TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ჩინელი კოლექციონერის ფაიფურის სახლი

2a8a179017d8
2007 წელს ტიანცზინში, ჩიფენგანის ქუჩაზე გამოჩნდა უჩვეულო სახლი, რომელიც ცნობილია როგორც „ჩინური სახლი“ ანუ Yuebao House. სახლი ეკუთვნის (Zhang Lianzhi) ზჰანგ ლიანზჰის, წარმატებულ ბიზნესმენს და ჯგუფ Yueweixian პრეზიდენტს.
ბიზნესის გარდა Zhang Lianzhi დაკავებულია ჩინური კულტურით და ხელოვნებით და მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში ფაიფურის კოლექციონერია.
ამიტომ, თავისი ახალი სახლი მან გადაწყვიტა გადააქციოს თავისი ჰობის თავისებურ და დამახასიატებელ ჰიმნად და ასევე ანტიკვარიატის გამოფენად;
ფრანგულ სტილში უძველესი ვილა (ცალკე მდგომი სახლი) მორთულია და ამშვენებს უამრავი ფაიფურის ნაკეთობები.

bcd17bdf77a4
რა არის ფაიფური ? ფაიფური ეს არის თეთრი, გამჭვირავი, თხელკედლიანი, აირშეუღწევი კერამიკული ნაკეთობა დამზადებული კაოლინის, კვარცხის და თეთრი თიხის წმინდა ნარევისაგან. გამონაკლისია ფერადი ფაიფური, რომელსაც ამზადებენ მასაზე სპეციალური კერამიკული საღებავების დამატებით და ძირადღირებული სიამოვნებააა !!
ფაიფური გამოიგონეს ჩინეთში. იქ არის მთა, რომელსაც კაულინი (მაღალი მთა) ეწოდება. ამ მთის ძირში ფაიფური დასამაზადებლად საჭირო ნედლეულის მდიდარი საბადოა.
ფაიფურის წარმოების ხელოვნება ჩინეთიდან კორეაში გადავიდა, იქიდან კი იაპონიაში. ფაიფურის ჭურჭელს ძველ რომშიაც ამზადებდნენ, მაგრამ მისი წარმოების საიდუმლობა დაიკარგა… პოლონეთის მეფე ვალებში იყო ჩაფლული და ოქროს დამზადების წესს ეძებდა. ამ კვლევების დროს მან შემთხვევით გამოარკვია, რომ ის ფქვილი, რომელიც ფუდრის სახით პარიკებს აყრიდნენ, კაოლინს შეიცავდა.
მალე საქსონიაშo წარმოიშვა მრეწველობის ახალი დარგი – ფაიფურის მრეწველობა. საქსონურმა ფაიფურმა თავისი მაღალი ხარისხის გამო სწრაფად სახელი გაითქვა მთელს ევროპაში.

0abe624cb41c
2002 წლის სექტემბერში კოლექციონერი ქალაქის ძველ ნაწილში ყიდულობს უდიდესს სახლს, რომლის ფართობიცაა 3500 კვადრატული მეტრი. ადრე ის ეკუთვნოდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ მასში განთავსებული იყო ბანკი, შემდეგ კი ეს საოცვარი შენობა დიდი ხნის განმავლობაში იდგა ცარიელი; თითქოს ელოდებოდა თავის ბედნიერ მომენტს- და , აი ისიც დადგა…
5dc673418843
კოლექციონერმა დახარჯა 25 000 000 მილიონი იუანი (დაახლოებით $ 21 მილიონი დოლარი) . კოლექციონერი Zhang Lianzhi 5 წლის განმავლობაში ამშვენებდა თავის სახლს ფაიფურით.

დაწყებული Tang დინასტიიდან (618-907 AD) და დამტავრებული Qing დინასტიის ჩათვლით (1644-1911) – ასობით ათასი ფრაგმენტები და ფაიფურის ნაკეთობები იყო გამოყენებული ამ ორიგინალური და ძვირადღირებული დეკორაციისათვის.

10d34177e8bb
ითვლება, რომ Yuebao House-ის კედლები მორთულია 400 მილიონი ცალი უძველესი ფაიფურის ფრაგმენტებით, 10 000 ანტიკური ვაზებით, 50000 ანტიკური ფაიფურის თასებით, 500 ფაიფურის კატების ქანდაკებებით , 300 ქვის ლომებით და ამდენივე ბუდას ქანდაკებებით-რომლებიც დამზადებულია თეთრი მარმარილოსაგან. 80%-ზე მეტი ფაიფური-დაზიანებული ან დამსხვრეული ნაკეთობებია; მაგრამ ეს დაზიანებები ხდება სრულიად შეუმჩნეველი, რადგანაც ფაიფურის ორნამენტებშია ოსტატურად ჩაქსოვილი და დადებული ათასობით საგნების ფრაგმენტებში.
გარდა ამისა, შენობა „თამაშობს“ 20 ტონა ბუნებრივ კრისტალებს და კოლექციონერის თქმით : „გულს უხარია“…

58548f06eb08
ყველაზე მოკრზალებული გამოთვლებით, ღირებულება ამ „ფაიფურის სახლის“ სეადგენს 1, 5 მილიარდს; ხოლო ჰონკონგის ინვესტორების მიხედვით შეფასების ღირებულება სეადგენს 2,5 მილიარდ იუანის. მაგრამ ამ უცნაური სასახლის მფლობელი სრულებიტაც არ ფიქრობს ფულზე. მისთვის ეს ფაიფურის სახლი- არის გზა შენარჩუნებისა და დავანახოთ მტელ მსოფლიოს საოცარი ჩინური ფაიფური, რომელიც განუყოფელი ნაწილია ჩინეთის კულტურის !!!
4ae9f14712d4
ad06ff2bc940
9de5ddf7eb19
8e92c5e67c35
125fe0b83269
01bcbbc0f767
5f2fe16d2504
016360711301
7f62cad20599
714791f6fb8e
6efffc687b41

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button