გართობაუცნაური

რატომ მოკვდა პატარძალი საკუთარ ქორწილში ფოტოსესიის დროს

image

ქორწილი, ეს ხომ უდიდეს ბედნიერებასთან, ახალი ცხოვრების ნაბიჯთან ასოცირებული დღეა, დღე როდესაც ყველა ქალი ოცნებობს სადედოფლო კაბაზე და ამ ცერემონიის არნახულად ჩატარებაზე.თუმცაღა ცხოვრება ხშირად მკაცრია და სიხარული ხანმოკლედ გვევლინება, რომელსაც ტრაგიკული დასასრული ანაცვლებს. ძალზედ შემზარავი ფაქტი მოხდა 2012 წლის 24 აგვისტოს, 30 წლის პატარძალი ვინმე Maria Pantazopoulos-ი საკუთარ ქორწილში ფოტოსესიის დროს დაიღუპა.

 

image

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა კანადის ქალაქ მონრეალში პარასკევს- დღის მეორე ნახევარში. პატარძალი მაღალ ქუსლებსა და უძვირფასესი ქსოვილის კაბით, რომელიც მეტად მძიმე იყო თავისი ფასეულობის გამო, პოზირებდა მდინარესთან, ჩანჩქერის ფონზე და წყალშიც კი შევიდა, დასველებული კაბის მიუხედავად არ უგრძვნია საფრთხე, ის კვლავ განაგრძობდა ფოტოსესიას და სთხოვდა ფოტოგრაფს მეტი შთამბეჭდავი კადრები დაეფიქსირებინა წყალში. კაბის სიმძიმემ მარიას წონასწორობა დააკარგვინა და ის წყალში ჩავარდა, რის გამოც ვეღარ შეძლო წამოდგომა და მდინარის სწრაფმა დინებამ იგი წაიღო. ფოტოგრაფის, ასისტენტებისა და სიძის ამაო მცდელობის მიუხედავად წყალმა პატარძალი შთანთქა.
image
imageimage

image

 

მხოლოდ მაშველთა გუნდის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი მარიას ცხედარი 2, 5 საათის შემდეგ ეპოვათ. დასველებულმა კაბამ პატარძალი ფოტოსესიის ადგილიდან რამოდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ჩანჩქერის ძირში – 6 მეტრის სიღრმეზე ჩაძირა.

 

imageimage

imageimage

image

image

სიძემ და ახლობლებმა პრესასთან ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ მოინდომა და ინტერვიუზე უარი განაცხადა.

 

გთავაზობთ მარიას ფოტოებს:

 

image image

 

image

 

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button