რიტორიკული კითხვები
უცნაური კითხვები, რომლებზეც პასუხი გვინდა რაღაცნაირად…
ეს არის რამდენიმე იმ რიტორიკული კითხვიდან, რომლებზეც თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს პასუხი.. თუ აქამდე არ დაინტერესებულხართ ახლა დაფიქრდებით..
1. რატომ აქვს მობილური ტელეფონის 5-იან ღილაკს ამობურცული “რაღაც”?
2. რატომ რჩება ხოლმე მაინც და მაინც ერთი ხინკალი ყოველთვის სახინკლეში ქეიფის მერე თავისივე ლარნაკზე?
3. რატომ აქვს “მიცუბიში პაჯერო იოს” მარცხენა მხარეს პატარა სარკე?
4. რატომ უხდის მადლობას ამა თუ იმ კონკურსში გამარჯვებული ნომინანტი ყოველთვის თავის ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მის გამარჯვებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვოდეს?
5. იციან თუ არა, ბორტგამცილებლებმა (სტიუარდესებმა) თვითმფრინავის მართვა, ცოტა მაინც, მფრინავი, რომ ცუდად გახდეს იმ შემთხვევისთვის?
6. რატომ უბერავს ქარი ყოველთვის მეტროს შესასვლელ(გამოსასვლელ) კარში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ამინდია?
7. რატომ გადის იმედსა და რუსთავ 2-ზე რეკლამები ერთდროულად?
8. ბასტი და ბუბუ რომელი ცხოველები არიან, წიწილა და თაგვი?
9. რატომ მიდის ხოლმე მეტრო ხანდახან სადგურ “გურამიშვილამდე”, როცა სადგურის ბოლომდე ერთი გაჩერებაღაა დარჩენილი?
10. რატომ აქვს კლავიატურის “ფ” და “ჯ” ღილაკებს ამობურცული “რაღაცები”?
11. დირიჟორმა რომელ ინსტრუმენტზე იცის დაკვრა, ყველაზე?(!) ყველას, რომ ასწავლის ასე ემოციურად, რა, სად და როდის აიღოს ნოტი ან ჩაბეროს ან დაარტყას ან დაუკრას ან გაუსვას…
12. რატომ არ გამოისახება რომაულ დამწერლობაში ნოლი?
წყარო: ჩემი მოცლილი ფიქრები
სურათები: რაღა თქმა უნდა გოოგლე.ცომ