უცნაური

5 შემზარავი, მაგრამ ნამდვილი საშინელებათა ისტორია, რომელიც გავრცელდა ახალ ამბებში

საშინელი ფილმის, წიგნის ან შოუს სისხლს მოხმარების მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალებს ვფარავთ “Insidious”-ის ყურებისას დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. მაგრამ უმეტესწილად, თქვენ მშვიდად ისვენებთ ამის შემდეგ იმის გაგებისას, რომ რისი თვითმხილველიც იყავით, არის ფიქცია, შეგნებულად შექმნილი, რათა გაგაოცოთ. თუმცა, როდესაც რეალური სამყარო იმაზე საშინელი ხდება, ვიდრე სტივენ კინგმა შეიძლება იოცნებოს, მაშინ თქვენ გაქვთ სრული უფლება, ცოტათი შეგეშინდეთ სიბნელის.

დროდადრო, საშინელი გაუჩინარების ან ეშმაკის თაყვანისცემის ისტორია ძველი ქაღალდის ნაცვლად, გავრცელდება ადგილობრივ გაზეთში. ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე შემაშფოთებელი რეალური ზღაპრები ქვემოთ.

ნაჯახით მკვლელობის სახლი

villisca hbx100121hauntedhouse 009


Villisca Axe Murder House ვილისკაში, აიოვა არის ცნობილი ტურისტული “ატრაქციონი” მოჩვენებებზე მონადირეებისთვის და საშინელებათა მოყვარულებისთვის. ის გახდა 1912 წლის შემზარავი გაუხსნელი მკვლელობის ადგილი, რომელმაც ექვს ბავშვს და ორ ზრდასრულს თავის ქალა მთლიანად დაუმსხვრია უცნობი დამნაშავის ნაჯახით. სახლი შეიძინეს 1994 წელს, აღადგინეს 1912 წელს და შემდეგ გადაკეთდა ტურისტულ ადგილად. 428 დოლარი ღირს ღამე დარჩენა ამ ძველ მოშიშვლებულ სახლში, სადაც სტუმრები ყოველთვის ატყობინებენ უცნაურ პარანორმალურ გამოცდილებას მედიას, როგორიცაა კაცის ხილვა ნაჯახით, რომელიც ტრიალებს დარბაზებში ან ბავშვების ჩუმი ყვირილი.

მაგრამ 2014 წლის ნოემბერში ამ აზარტმა უფრო ბნელი სახე მიიღო. რობერტ სტივენ ლორსენ უმცროსი, 37 წლის რაინლანდერიდან, ვისკონსინი, რეგულარულ რეკრეაციულ პარანორმალურ ვიზიტში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, როდესაც ნამდვილი საშინელება მოხდა.

მისმა კომპანიონებმა იპოვეს ის მკერდში დანით დაჭრილი – აშკარად თვითგანზრახ ჭრილობა იყო – დაურეკეს სასაწრაფოს და ლორსენი მიიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სანამ ვერტმფრენით გადაიყვანდნენ ომაჰაში, კრეიტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.
მონტგომერის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ლორსენმა თვითჭრილობა მიიღო დილის 12:45 საათზე.ეს დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როდესაც 1912 წელს სახლში ნაჯახით მკვლელობები დაიწყო.

ლორსენი ტრავმებისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ საჯაროდ არასდროს უთქვამს იმ დღეს მომხდარის შესახებ. მართა ლინისთვის, სახლის მფლობელისთვის, ინციდენტი ძალიან შემაშფოთებელი იყო. “ეს არის საჯაროობა, მაგრამ ეს არ არის ზუსტად ისეთი საჯაროობა, როგორიც თქვენ გსურთ. არ მინდა, რომ ადამიანებმა იფიქრონ, რომ როდესაც მიდიან Villisca Axe Murder House-ში, რაღაც მოხდება, რაც მათ აიძულებს ამის გაკეთებას.” სახლი დღეს ღიაა ტურისტებისთვის და ღამისთევისთვის. თუმცა არ ვიცი ჯერ კიდევ რატომ.

20190904 005257

დაწყევლილი თოჯინა : რეალობა საშინელებათა ფილმიდან


როდესაც ფიქრობთ დაწყევლილ თოჯინებზე, სავარაუდოდ, გვახსენდება ძველი ვიქტორიანული ფაიფურის სახეობები. არც ერთი თქვენ ალბათ არ გაქვთ ირგვლივ ამ წამს. მიუხედავად ამისა, ნუ იქნებით ძალიან კომფორტულად ამ ბავშვის სათამაშოებთან. დისნის “გაყინულის” ელსას თოჯინა, რომელიც 2013 წლის საშობაოდ აჩუქეს ჰიუსტონის რაიონში ბავშვს,მოჩვენებითი, დაყწვლილი გახდა.

