არქივი

თინა კანდელაკს საქართველოში არ უშვებენ

თინა კანდელაკს საქართველოში არ უშვებენ

თინა კანდელაკს საქართველოში არ უშვებენ :) 

პოპულარული ტელეწამყვანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას აშკარად აგრძნობინა: ის არასასურველი სტუმარია სამშობლოში.

რუსული ტელევიზიის ვარსკვლავმა თინა კანდელაკმა გადაწყვიტა, საქართველოში გამომგზავრებულიყო ახლობლებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ჩემოდნები არც ჰქონდა ბოლომდე ჩალაგებული, რომ მოულოდნელი შეტყობინება მიიღო.

– შემატყობინეს, რომ სააკაშვილს არ სურს, საქართველოს საზღვარი გადავლახო, – განაცხადა თინამ, რომელსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია სააკაშვილის პოლიტიკა, – ამის შესახებ ქართველმა ნაცნობებმა მითხრეს. ამბობენ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ჩემ მიმართ პრეზიდენტის პოლიტიკაა. გადავწყვიტე, აღარ გავრისკო, რადგან უკვე მქონდა მწარე გამოცდილება: რაღაც დროის წინ საქართველოს საბაჟოზე პასპორტი გამომართვეს, მითხრეს, რომ ვიღაცამ მოიპარა და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დამიბრუნეს. არ მჯერა, რომ უცხომ აიღო ის პასპორტი და ასე იოლად იპოვეს.

როგორც ჩანს, თინა, რომელიც საკუთარ თავს ხშირად აძლევდა სააკაშვილის ლანძღვის უფლებას, “მახვილგონივრულობისთვის” ზღვევს. თინა იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილისთვის რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ქართველი მტერია. მან ეს ყველას კარგად გააგებინა.

– როცა სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მაშინ კი აუცილებლად გავემგზავრები ჩემს მზიან სამშობლოში! – ირწმუნება თინა.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.

Back to top button