არქივი

ჩელიაბინსკის მეტეორიტს შესაძლოა თავისი “ძმებიც” მოჰყვნენ

image49265271

და ეს იქნება დაახლოებით 20-მდე ბოლიდი. ყველა მათგანი “შვა” გიგანტურმა ასტეროიდმა 2011 EO40-მა და დაახლოებით იმავე ტრაექტორიით მოძრაობენ, როგორიც ჰქონდა ჩებარკულის მეტეორიტს, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, ჩებარკულის ტბაში ჩავარდა ჩელიაბინსკის ახლოს.

ყოველივე ამის შესახებ 2013 წლის 24 აგვისტოს ცნობა გაავრცელეს მეცნიერებმა კარლოს და რაულ დე ლა ფუენტე მარკოსებმა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტიდან.

მათი თქმით, დაახლოებით 40 ათასი წლის წინათ გრავიტაციული ველებისა და ტემპერატურის ცვლილების გამო ასტეროიდი 2011 EO40 დაინგრა და წარმოშვა ასტეროიდების გროვა, რომელიც მუდმივად გადაადგილდებიან დედამიწას, მარსსა და ვენერას შორის. წორედ კოსმიურ ობიექტთა ამ ჯგუფს ეკუთვნოდა ჩელიაბინსკის მეტეორიტიც.

შეისწავლეს რა “ურალის სტუმრის” ორბიტა, ასტროფიზიკოსებმა მისი ტრაექტორია სხვა ცნობილი და ანალოგიური ზომების ასტეროიდთა მარშრუტებს შეადარეს.

მეცნიერებმა ასევე ჩაატარეს კოსმიური ობიექტის მილიარდობით შესაძლო ტრაექტორიის კომპიუტერული სიმულაცია, რათა გაეგოთ, რომელი მათგანი დასრულდება დედამიწასთან შეჯახებით. მიღებული მონაცემები მათ შეადარეს კოსმიური სააგენტო NASA-ს მონაცემებს, რომელიც აკვირდება მზის სიტემის ასტეროიდებს.

შედეგად, ძმებმა დე ლა ფუენტე მარკოსებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 20-მდე კოსმიური სხეული, რომელთაგან თითოეულის ზომა 5-დან 200 მეტრამდეა დიამეტრში. ყველა მათგანს პოტენციურად შეუძლია იგივე გზა გაიაროს დედამიწისკენ, რაც გაიარა ჩელიაბინსკის მეტეორიტმა.

როგორც ადრე “ურალინფორმბიურო” იუწყებოდა, 2013 წლის 15 თებერვალს ჩელიაბინსკის ოლქი კოსმიური შეტევის ობიექტი გახდა. დარტყმის ძალამ, რომელიც ბოლიდის ატმოსფეროში შემოჭრამ გამოიწვია, დააზიანა 7000-მდე შენობა ჩელიაბინსკში და მის მიმდებარე ქალაქებში. დაზარადლა დაახლოებით 1500-ზე მეტი ადამიანი.

 

წყარო : http://apocalypse.ge

Back to top button