არქივი

საქართველოს „წითელი წიგნის“ არაორგანული ბუნების ძეგლები

8ead796fef71

საქართველოს „წითელ წიგნში“ ცხოველთა და მცენარეთა იშვიათი და გადაშენების პირას მისულ სახეობათა გარდა შეტანილია არაორგანული ბუნების ძეგლებიც. ამ ნუსხაში მოხვედრილია 76 ძეგლი – მღვიმეები, კარსტული ჭები და უფსკრულები, გადაადგილებული და მოქანავე ლოდები, კლდის სვეტები და კოშკები, კანიონები და ხეობები, ვულკანური ფორმები, ბუნებრივი ხიდები, ნამარხი ტყე და ფაუნა, ტალახის ვულკანები, კარული ველები, ტბები, ვოკლუზები, ჩანქერები და სხვ.

კაცხის სვეტი
a23a5867d82b

სამეცნიერო, ესთეტიკური ღირებულებისა და უნიკალურობის გამო ზოგიერთი ბუნებრივი ძეგლი ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრას. ასეთი ძეგლები საქართველოს ბევრ კუთხეში, როგორც ბარში, ისე მთაშიც გვხვდება. თუმცა გაცილებით მეტია ბუნებრივი ძეგლები მთებში. ამ მხრივ, გამორჩეულია, სამეგრელო (გარახი, კორცხელი, ნაზოდელავო, სავეკუო, ყალიჩონა), აფხაზეთი (აბრსკილი, ახალი ათონი, ახიბოხი, თოვლიანი უფსკრული) და რაჭა-ლეჩხუმი (თეკენთერი, სხვავა), სადაც ბევრი კარსტული მღვიმეა. ზოგიერთ ამ მღვიმეში ნაპოვნია უძველესი ნივთიერი კულტურის ნაშთები. ამიტომ ისისნი საინტერესოა როგორც გეოგრაფიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით.

ახალი ათონის მღვიმე
8ead796fef71

caef4d04ccde

მეტად საინტერესოა სემის ბუნებრივი ხიდი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუბისწყლის ზემო დინებაში, სოფელ ცხუნკურთან ახლოს, ზღვის დონიდან 235 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ხიდი ფორმირებულია ცარცული კირქვებით. მისი სიგრძეა 3.5 მეტრი, სისქე – 1.5 მეტრი, ხოლო სიმაღლე მდინარის დონიდან – 2 მეტრი. გარეგნულად იგი შუა საუკუნეებში აგებულ, „თამარის ხიდებად“ წოდებულ ნაგებობებს მოგვაგონებს. სინამდვილეში კი სემის ხიდი ბუნების მიერ კარსტული ქანების წყლით გამორეცხვის შედეგად არის შექმნილი.

გოდერძის განამარხებული ფლორა და ფაუნა
7f53d278b0b1

8f1caf33b641

განამარხებული ფლორისა და ფაუნის ადგილსამყოფელებით გამორჩეულია სამხრეთ საქართველოს მთიანეთი (ბენარა, გოდერძი), სადაც გეოლოგიურ წარსულში ინტენსიურ ვულკანიზმს ჰქონდა ადგილი. ახალციხის ქვაბულში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზე ნაპოვნია განამარხებული ფლორისა და ფაუნის ნაშთები. აქ ქვიშაქვების წყებებში აღმოჩენილია პალეოგენური (მესამეული პერიოდის) განამარხებული ფაუნა, რომელტა შორის დღეს ბევრი გადაშენებულია. ესენია: მარტორქა, კოლოდონი (ტაპირების შორეული წინაპარი), ორების წინაპარი, ხმელეთის გიგანტური კუ და სხვ.

ლავური ფორმები ხშირია სტეფანწმინდისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გადაადგილებული და მოქანავე ლოდების სიუხვით კი კავკასიონის მაღალმთიანეთი ხასიათდება, ვინაიდან ის წარსულში მძლავრი გამყინვარების არეალი იყო.

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Back to top button