არქივი

საინტერესო ფაქტები დაავადებებზე

00b4a4ce341d

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას “ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი” უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი – ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს.

მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს.
f60cc55d931d

 

სამუშაო, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მოიტანა
მერი მელონი, იგივე მერი ბრაუნი, იგივე ტიფიანი მერი (ნამდვილი სახელი – მარია ანა კადუფი) დაიბადა ტირონში (ირლანდიის საგრაფო), ხოლო თხუთმეტი წლისა აშშ-ში გადასახლდა. ის ძირითადად მზარეულად მუშაობდა. მერი მელონი იქცა მუცლის ტიფის 53 აფეთქების მიზეზად, რომელთა დროსაც ითაკაში (ნიუ-იორკი, აშშ) 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და რამდენიმე დაიღუპა. მერი, თავად ჯანმრთელი, ინფექციის მატარებელი გახლდათ. ის პირველად სამი წლის მანძილზე იყო კარანტინში ქალაქის საავადმყოფოში, რის შემდეგაც ფიცი ჩამოართვეს, რომ საზკვების საწარმოებს აღარ გაეკარებოდა, მეორედ კი სამუდამო კარანტინი მიესაჯა. სიცოცხლის ბოლო ოცდასამი წელი მან კუნძულ ნორდ ბროთერზე (ისტ რივერი, ნიუ-იორკი, აშშ) გაატარა და ბრონქოპნევმონიით გარდაიცვალა.
e117e88bc6d9

 

ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა
ამით სამი დაავადება გამოირჩევა – შიდსი, ცოფის თავის ტვინის ფორმა და შავი ჭირი. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) გადამდები ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), ადამიანის იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს. იგი უტევს იმუნურ სისტემას და ადამიანს სხვა ინფექციების წინაშე დაუცველს ტოვებს. შიდსი აივ ინფექციის გვიანი სტადიაა. ცოფიც ვირუსული ინფექციაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ადამიანს ცოფიანი ცხოველის ნაკბენით გადაეცემა.
a19f75a07785

ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა გარეული ცხოველების (ენოტი, მელია, ღამურა) წილად მოდის. ამ დაავადების ადრეული ნიშნებია ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, შემდეგ იწყება ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ჰიდროფობია (წყლის შიში). ადამიანი სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ კვდება, მაგრამ თუ პრევენცია კბენისთანავე დაიწყო, გადარჩენის ალბათობა დიდია. შავი ჭირი – ამ ინფექციური დაავადების ყველაზე საშინელმა ეპიდემიამ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი იმსხვერპლა. მხოლოდ 1347-დან 1351 წლებში შავმა ჭირმა, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, საერთო ჯამში 75 მილიონი ადამიანი შეიწირა.
2fad2815ea70

ყველაზე გადამდები დაავადება
ასეთი გახლავთ დენგე, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტს გადააქვს. მისი გაცილებით მძიმე ვარიანტია დენგეს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც შესაძლოა ყველაზე გავრცელებული მორეციდივე დაავადებაც იყოს. 1998 წელს აღირიცხა დენგეს დაავადების 1,2 მილიონი შემთხვევა. 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

ადამიანისთვის ყველაზე საშიში ფრინველის დაავადება
ფრინველის გრიპმა, ინფლუენცას (გაციებით გამოწვეული სასუნთქი გზების მწვავე ანთება, მოძვ. ფორმა) სახესხვაობამ, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრინველებს ასნებოვნებდა, 1997 წელს ჰონგკონგში 16 ადამიანი დააავადა (ოფიციალურად აღრიცხული რიცხვი). 4 მათგანი გარდაიცვალა. ეს პირველი ვირუსი გახლავთ, რომელიც ადამიანს უშუალოდ ფრინველისგან გადაედო.
c3b680df7869
 

 

უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი
გულის კორონარული სისტემის დაავადება უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ. მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და მავნე ქოლესტერინის მომატება ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორებია.

Back to top button