არქივი

ჯინსების თაობა 1983 წელი

1983 წელს Led Zeppelin-ის მოყვარულმა რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით უნდოდათ დაეხწიათ იმ საპჭოთა წყობილებისგან სადაც თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვის ადგილი არ იყო ამიტომ ამერიკაში მოხვედრა სცადეს.

მათგან ერთ-ერთს უნდოდა ამერიკის პრეზიდენტ რეიგანთან ჩოხა ახალუხით შესულიყო და მოეყოლა თუ რა ხდებოდა მის ქვეყანაში თუ როგორი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ იმ საფჭოთა კავშირში საიდანაც დიდ სიძლიერეს ანახებდნენ სხვა ქვეყნებს. მათი გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. ისინი დაიღუპნენ ე.შევარდნაძის ბრძანების მიერ, გარედან დაცხრილულიყო თვითმფრინავი და არა გამტაცებლების მიერ იყვნენ ჩაცხრილულნი. შიგნით მყოფმა ადამიანებმა თვითმფრინავის ფანჯრებზე ხელი მიადეს რათა დაენახებინათ გარეთ მყოფებისთვის რომ მათ შეეწყვიტათ სროლა გარედან, ყველას ხელები ქონდა დაცხრილული. გამტაცებლების მიერ მხოლოდ ერთი დაიღუპა იმის გამო რომ ეგონათ კაკებეს კაცი იყო, დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა (რომელიც საკანში ყოფნის დროს დააძინეს და ბავშვი მოაშრორეს), საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა სადაც თვითვეული დახვრეტილის მშობლებს 3-3 მანეთი გადაახდევინეს ტყვიის საფასურად, აქედან ერთის მშობელს 6 მანეთი რადგან ერთი ტყვია აცდა და მის მოკვლას ორი ტყვია დაჭირდა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. მათი საფლავები დღემდე უცნობია დახვრეტილების მშობლებისთვის. ”თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.
ეს ამბავი თითქმის ყველამ იცის მაგრამ ყველასთვის არ არის ცნობილი სინამდვილეში რა მოხდა. ხალხმა უფრო ჭორების დონეზე იციან ამ ამბავის შესახეb. თუ ვინმეს აინტერესებს ამ ისტორიაზე დაწვრილებით გაიგოს ყველაფერი უნდა წაიკითხოს დათო ტურაშვილის წიგნი ”ჯინსების თაობა”. ამ ამბავზე თავისუფალ თეატრში არის დადგმაც, რომელიც მართლა კარგი დადგმაა. მოკლედ ეს წინგი და დაგმა უნდა ნახოს ვისაც სინამდვილეში სურს გაიგოს რა მოხდა მაშინ.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button