KPRC2 Houston News-ის მიხედვით: თოჯინა ამბობდა ფრაზებს ფრაზები ფილმიდან Frozen და იმღერა “Let It Go”, როდესაც მის ყელსაბამზე ღილაკი დააჭირეს.
”ორი წლის განმავლობაში ამას აკეთებდა ინგლისურად”, – თქვა დედამ ემილი მადონიამ. „2015 წელს მან დაიწყო ამის გაკეთება ესპანურსა და ინგლისურს შორის მონაცვლეობით. არ იყო ღილაკი, რომელიც ცვლიდა მათ, ეს იყო შემთხვევითი.”
ოჯახს აქვს თოჯინა ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში და არასოდეს შეუცვლია მისი ბატარეები. დედა ამბობს, რომ თოჯინა შემთხვევით იწყებდა ლაპარაკს და მღეროდა მაშინაც კი, როცა გამორთული იყო.
2019 წლის დეკემბერში ოჯახმა გადაწყვიტა გადაეგდო თოჯინა. რამდენიმე კვირის შემდეგ მათ ის იპოვეს თავიანთი მისაღები ოთახის სკამში. „ბავშვები ამტკიცებდნენ, რომ იქ არ მიუტანიათ თავად და მე მჯეროდა მათი, რადგან ისინი გარეთ ნაგავს არ ამოქექავდნენ“, განუცხადა მადონიამ KPRC2 Houston News-ს.

HOQKPMLTKFFATMHGFDV7JMBORY

იმ მომენტში ელზამ საერთოდ შეწყვიტა სიმღერა “Let It Go” ინგლისურ ენაზე, დაჭერისას მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა. შემდეგ ოჯახმა უცნაური თოჯინა ორმაგ ტომარაში მოათავსა და ნაგვის ძირში ჩადოს, რომელიც ნაგვის დღეს გაიტანეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი წავიდნენ სამოგზაუროდ, მაგრამ როცა დაბრუნდნენ, ელზას თოჯინაც დაბრუნდა და სახლის ეზოში ელოდა მათ .

ამჯერად, ოჯახმა ფოსტით გაუგზავნა ელზას ოჯახის მეგობარს მინესოტაში, რომელმაც თოჯინა მისი სატვირთო მანქანის წინა ბამპერს მიაკრა და დღემდე ასეა. როგორც ჩანს, ის თოჯინა, გადმოვარდნილი საშინელებათა ფილმიდან, ჯერ არ დაბრუნებულა ძველ სახლში.

სასიკვდილო ეგზორციზმი


2016 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ ლონდონში, 26 წლის კენედი აიფი ყელის ტკივილის შემდეგ უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკბინა მამას, დაემუქრა საკუთარი პენისის მოკვეთით და ამბობდა, რომ პითონი ან გველი ჰყავდა შიგნით , სანამ მისი ოჯახი მას საწოლზე კაბელებითა და ზედმეტი ძალით დააკავებდა.

როგორც BBC იტყობინება: „შემდეგ ოჯახმა დაიწყო კენედის „განკურნების“ მცდელობა თავშეკავებითა და ლოცვით მომდევნო სამი დღის განმავლობაში. მისმა ძმამ, კოლინ აიფემ პოლიციას უთხრა: ”აშკარაა, რომ მასში იყო ის, რასაც ჩვენ დემონს ვეძახით, რადგან ეს არ იყო ბუნებრივი. დემონი აშკარად ცდილობდა მის მოკვლას”. ჩვენ თვითონ უნდა შეგვეკავებინა იგი. ცხადი იყო, თუ ჩვენ არ შევიკავებდით , მას შეეძლო ჩვენი ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენება ეცადა“.
კენედი აიფი სამი დღის განმავლობაში იყო მიბმული საწოლში სამედიცინო დახმარების გარეშე, როდესაც მისმა ძმამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და აუხსნა, რომ კენედი იფი უჩიოდა დეჰიდრატაციას. როგორც ჩანს, მას სუნთქვის პრობლემები განუვითარდა და დილის 10:17 წუთზე მკვდარი გამოცხადდა. ჰგავს ეპიზოდს თქვენი საყვარელი საშინელებათა ფილმიდან?

