არქივი

10 ყველაზე ლამაზი სამეფო სასახლე

b99088b75268
სასახლე ეს არის რეზიდენცია რომელშიც ცხოვრობს სამეფო ოჯახი, სახელმწიფოს მეთაური და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა საუკუნეა რაც დგას, მაინც ხიბლავენ დამთვალიერებლებს თავიანთი სილამაზით. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ სამეფო სასახლეს.
566000fbb377
პენის სასახლე, სინატრა, პორტუგალია
1938 წელს მეფე ფერდინანდ II გადაწყვიტა, რომ აეშენებინა სამეფო ოჯახისთვის საზაფხულო რეზიდენცია, მაგრამ ამ დროს ბევრი რელიგიური ორდენის ქონება იქნა ჩამორთმეული. პენის სასახლე აშენდა ძველი მონასტრის ნანგრევების ადგილას, რომელიც დაანგრია მიწისძვრამ 1755 წელს. სასახლე დგას კლდოვან ბორცვზე და ფანჯრიდან იშლება ულამაზესი ხედი. პროექტის ავტორი არის გერმანელი არქიტექტორი ვილჰელმ ლიუდვიგ ფონ ეშვეგე. ეს არის არქიტექტურული მიქსი. ამბობენ, რომ დამკვეთი მოითხოვდა, რომ სასახლე აეშენებინათ მაქსიმალურად მიახლოევულ შუასაკუნეების სტილში. 1889 წელს სასახლე შეისყიდა სახელმწიფომ, ხოლო 1910 წლის რევოლუციის შემდეგ სასახლე იქცა ეროვნულ ძეგლათ და იქცა მუზეუმად. ოთახები გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც იმ მომენტში, როდესაც სასახლე დატოვა უკანასკნელმა მეფემ.
a1780782605e
აკრძალული ქალაქი, პეკინი, ჩინეთი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სასახლე – აკრძალული ქალაქი შენდებოდა 1406 წლიდან 1410 წლამდე. ის იყო 24 იმპერატორის – მინის და ცინის დინასტიების რეზიდენცია 500 წლის განმავლობაში. კომპლექსი შედგება 980 შენობისგან. აკრძალული ქალაქი არის ტრადიციული ჩინური არქიტექტურის კარგი მაგალითი.
99ff054bd748
მაისურის სასახლე, მაისური, ინდოეთი
სასახლეს რომელსაც ასევე უწოდებენ ამბა ვილასს მდებარეობს ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ მაისურში. ეს არის ვოდეიარების – მაისურის ყოფილი სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია. ქალაქში არის ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა, ხოლო სასახლეს ხშირად უწოდებენ ქალაქ-სასახლეს. სასახლის თანამედროვე ვერსიის აშენება დაიწყო 1897 წელს და დასრულდა 1912 წელს. სასახლის სანახავად ქალაქში ჩამოდის დაახლოებით 2.7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად, მაგრამ სასახლის შიგნით გადაღება აკრძალულია. პროექტის ავტორი არის ჰენრი ირვინი.
24fb9bda164b
შიონბრუნი, ვენა, ავსტრია
შიონბრუნის სასახლე არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი. შიონბრუნი ეს არის ზაფხულის ყოფილი საიმპერატორო სასახლე, რომელიც აშენებულია ბაროკოს სტილში. შიონბრუნის სასახლეში არის 1449 ოთახი. თურქების მიერ ვენის ალყაში მოქცევის გამო საჭირო გახდა სასახლის გადაკეთება, ხოლო სასახლის გადაკეთება დაიწყო 1696 წელს და დასრულდა 1712 წელს. პროექტის ავტორი არის იოჰან ბერნჰარდ ფიშერ ფონ ერლა.
4b3c0e935714
ზაფხულის საიმპერატორო სასახლე, პეკინი, ჩინეთი
ზაფხულის საიმპერატორო სასახლე მოიცავს 2.9 ათას კვადრატულ კილომეტრს და დაშორებულია ჩინეთის დედაქალაქიდან 15 კილომეტრით. ის ჩინური ენიდან ითარგმნება როგორც “ბაღი ჯანმრთელობის და ჰარმონიის შესანარჩუნებლად”. ეს არის ყველაზე დიდი სამეფო კომპლექსი. სასახლის უკანასკნელი ვერსია აშენდა 1886 წელს და ითვლება ჩინური ლანდშაფტური არქიტექტურის ნამდვილ შედევრათ. 1924 წელს სასახლე გახსნეს ტურისტებისთვის. პავილიონები, დარბაზები, სასახლეები, ტაძრები და ხიდები ქმნიან ჩინური არქიტექტურის ულამაზეს ანსამბლს.
