არქივი

“ჩვენ კინოლოგები ვართ”…

3f7b46252bd1
შუაღამე იდგა.ფანჯრისკენ ვტყორცნე მზერა და არემარე ნისლს მოეცვა.ეს ჩვეულებრივი ნისლი არ იყო,უფრო “სმოგს” წააგავდა.შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი,რომ ამ ნისლის მიღმა იმალებოდა საგანგაშო რეალობა–გაუნათლებელი საქართველო… შემდეგ ფიქრი შევწვიტე და მცირე ხნის შემდეგ ჩამეძინა.და სწორედ შემდეგ დაიწყო “მოგზაურობა იმბეცილების სამყაროში”.

ცაზე მზე ანათებს,გაიფანტა ნისლი და გამოჩნდა სიშიშვლე უამრავი ქართველი ახალგაზრდის ტვინის ნახევარსფეროებისა.მცირე ხნის შემდეგ ერთ–ერთი სასწავლებლის ეზოში ვარ,ჩემს სიახლოვეს არაერთი სტუდენტი მუსაიფობს.არ მინდოდა მათი საუბრის მოსმენა,მაგრამ ყურს ვერ ვუბრძანე და რაღაც ზუზუნის მსგავსი ესტუმრა ჩემს “ლოკოკინას”,წამის შემდეგ ეს ზუზუნი გავარჩიე და… ზუზუნის შინაარსი:“მამაჩემი ვიეტნამ–საქართველოს საომარ კონფლიქტში მონაწილეობდა კონსტანტინე გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს.დაახლოებით 1976 წელი იდგა.მამაჩემი ხშირად იხსენებს,როგორ ავლებდა მუსრს წვრილთვალება სუბიექტებს.ომის დროს ქიმიური იარაღიც კი გამოუყენებია ქართველებს.შემდეგ გავიგე,რომ ეს ყოფილა მეათე მსოფლიო ომი.”

ეს მოვისმინე და ვერ ვხვდები სად ვარ.აქამდე ვიცოდი,რომ აშშ ებრძოდა ვიეტნამს;აქამდე დარწმუნებული ვიყავი,რომ კონსტანტინე გამსახურდია “დიდოსტატის მარჯვენის”,”დავით აღმაშენებლისა” და სხვა გენიალური ნაწარმოების ავტორი იყო,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ზვიადსა და კონსტანტინეს ვეღარ არჩევს არაერთი ადამიანი.1921–1991 წლებში საბჭოთა კავშირის უღელქვეშ ვიყავით და ბრძოლის ხარჯზე მივიღეთ დამოუკიდებლობა,მაგრამ აქ ვიგებ,რომ 1976 წელს უკვე საომარ კონფლიქტში ყელამდე ჩაფლული ვიყავით.

ვერ ვხდები რა ხდება.მალევე გადავსერე ეზო და მცირე ხანში სასწავლებლის “X” სართულზე გავჩნდი.მცირედი სვლის შემდეგ სარკე შევამჩნიე,რომლის წინ რამდენიმე მშვენიერი მანდილოსანი “იპრანჭება” და თან მასლაათობენ… დამაინტერესა და ყურს ისევ ვერ ვუბრძანე.ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს.გაისმის ისევ ზუზუნი და მალევე ამოვიკითხე აზრი.ერთი შავგრემანი ლამაზმანი ამბობს(რომელიც მესიმპატიურა): “ეხლახანს მუსიკალური კონკურსის შესახებ გავიგე და გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო.5 წლის წინ მუსიკალური ობსერვატორია დავამთავრე და არ უნდა გამიჭირდეს.თუმცა ჟიურის მეშინია,განსაკუთრებით ერთი ქალბატონის”…

სასწრაფოდ გავეცალე მანდილოსნების თავყრილობას.თურმე მხოლოდ სილამაზე არ შველის,თუ გონება არ ჭრის… ეს უკვე რაღაც ნოვაციაა.აქ კონსერვატორიას ობსერვატორია ქვია… პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მცირედი ნაბიჯთა დგმის შემდეგ შევაღე ერთ–ერთი აუდიტორიის კარი,რომლელზეც ოქროსფერი დაფა შევნიშნე,წარწერით “დეკანი”.
მცირე ხნის შემდეგ მაგიდის წინ ვარ მოკალათებული და ჩემს პირდაპირ საქმიან ადამიანს ზევით აღწერილ რეალობას ვაცნობ.ის შეიშმუშნა და მცირედი პაუზის შემდეგ მპასუხობს:“ეს რამდენიმე სტუდენტის აზრია,მათ გარდა არაერთი სწავლობს ჩვენთან.ეგეთი გაუნათლებელი სტუდენტები შოთა რუსთაველის მეფობის დროსაც იყო.რა თქვენ არ იცოდით,რომ შოთა რუსთაველის მეფობის დროს დაარსდა პირველი აკადემია?”

