კულტურა

ჯორჯ ბუში მემუარებს წერს

cde67c069706
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის მემუარები ნოემბერში გამოვა. წიგნი სათაურით “გადამწყვეტი მომენტი” ყოფილი პრეზიდენტის შეცდომების, ნაკლოვანებებისა და წარმატებების გულწრფელი ანგარიში იქნება, – იტყობინება BBC.co.uk

საგამომცემლო სახლ Crown Publisher-ის წარმომადგენლის განცხადებით, წიგნში საუბარია ჯორჯ ბუშის 14 ყველაზე მთავარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიღებაც მას 8-წლიანი მმართველობის პერიოდში მოუხდა.

წიგნში შესულია 11 სექტემბრისა და ქარიშხალ “კატრინას” მძიმე მოვლენებიც. გარადა ამისა, მემუარები ბუშის ოჯახური ცხოვრების დეტალებსაც შეეხება.

როგორც საგამომცემლო სახლში აცხადებენ, “თანამდებობის დატოვების შემდეგ, ბუშს არცერთი ინტერვიუ არ მიუცია. “ის მთელ დღეებს მემუარების წერაში ატარებდა”.

წიგნის გარეკანზე გამოსახული იქნება ბუში ”თეთრი სახლის” წინ საქაღალდით ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, ბუშმა უკვე დაასრულა წიგნის პირველ ვარიანტზე მუშაობა.

“გადამწყვეტი მომენტი” 9 ნოემბერს გამოვა. ჯორჯ ბუში, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, აშშ-ის ყველა შტატში იმოგზაურებს.

აღსანიშნავია, რომ მემუარების წერა დაასრულა აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ ლორა ბუშმაც. მისი მემუარები გასაყიდად 4 მაისს გამოვა.

2009 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსმა პოსტი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგით დატოვა. ამას ექსპერტები ერაყისა და ავღანეთის ომებსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ.

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button