გართობა
ზურა ბალანჩივაძის ნახატები
მინდა გიჩვენოთ ერთი ძალიან ნიჭიერი ადამიანის ნახატები. ზურა ბალანჩივაძე პროფესიით და სულით და გულით ჟურნალისტია, უყვარს მუსიკა (განსაკუთრებით ოპერა) და თავადაც კარგად მღერის. თუმცა მის ყველაზე დასაფასებელ ნიჭს (ჩემი მოკრძალებული აზრით) მხატვრობა წამოადგენს. ის ხატავს ძირითადად ტუშის პასტებით, თუმცა ხანდახან იყენებს ფანქარსაც. თან აღსანიშნავია, რომ ზურა თვითნასწავლი მხატვარია. მე ძალიან მომწონს და იმედია თქვენც მოგეწონებათ…
ზურა წარმატებული ბლოგერია და აქ მოღვაწეობს http://zurriuss.ge/