ქალაქები,სადაც მხოლოდ ერთი მაცხოვრებელი ცხოვრობს
1-ბუფორდი-ა.შ.შ-ოლქი ოლბანი, მდებარეობს ქალაქ ლარამასა და შეინს შორის ზღვის დონიდან 2480 მეტრზე, ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ადგილი ორი უმსხვილესი ქალაქის, ნიუ-იორკის და სან-ფრანცისკოს დამაკავშირებელ გზაზე.ქალაქში ერთი მაცხოვრებელია-დენ სალმონი, ისაა ქალაქის მერი, დამლაგებელი და მაღაზიის გამყიდველიც.
2-მონოვი-ა.შ.შ-ამ ქალაქის პიკი იყო გასული საუკუნის 30-იანი წლები, როდესაც იქ 150 ადამიანი ცხოვრობდა, შტატ ნებრასკაში.თუმცა გარშემო მზარდმა სამუშაო ადგილებმა, რომელსაც მეზობელი ქალაქები სთავაზობდნენ დასაქმების მაძიებლებს, ეს ქალაქი საბოლოოდ დააცარიელა.
2000 წლისთვის იქ მხოლოდ ცოლ-ქმარი რუდი და ელსი ეილერები ცხოვრობდნენ.2004 წელს რუდი ეილერი გარდაიცვალა, ამჟამად მისი ცოლი ქალაქის მერია, აქვს ლიქიორის წარმოების ლიცენზია და იხდის გადასახადებს.
3-კესი-ახალი ზელანდია-მდებარეობს სელვინის რეგიონში სამხრეთ კუნძულებზე, 1987 წლიდან მსოფლიო მასშტაბის რკინიგზა TranzAlpine-ამ ადგილზე გადის.ამ სოფლის ერთადერთი მაცხოვრებელი ბარი დრამონდია.
4-როშფურშა-საფრანგეთი-ეს კომუნა მდებარეობს რონა ალპის რეგიონში სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში.აქ მდებარეობს ერთადერთი ძველი ციხე-სიმაგრე სახლად გადაკეთებული.მისი ერთადერთი მაცხოვრებელი 38 წლის ჟან-ბატისტ ლულია.
5-ბონანზა, შტატი იუტა-ა.შ.შ -მდებარეობს კოლორადოს რაიონში, სადაც ხდება ნავთობპროდუქტების მოპოვება, 2010 წლის აღწერის მონაცემებით აქ ცხოვრობს მხოლოდ ერთი ადამიანი.
წყარო : intermedia.ge