არქივი

სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები (3)

1b53ff467494
სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები, რომელებიც მათ სიკვდილით დასჯის წინ წარმოთქვეს..

1..
2ea3950acf7f
“ჩემს დაზიანებას აპირებთ, გთხოვთ ნუ მატკენთ, უკანასკნელ წამს სწორედ ამას გთხოვთ.” – მადამ დიუ ბერი. სიკვდილით 1793 წელს დასაჯეს, ის გილიოტინაზე აღესრულა.

2…
7d45ac44cb79
“მე ვნახავ იესოს პირისპირ… მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ… მე გნახავთ ყველას იქ, როდესაც თქვენც ეწვევით საუფლოს… მე გელით თქვენ…” – კარლა ფეი ტეიკრ ბრაუნი, 1998 წლის 3 თებერველი.

3…
f671869e1db7
“მე სახლში ვბრუნდები პატარავ.” – ჯეიმს ალანი. სიკვდილით დასაჯეს 1993 წლის 3 მარტს, ინექციით.

4…
28d3d30a2c3d
“დაიმახსოვრეთ, სიკვდილის ჯარიმა მკვლელობაა!” – რობერტ დრიუი. სასიკვდილო ინექციის დოზა 1994 წლის ორ აგვისტოს გაუკეთეს.

5…
4b0e1c241447
“დიდება ანარქიას! ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წამია!” – ჯორჯ ენჯელი, ის ერთ-ერთი იყო 1886 წელს სიკვდილით დასჯილი 4 პატიმრიდან, რომელთაც ტერაქტის მოწყობისთვის სიკვდილი მიესაჯათ.

6…
ced4e613e4e6
“მე შენ მიყვარხარ” – სან ფლენაგანი. ამ სიტყვებით მან ჯალათს მიმართა. ის 1989 წლის 23 ივნისს დასაჯეს სიკვდილით.

7..
180a989b4917
“ჩემს ოჯახს მადლობას ვუხდი, ზრუნვისა და სიყვარულისთვის. დანარჩენს რაც შეეხება: მთელი მსოფლიო ემთხვიოს ჩემს უკანალს!” – ჯონი ფრენკ გარეტი. ის 1992 წლის 11 თებერვალს დასაჯეს სიკვდილით.

8…
4e5c4e247ba2
“მიდით დასრულეთ!” – გარი გილმური. სიკვდილით 1977 წლის 17 იანვარს დასაჯეს.

9…
819e9aba2fb4
“მე ხომ უბრალოდ ვთევზაობდი!” – ჯიმი გლასი. სიტყვები ელექტრო სკამზე წარმოთქვა , 1987 წლის 12 ივნისს.

10…
91bf0fe21386
“კარგი ხალხი ყოველთვის დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ არასდროს ცდებიან.” – ბარბარა გრეჰემი, სიკვდილით 1955 წლის 3 ივნისს დასაჯეს.

11…
96516ceb9042
“შეიძლება იყო მეფე ან სულაც მენაგვე, მაგრამ ბოლოს ყველა ცეკვავს სიკვდილის ანგელოზთან.” – რობერტ ელტონ ჰარისი. სიკვდილით 1992 წლის 21 აპრილს დასაჯეს.

12…
392a5bf55735
“მე უცოდველი ვარ უმანკო, უცოდველი.. არ შეცდეთ ამაში. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ და ყველაზე არასწორი დღეს ჩემი წასვლა იქნება.” – ლაიონელ ჰერერა, 1993 წლის 12 მაისს ინექციის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა.

13…
2a6d7d3aa39a
“მიყვარხარ დედიკო!”
– კლარენს ლაქი. 1997 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. სასიკვდილო ინექციით.

14…
032042ed2b45
“სიკვდილისთვის შესანიშნავი დღეა. მე გაპატიეთ ყვერლას, იმედი მაქვს ღმერთიც მოგიტევებთ.” – მარიო ბენჯამენ მარფი. 1997 წლის 17 სექტემბერს სასიკვდილო ინექციიტ გარდაიცვალა.

15…
a5c6986d9df9
“პირდაპირ მესროლე ნაბიჭვარო, შეცდომა არ მოგივიდეს.” – ჰარი ჰარბორდ ბრეიკერ მორანტი. ავსტრალიელი პოეტი და ნაციონალური გმირი. ის 1902 წელს დახვრიტეს.

16…
0d424253b577
“კარგით, ერტი ღმერთი, მეორესთან შესახვედრად მიდის!” – ჯონ ელდონ სმიტი.1983 წლის 15 დეკემბერს ელექტრო სკამზე აღესრულა.

17…
a849adb9cc1d
“Adios.” – ჯონ ტენოსი. ელექტრო სკამზე მჯდომა წარმოთქა, 1994 წლის 16 მაისს.

P.S.
ალბათ ზოგიერთი მათგანი ნანობდა ჩადენილს, ზოგი ამაყობდა, ზოგი უსამართლოდ დაისაჯა, ზოგიც სამართლიანად. უბრალოდ ისინიც ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი ადამიანები. მათაც ალბათ ისევე სტკიოდათ როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ისე განიცდიდნენ როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. მაგრამ ღირებულებები და შეხედულებები ყველას ხომ სხვადასხვა აქვს. უბრალოდ ეს თითოეული მათგანის უკანასკნელი გაბრძოლებაა ცხოვრებასა და ადამიანებთან, იქნებ საკუთარ თავთანაც… სიტყვები რომლებშიც კარგად იკითხება ავტორის პიროვნება … :(

მსგავსი ამბები

Back to top button