ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია I საუკუნიდან დაიწყო
ახალი არქეოლოგიური მონაცემები ფაქტობრივად ამტკიცებენ მე-8 საუკუნის ავტორის იოანე საბანისძის ცნობას ქართველთა შორის ქრისტიანობის 500 წლოვანი არსებობის შესახებ. კერძოდ არქეოლოგია მიერ გამოვლენილი სამარხების შესწავლით. ირკვევა, რომ ჩვენში ქრისტიანობა მის სახელმწიფო სარწმუნეობად აღიარებამდეც ცნობილი იყო, ამიტომაც II – III საუკუნეებში მიცვალებულთა ერთ ნაწილს ქრისტიანული წესით მარხავდნენ.
„ქართლის ცხოვრების¨ მიხედვით, პირველი საეპისკოპოსო კათედრა თავად წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს დაუარსებია ქალაქ აწყურში. დაუდგენია მისთვის ეპისკოპოსი და სამღვდელოება.
მ. თამარაშვილის მიერ მოძიებული ცნობებით, პირველ საუკუნეში იმპერატორ მაქსიმილიანეს ჯარში ქრისტიანი ქართველი მეომრებიც მსახურობდნენ.
ირინეოსის ცნობით ეპისკოპოსმა პალმოსმა და მისმა მეგობრებმა კოლხიდაში 70-მდე ეკლესია ააშენეს.
ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობებით I-II ს–ში უცხოვრიათ ქართველ წმინდანებს _ ბერეკაველებს, რომელნიც წარმოშობით ჰერეთ–ალბანეთიდან ყოფილან.
III ს–ში „ქართლის ცხოვრების¨ თანახმად მეფე რევ მართალს ქრისტიანული სულისკვეთების რეფორმა გაუტარებია _ სახელდობრ, კერპებისათვის ყრმათა შეწირვა აუკრძალავს.
ბერძნული წყაროების მიხედვით, IV-ს–ის დასაწყისში, კერძოდ 325 წელს, ბიჭვინთელი და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსები პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული და სხვა მონაცემები გვაძლევს საფუძველს იმისას, რომ ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია I საუკუნიდან დავიწყოთ.