არქივი

ჟესტების ენა (ნაწილი. II)

defe77dc3d0e

დაცვის ჟესტები და პოზა –  თანამოსაუბრე გრძნობს საშიშროებას ან მუქარას. ასეთ სიტუაციაში მეტად გავრცელებულ ჟესტია ხელების გულზე დალაგება, რომელიც 3 სხვადასხვა ხასიათში შეიძლება მოგვევლინოს.


ხელების უბრალო გადაჯვარედინება- უნივერსალური ჟესტია, რომელიც გამოხატავს თანამოსაუბრის ნეგატიურ პოზიციას. ასეთ დროს სასურველია გადახედოთ ყველაფერს რასაც აკეთებთ და საუბრობთ, რადგან შანსი დიდია, რომ თანამოსაუბრემ განხილვა და საუბარი მიატოვოს.
Aასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს ჟესტი გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ქცევაზე. თუ ჯგუფში სადაც 4 ან მეტი ადამიანია ერთმა გადაიჯვარედინა ხელები უნდა ველოდოთ, რომ მალე სხვებიც გაიმეორებენ ამ ჟესტს. შესაძლოა ეს ჟესტი მიანიშნებდეს უბრალოდ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას თუ საუბრისას არ არსებობს კონფლიქტის მატარებელი სიტუაცია.
83715e6f8b14

თუ გადაჯვარედინებულ ხელთან ერთად მოსაუბრე კუმშავს თითებს მუშტში ეს მიუთითებს მის შეტევით პოზიციაზე. ასეთ შემთხვევში საჟიროა შეანელოთ საუბრის ტემპი და მოძრაობები რათა იგივე გაიმეოროს თანამოსაუბრემ. თუ ამანაც არ უშველა შეეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა.
გადაჯვარედინებული ხელის მტევნები უდევს მხრებზე. Aამგვარი პოზა მიანიშნებს, რომ თანამოსაუბრე ცდილობს არ გამოხატოს ნეგატიური რეაქცია თქვენი პოზიციის მიმართ. ძლივს იკავებს თავს , რომ არ ჩაერთოს ბრძოლაში და “ნაკუწებად”არ გაქციოთ.
a60bea0f401b

ამ სახის არავერბალური გამოვლინება ფიქსირდება მაშინ, როდესაც თანამოსაუბრე ყოველგვარ ღონეს ხმარობს დაარწმუნოს მსმენელი საკუთარი პოზიციის სიმართლეში.
ხელებგადაჯვარედინებულ პოზას ხშირად თან ახლავს ცივი და მზერა და ხელოვნური ღიმილი. მგვაარი პოზა მეტყველებს, რომ ტანამოსაუბრე “ზღვარზეა” და თუ არ შეეცდებით გაატაროთ ოპერატიული ზომები, და მოუხსნათ დაძაბულობა, შესაძლოა მოხდეს “აფეთქება”.
გულზე გადაჯვარედინებული ხელები და ხელის ცერა თითები ვერტიალურ მდგომარეობაში- მიანიშნებს ნეგატიური პოზიციის ორმაგ სიგნალიზე.ამ ჟესტის დატვირთვა ხშირად უპატივცემულობის გამოვლინება და დაცინვის მატარებელია.

წყარო: www.psychologytoday.com

 

მსგავსი ამბები

Back to top button