტეტმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 2007 წელს.
7035cd6866aa

P.S. – ეს ჩემი პირველი პოსტია.

მსგავსი ამბები

Back to top button