არქივი

ნუმენორები

8e842c3502f9

ნუმენორები არიამ ტოლკინის ის პერსონაჟები რომელზედაც დღეს მოგიყვებით!

ფეანორი ელდართა შორით ოსტატობით და განსწავლულობით გამოირჩეოდა, ასევე ყველაზე თავკერძა და ქედმაღალი იყო. მან სამი ძვირფასი ქვა სილმარილები გამოთალა და მათში ვალერების ხის, ტელპერიონისა და ლაურელინის შუქი მოათავსა.ძვირფასი ქვები შურიანმა საყოველთაო მტერმა, მორგოთმა მოიპარა და ხეების განადგურების შემდეგ შუამიწეთში წაიღო. მორგოთი ძვირფას ქვებს თავის სასახლეში თანგოროდრიმში ინახავდა. ვალარების ნების საწინააღმდეგოდ, ფეანორმა დატოვა კურთხეული სამეფო და ჩავიდა შუამიწეთში. სიამაყით დაბრმავებულმა მორგოთისთვის ქვების წართმევა დააპირა. ელდართა და ედაინთა გაერთიანებული ლაშქარი თანგოროდრიმს დაუპირისპირდა. სისხლისმღვრელ ბრძოლაში მორგოთმა გაიმარჯვა. ედაინები ადამიანთა იმ სამი მოდგმის წარმომადგენლედი იყვნენ, რომლებიც პირველად გადმოსახლდნენ შუამიწეთის დასავლეთში, დიდი ზღვის ნაპირებთან და ელდარების მოკავშირეები გახდნენ საყოველთაო მტერთან ომში.

ელდარებმა და ედანებმა მხოლოდ სამჯერ დაუკავშირეს ერთმანეთს თავიანთი ცხოვრება: ლუთიენმა და ბერენმა, იდრილმა და ტუორმა და არვენმა და არაგორნმა. უკანასკნელი კავშირის შედეგად ნახევარელფთა გაყოფილი საგვარეულო ხაზი საბოლოოდ შეერთდა.

პირველი ეპოქის მიწურულს, ვალარებმანახევარელფებს პირობა წაუყენეს ან ერთი, ან მეორე მოდგმას მიკუთვნებოდნენ. ელრონდმა, ელფთა მოდგმა აირჩია და ბრძენკაცი გახდა. შესაბამისად, მასაც შუამიწეთში მცხოვრებ ყველა უზენაეს ელფს , მისცეს უფლება , რომ რუხი ნავსადგურიდან გამგზავრებულიყო დასავლეთში . ხოლო ელრონდის შვილებს უნდა აერჩიათ : ან მამასთან ერთად სამყაროს მიჯნებს გაცდებოდნენ, ანდა დარჩებოდნენ, მოკვდავები გახდებოდნენ და შუამიწეთში მოკვდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ელრონდისთვის ბეჭდის ომის ნებისმიერი შედეგით დასრულება მაინც სევდანარევი იქნებოდა მისთვის.

მორგოთთან ბრძოლაში განცდილ ტანჯვა-წამების სანაცვლოდ, ვალარებმა, სამყაროს მცველებმა, ედაინები შუამიწეთისგან მოშორებით, ზღვაში მდებარე კუნძულით დაასაჩუქრეს.მრავალმა ადამიანმა დატოვა შუამიწეტი და ეარენდილის ვარსკვლავის მეგზურობით, მოკვდავთა მიწიდან დასავლეთით, დიდ კუნძულ ელენამდე მიცურა. იქ მათ ნუმენორის სამეფო დაარსეს.

კუნძულის შუაგულში დიდი მთა იდგა, მენელტარმა. იმის მწვერვალიდან მახვილი მზერის პატრონი კუნძულ ერელეაზე, ელდართა ნავსადგუურის თეთრ კოშკს ხედავდა. ელდარები ედაინებს, ხშირად სტუმრობდნენ , ასწავლიდნენ და ასაჩუქრებდნენ. თუმცა, ვალერებმა ნუმენორელებს ერთი აკრძალვა დაუწესეს: კუნძულიდან დასავლეთში გაცურვა და უკვდავთა მიწაზე ფეხის დადგმა აუკრძალეს. ვინაიდან, მართალია, უბრალო ადამიანებზე სამჯერ ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით დააჯილდოვეს, ნუმენმორელებიც მოკვდავები უნდა ყოფილიყვნენ. ვალერებს უფლება არ ჰქონდათ ადამიანებისთვის მათთვის ეს ძღვენი წაერთმიათ (თავად ადამიანები კი, მოგვიანებით, ამ ძღვენს “მწარე ხვედრი” უწოდეს).

ნუმენორის პირველი მეფე ელროსი იყო და შემდეგში უზენაეს ელფურ ენაზე ტარ–მანიატურად იწოდებოდა. მათი შთამომავლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ, მაგრამ მოკვდავები იყვნენ . მოგვიანებით , როცა ნუმენორი გაძლიერდა, ნუმენორელებმა წინაპრების არჩევანი დაიწუნეს და ელდართათვის მინიჭებული უკვდავებასა და აკრძალვის უსამართლობაზე დაიწყეს წუწუნი. ასე დაიწყო ამბოხი, რომელიც ნუმენორის დაცემა და ძველი სამყაროს განადგურება გამოიწვია.ეს ამბები აკალაბეთშია მოთხრობილი.