358d4063df4e
ვერსალის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
ვერსალის სასახლე არის სასახლე-პარკი, რომელიც გაიზარდა სანადირო სახლიდან სასახლემდე. ვერსალის სასახლე ააშენა ლუდოვიკო XIII 1624 წელს. ვერსალის სასახლე არის 17-18 საუკუნეების ფრანგული ხელოვნების ნამდვილი მაგალითი, რომელიც სრულად შეესაბამება კლასიციზმის ტრადიციულ კანონებს: სიმეტრიული დიზაინი, ფასადი სვეტებით და ანტიკური და მითიური სკულპტურები. ვერსალი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასახლე – მასში არის 2000 ოთახზე მეტი, 2143 ფანჯარა, 1252 ბუხარი და 67 კიბე.
4fd85621c473
შამბორის სასახლე, ლუარი, საფრანგეთი
შამბორის სასახლე აშენდა მეფე ფრანცისკა I-სთვის და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ფრანგული არქიტექტურისა რენენსანსის ეპოქაში. მის აშენებას დასჭირდა 30 წელი. პროექტის ავტორი არის იტალიელი არქიტექტორი დომენიკო და კორტონი. შამბორის სასახლე მდებარეობს ლუარში და მასში არის 440 ოთახი, 85 კიბე, 800 სკულპტურული სვეტი.
81bb77bfaa54
ბუკინგემის სასახლე, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ბუკინგემის სასახლე არის ბრიტანელი მონარქების ოფიციალური რეზიდენცია. პირველად ბუკინგემის სასახლე იყო ქალაქგარე სახლი, რომელიც ააშენა ჰერცოგმა ბეკინგემმა 1705 წელს, ხოლო 1761 წელს ის უყიდა გიორგ III თავის ცოლს. 1826 წელს მეფე გერგ IV სთხოვა არქიტექტორ ჯონ ნეშს, რომ სახლი უფრო გაეფართოვებინა. პირველი სასახლეში საცხოვრებლად გადავიდა დედოფალი ვიქტორია, რომელიც განაგრძობდა სასახლის თავის გემოზე მოწყობას. აღმოსავლეთ ფრთა არის გამოსახულ ბევრ სურათზე, რამაც ეს სასახლე უფრო ცნობილი გახადა. აგვისტოსა და სექტემბერში იღება 19 ოთახი, სამეჯლისო დარბაზი და ბაღი.
b71eb9fb3179
პოტალას სასახლე, ლჰასა, ტიბეტი
პოტალას სასახლე აშენებულია Marpo Ri-ს გარაზე და მდებარეობს ყველა სხვა უძველეს სასახლეებზე მაღლა, ხოლო ყველაზე მაღალი წერტილი კი აღწევს 3767 მეტრს. სასახლეს პოტალა იმიტომ დაერქვა, რომ ინდოეთში არის ამავე სახელწოდების წმინდა გორა. ლეგენდის თანახმად მე-7 საუკუნეში ტიბეტის მეფემ Songtsen Gampo-მ ააშენა ააშენა ცხრა სართულიანი სასახლე თავისი პრინცესისთვის – Wen Cheng-ისთვის, მაგრამ ხშირმა ომებმა სასახლე გაანადგურა, ხოლო ის რაც ახლა დგას გორაზე არის ცინის დინასტიის მიერ ხელახლა აშენებული სასახლე. სასახლე შედგება ორი ნაწილისგან: წითელი სასახლე – ცენტრალური კორპუსი და თეთრი სასახლე – ორი ფრთა. წითელი სასახლე – კომპლექსის საკულტო ნაწილია, რომელიც შედგება დარბაზებისგან და ბიბლიოთეკებისგან, ხოლო თეთრი სასახლე კი არის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელშიც მდებარეობს დალაი ლამა.
b30d64be02f8
ალჰამბრა, გრანადა, ესპანეთი
ალჰამბრა არის არქიტექტურულ-პარკული ანსამბლი, რომელიც მდებარეობს გორიან ტერასაზე, ქალაქ გრანადას აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ესპანეთში. თავიდან ალჰამბრა იყო ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა 889 წელს, ხოლო 1333 წელს ის სულთანმა იუსუფ I-მა აქცია სამეფო სასახლეთ. ასეთ სილამაზეზე უარი არ უთქვამთ ქრისტიან მეფეეფსაც. იმპერატორმა ჩარლზ V-მ, რომელმაც რამდენიმე თვე იცხოვრა გრანადაში გადაწყვიტა, რომ აეშენებინა თავისი სახელობის სასახლე და შეიტანა ცვლილებები ინტერიერში. არც მომდევნო მეფეეფს დავიწყებიათ, რომ სასახლისთვის ხელი შეევლოთ. XVIII-XIX საუკუნეებში ალჰამბრა მიივიწყეს და სასახლე იქცა ქურდების თავშესაფრათ, ხოლო ნაპოლეონის ჯარებმა სასახლე იქცა ბარაკებათ, მხოლოდ 1870 წელს ის იქცა ეროვნული სიმდიდრეთ. მას შემდეგ აქ ჩამოდის უამრავი ტურისტი, რომ დაათვალიეროს სასახლე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button