როგორც The Independent იტყობინება: სანამ პოლიცია სახლში იმყოფებოდა, კოლინ იფემ, სავარაუდოდ, ჩაატარა “ეგზორციზმისმცდელობა” გალობითა და ლოცვით.
კენედი აიფის ოჯახის შვიდივე წევრს ბრალად ედებოდათ მკვლელობა, ცრუ პატიმრობა და დაუცველი ზრდასრული ადამიანის სიკვდილის გამოწვევა ან დაშვება. დაღუპვის შემდგომი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა 60-ზე მეტი ჭრილობა, მათ შორის შესაძლო ნაკბენი კენედი აიფის სხეულზე, ხოლო მისმა მამამ, კენეტ აიფმა, ოთხ ძმასთან ერთად, დაზიანებები მიიღო.

BBC იტყობინება: კენეტ აიფმა ნაფიც მსაჯულებთან უარყო, რომ “კულტებთან, ოკულტებთან და საიდუმლო საზოგადოებებთან კავშირი” რაიმე როლს თამაშობდა სიკვდილში.
ნაფიც მსაჯულთა ოთხდღიანი მსჯელობის შემდეგ ოჯახის შვიდივე წევრი ბრალდება დაუდასტურეს და 2019 წლის 14 მარტს გაათავისუფლეს.

ეშმაკის თაყვანისცემა ფლორიდაში

Harkins
დანიელ ჰარკინსი


მეგობრებმა შენიშნეს, რომ დანიელ ჰარკინსი, 35 წლის მასწავლებელმა სანქტ-პეტერბურგთან, ფლორიდასთან ახლოს, უცნაურად მოქმედებდა 2012 წლის ივნისში, ეშმაკური რიტუალებისადმი ინტერესის განვითარების გამო. (ასეთი დასაწყისი ხშირად გვხვდება საშინელებათა ფილმებში)

მალევე, იგი დააკავეს მისი შვიდი ყოფილი სტუდენტების მიმართ ძალადობისთვის, როგორც Tampa Bay Times იტყობინება: დანიელ ჰარკინსმა ბავშვებს უთხრა, რომ სჭირდებოდათ მათი სხეულების დემონებისგან გაეთავისუფლებინა, როცა ჯგუფი შეიკრიბა შაბათს შებინდების წინ სანკტ-პეტერბურგის პიერთან ახლოს გაჩენილი პატარა ხანძრის გარშემო. მათ უნდა ამოეჭრათ კანი, რათა ბოროტი სულები დამოსულიყვნენ, უთხრეს პოლიციას ბავშვებმა. შემდეგ მათ ჭრილობების დაწვა დასჭირდათ, რათა ეს სულები არ დაბრუნებულიყვნენ.


როდესაც ჰარკინსმა ერთ მოზარდს სანთებელა დაუჭირა ხელში, ქარმა ცეცხლი ჩააქრო, თქვა პოლიციამ. ამან აიძულა იგი, ხელი პარფიუმერულ სუნამოში დაეყო, სანამ მას ცეცხლს წაუკიდებდა. პოლიციის ცნობით, ბიჭმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
პოლიციის ცნობით, კიდევ ერთმა მოზარდა კისერზე გატეხილი ბოთლით გაიჭრაკანი . ჰარკინსმა გამოიყენა ცეცხლის ალი პატარა გასაღების გასათბობად, რომელიც შემდეგ გამოიყენა ჭრილობაზე დასადებად.


პოლიციამ მხოლოდ იმიტომ გაიგო ეს ამბავი, რომ რიტუალში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მეგობარმა შეატყობინა. თუმცა არცერთმა სტუდენტმა თავად არ უთხრა მშობლებს ამ მოვლენის შესახებ და არც კომენტარს არ გაუკეთებია ჰარკინსის დაპატიმრების შემდეგ დაძაბულობისა და ბავშვებზე ძალადობისთვის.

NBC იტყობინება: გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ელაპარაკნენ ჰარკინსს, მაგრამ მან არ დააკონკრეტა რა ტიპის რელიგია მოითხოვდა ასეთ მკვეთრ ზომებს.
”მან არ გვაცნობა ზუსტად რის მიღწევას ცდილობდა ამით”, – თქვა პუეცმა [სანქტ-პეტერბურგის პოლიციის დეპარტამენტიდან]. სავარაუდოდ ეშმაკის თაყვანისცემასთან გვაქვს საქმე.


ელისა ლამის სიკვდილი

elisa lam 2


ელისა ლამი ბოლოს 2013 წლის 31 იანვარს ნახეს ლოს-ანჯელესის ცენტრში, სასტუმრო სესილის ფოიეში. ის ისვენებდა დასავლეთის სანაპიროზე, აფიქსირებდა მოგზაურობას თავის ბლოგზე და ურეკავდა მშობლებს ყოველ დღე.