ვხვდები მასთან კამათს აზრი არ აქვს,ვემშვიდობები და საგულდაგულოდ ვხურავ კარს… ვხვდები ლაბირინთში ვარ და რთული იქნება თავის დახწევა.გარშემო კედლებია… ეს ზღუდეებია,რომლებიც ნათლად ასახავს ქართული ახალგაზრდობის დიდი ნაწილის განათლების “შეზღუდულობას”… სანამ ლაბირინთს დავძლევ და ძაფის გორგალს მივყვები,იქამდე მომესმის არაერთი ზუზუნი და გარკვევით ჩამესმის:“ივანე ჯავახიშვილი ჟურნალისტია,პეტრე მელიქიშვილი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე,ილია მართალი საქართველოს პატრიარქი… დილემის წინაშე–ასტრონავტი? ბუდისტი? იუდაიზმი? ალ ჯაზირა–ალ ქაიდა?
ამ დროს ვხედავ გაკვირვებულ სამკუთხა სახეებს,რომელებიც დეგრადირებული მიმიკით ამტკიცებენ სამკუთხედის ხუთკუთხედობას… ვხვდები ეს უფრო იმბეცილიზმის ნიშანია,ვიდრე გაუნათლებლობის.ეს დასკვნა მხოლოდ “სამკუთხა” სახეების დროს გამოვიტანე.

9cb40e871488

ვხედავ ლაბირინთიდან გამოსავლელს,კართან ვიდეოკამერით შეიარაღებული ორი მსგავსი ადამიანი დამხვდა.კამერა ჩემსკენაა მომართული,რასაც ვაპროტესტებ.ისინი კი მეუბნებიან “ჩვენ ცნობილი კინოლოგები ვართ და სასწავლებლის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ”…. ვხვდები,რომ ესენიც იმ “ბურუსმოცული” საზოგადოების ნაწილი არიან… მეცინება და ორ “კინოლოგს” ვეუბნები–”მე ძმები კოენები მეგონეთ.თქვენ კი თურმე კამერიანი კინოლოგები ყოფილხართ”… ისინი კი ამბობენ–”სერჯიო ლეონე და მილოშ ფორმანიც კინოლოგები იყვნონო”…

e0d37acc026b

ჩვენ კინოლოგები ვართ:D

ამ დროს მეღვიძება.ეს კოშმარია,მაგრამ იმის იმედი მაქვს,რომ ეს სიზმარია და თავს ვიმშვიდებ.თუმცა ამ სიმშვიდემ რამდენიმე წუთს გასტანა და მალევე გავუდექი გზას.მცირე ხნის შემდეგ რეალობაში განვახორციელე ეს მოგზაურობა და იგივე შედეგი მივიღე.

ad740d05e2b5

დასკვნა:ვერტმფრენით შავი ზღვის სანაპიროს ვუახლოვდები და ქვიშაზე ვამჩნევ წარწერას – S.O.M.&B. (Save Our Mind and Brain)… მალევე ამ წარწერის ქვევით ჩნდება წარწერა–“გადაფურცლე წიგნი და გაისუფთავე გონება ნაგვისაგან”!!!

a390c9dd92b4

პასუხის პასუხი:ერთ–ერთ ტელევიზიაზე გასულ რეპორტაჟს რაც შეეხება–რა იყო მათი მიზანი ეგ არაა მთავარი,მთავარი ისაა,რომ სამწუხაო რეალობა ასეთია… თორემ ქართული ტელევიზიებს(სადაც ეთერის 80 % ეთმობა უხარისხო,ამაზრზენ სანახაობა–”საპნის ოპერებს”) თუ კარგად “ჩაუჯდებით” გამოთაყვანების დიდ დოზას მიიღებთ ვიდრე საზრდოს.

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button