არქივი

მიწისძვრა

cd865380f7db

სულ ახლახანს საქართველოში მიწისძვრა მოხდა,რამაც ააფორიაქა ყველა… გადავწყვიტე დამეწერა პოსტი მიწისძვრის შესახებ.იმედია უფრო არ შეგეშინდებათ :vaime: ;)

მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევაა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.

ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჩინეთის მიწისძვრას 1556 წლის 2 თებერვალს შენსისა და ხენანის პროვინციაში, 830 000 ადამიანი დაიღუპა.

1976 წლის 28 ივლისს აღმოსავლეთ ჩინეთში დაიღუპა 750 000 ადამიანი.

მიწისძვრით დაზარალებულთა შორის პირველი ადგილი უკავია იაპონიას. 1923 წლის 1 სექტემბერს კონტიის დაბლობი ნამდვილ კატასტროფის ცენტრად იქცა. სტიქია აქ მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ტოკიოსა და იოკოჰამაში 575 000 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 142 807 ადამიანს შეადგენდა.

რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის ყველაზე ძლიერი 1950 წელს ინდოეთში შტატ ახმში მოხდა. რიხტელის შკალის მიხედვით მისმა მაგნიტუტამ 9 ბალი შეადგინა.

ჩილეში 1960 წლის 22 მაისს დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე არ ჩამოუვარდებოდა ზემოთ აღნიშნულს. მისი სიმძლავრე 8,5 ბალს უტოლდებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button