31 იანვარს ეს ზარები შეწყდა. ლამი გაქრა. მალე პოლიცია ჩაერთო და მისი მშობლებიც მივიდნენ დასახმარებლად ძებნაში. (კიდევ ერთი ნაცნობი ეპიზოდი საშინელებათა ფილმიდან, თუმცა რეალური საშინელებათა ისტორია)

იმ თებერვალში, LAPD-მა გამოაქვეყნა ლიფტის სათვალთვალო კადრები, რაც ლამის გაუჩინარებამდე იყო დაფიქსირებული. კადრებში ჩანს, რომ ლამი უცნაურად იქცევა ლიფტში, ეჩვენება, რომ ესაუბრება უხილავ ადამიანებს, ათვალიერებს კარის კუთხეებს, კუთხეში იკეცება და კარს ხსნის და ხურავს. მაგრამ რა ხდება ამ ვიდეოში უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს. თეორიები მერყეობს ფსიქოზური ეპიზოდებიდან, დემონური შეპყრობით, უცნობი თავდამსხმელებით დამთავრებული.


დაახლოებით იმ პერიოდში სასტუმროს სტუმრებმა დაიწყეს ცნობები, რომ უცნაური ამბები ხდებოდა სასტუმრო სესილის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. როგორც CNN იუწყება:

“შხაპი საშინელი იყო”, – თქვა საბინა ბაუმ, რომელმაც გამოძიების დროს იქ რვა დღე გაატარა. „როდესაც ონკანს აღებდი, წყალი ჯერ ორი წამით შავდებოდა და შემდეგ ნორმალურ ფერს უბრუნდებოდა“.

ონკანის წყალს “საშინელი გემო ჰქონდა”, – თქვა ბაუმ. “რაღნაირი, ტკბილი, ამაზრზენი გემო ჰქონდა. ძალიან უცნაური გემოა. ძლივს აღვწერ.”

მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ისინი არასდროს უჩიოდნენ ამ ფაქტებს. ”ჩვენ არასდროს გვიფიქრია ამაზე,” – თქვა მან. “ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო იყო, გვეგონა ნორმანული.”

19 თებერვალს, დილით, სასტუმროს თანამშრომელი ავიდა სახურავზე და კიბით გამოიკვლია სასტუმროს წყლის შესანახი ავზები. სწორედ აქ იპოვეს ხელისუფლებამ ლამის შიშველი ცხედარი, რომლის პირადი ნივთები იქვე იპოვეს. გაკვეთის შემდეგ, მის სიკვდილს ეწოდა შემთხვევითი.

ავზს აქვს ლითონის ჩამკეტი, რომელიც შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახურავზე წვდომა უზრუნველყოფილია განგაშისას და სპეციალური საკეტით.
ერთოთახიან სასტუმროს უჩვეულო ისტორია აქვს. “ღამის სტალკერი” რიჩარდ რამირესი, რომელიც დამნაშავედ ცნეს 1980-იან წლებში 14 მკვლელობაში, 1985 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მე-14 სართულზე. ხოლო საერთაშორისო სერიული მკვლელი ჯეკ უნტერვეგერი ეჭვმიტანილია სამი მეძავის მკვლელობაში, როდესაც ის იქ ცხოვრობდა 1991 წელს. მან თავი მოიკლა ციხეში 1994 წელს.
1962 წელს, ოკუპანტი ქალი სასტუმროს ერთ-ერთი ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა და თან გაიყოლა ფეხით მოსიარულე, რომელზეც დაეცა.

2021 წლის თებერვალში, Netflix-ის დოკუმენტურმა ფილმმა სახელად Crime Scene: The Vanishing at the Cecil Hotel შეისწავლა ელისას ტრაგიკული შემთხვევა და გადმოსცა “დაწყევლილი” სესილი სასტუმროს ისტორია.

მისტიკის მოყვარულებს ჰელოუვინზე უფრო საშიში ისტორიებით გაგანებივრებთ. თუ ამ ისტორიებმა არ შეგაშნათ, ან ოდნავ შეგაშინათ არ დაგავიწყდეთ, რომ რეალური ისტორიები ისეთი საშიში ვერ იქნება, როგორც გამოგონილი ფილმები, რომელსაც საღამოს უყურებთ და მთელი ღამე მათზე ფიქრობთ. თუმცა ჰელოუვინის სეზონზე არ დაგაკლებთ გამოგონილ ისტორიებსაც.

წყარო : https://www.esquire.com/

უცნაური

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button