ქვემოთ ჩამოთვლილია ნუმენორელი მეფეებისა და დედოფლებისასახელები: ელროს ტარ–მინიატური, ვალდამირი, ტარ–ამინდილი, ტარ–ელენდილ, ტარ–მენელდური, ტარ–ალდარიონი,ტარ–ანკალიმე (პირველი მმართველი დედოფალი), ტარ–ანარიონი, ტარ–სურიონი, ტარ–ტელპერინი (მეორე დედოფალი), ტარ–მინასტირი, ტარ–კირიატანი, ტარ–ატანამირ დიდი, ტარ–ანკალიმონი, ტარ–ტელეპაინი, ტარ–ვანიმელდი (მესამე დედოფალი), ტალ–ალკარინი, ტარ–კალმაკილი.

კალმაკილის შემდეგ მეფეები ნუმენორულ (ადუნაიურ) ენაზე იკურთხებოდა : არ-ადუნახორი, არ-ზიმრათონი, არ-საკალთორი,

არ-გიმილზორი, არ-ინზილადუნი. ინზილადუნმა ძველი ადათს მისდია და სახელი შეიცვალა: მან ტარ-პალანტირი, “შორს მჭვრეტელი” დაირქვა. მისი ქალიშვილი მეოთხე დედოფალი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მეფის ძმიშვილმა ტახტის უზურპაცია მოახდინა. ეს იყო არ-ფარაზონ ბრწყინვალე. ნუმენორელთა უკანასკნელი მეფე.

ტარ-ელენდის ზეობის დღეებში ნუმენორელთა პირველი ხომალდები დაბრუნდა შუამიწეთში. მის უფროს შვილ, გოგონას, სილმარიენი ერქვა. სილმარიენის ვაჟი იყო ვალანდილი, სამეფოს დასავლეთში მდებარე ანდუნიეს მმართველი, რომელმაც ელდარებთან მეგობრობით გაითქვა სახელი. მისი შთამომავლის, ამანდილის, ანდუნიეს უკანასკნელი მმართველის შვილი იყო ელენდილ მაღალი.

მეექვსე მეფეს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა, ქალიშვილი. ის პირველი მმართველი დედოფალი გახდა. სწორედ მაშინ მიიღეს კანონი, რომ ტახტზე მეფის უფროსი შვილი, ვაჟი ან ქალი, ავიდოდა.

ნომენორის სამეფომ მეორე ეპოქის მიწურულამდე იარსება და მისი დიდება და ბრწყინვალება განუზომლად იზრდებობა. ასევე იზრდებოდა ნუმენორელების ცოდნა და განსწავლულობა, ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. წყვდიადის პირველი ნიშანი ტარ-მინასტირის , მეთექვსმეტე მეფის ზეობის დღეებში გაჩნდა. სწორედ ტარ-მინასტირმა გაგზავნა დიდი ფლოტი გილ გალადის დასახმარებლად. მეფეს უყვარდა ელდარები, მაგრამ იმავდროულად, შურდა მათი. ნუმენორელები უკვე დიდ ზღვაოსნებად ითვლებოდნენ, მთელი აღმოსავლეთის ზღვები გამოკვლეული ჰქონდათ და უკიდურესი დასავლეთისა და აკრძალული წყლებისკენ მიუწევდათ გული. რაც უფრო ბედნიერები და მხიარულები ხდებოდნენ, მით უფრო შენატროდნენ ელდართა უკვდავებას. ამის გარდა, ტარ-მინასტირის შემდეგ, მეფეები მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭას ცდილობდნენ. ატანამირი და მისი შთამომავლები ხარკს უწესებდნენ იქაურებს და ნუმენორული ხომალდები შინ ნადავლით დატვირთული ბრუნდებოდა.

მეფეებმა და მათმა მიმდევრებმა თანდათან სულ შეწყვიტეს ელდარული ენის გამოყენება. ბოლოს, მეოცე მეფემ, ტახტზე ასვლისას ნუმენორული სამეფო სახელი შეირჩია, არ-ადუნახორი, “დასავლეთის მბრძანებელი”.

მიუხედავად ამისა ნუმენორელთა ძალაუფლება და სიმდიდრე მაინც იზრდებოდა. თუმცა, სიკვდილის შიშით დათრგუნულებს და დამწუხრებულებს, სიციცხლის წლები შეუმცირდათ. ტარპალანტირმა შეცდომის გამოსწორება სცადა მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნუმენორში აქანყება და ძმათა შორის დაპირისპირება ატყდა. მეფის სიკვდილის შემდეგ მისმა ძმიშვილმა აჯანყების მეთაურმა ტახტი ხელში ჩაიგდო და მეფე არ-ფარაზონი გახდა. არ-ფარაზონ ბრწყინვალე ყველა მეფეზე უფრო ამაყი და ძლევამოსილი იყო. არც მეტი, არც ნაკლები მთელი სამყაროს მბრძანებლობა სურდა.

ის თავად საურონს დაუპირისპირდა შუამიწეთზე გასაბატონებლად. მეფის წინამძღოლობით უმბარის ნავსადგურში შევიდა. ნუმენორელთა ძლიერება და ბრწყინვალება იმდენად აშკარა იყო რო საურონი მისმა მსახურებმაც კი მიატოვეს.საურონმაც მოწიწებით თაყვანი სცა არ-ფარაზონს და მისი უძლეველობა აღიარა. მეფემ საუირონი მძევლად წაიყვანა ნუმენორეზე. ცოტა ხანში საურონმა მეფე მოაჯადოვა და ტავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. ყველა ნუმენორელის გული გარდა ერთგულებისა წყვდიადით აღავსო. საურონმა მოატყუა მეფე, უთხრა, რომ ის, ვინც უკვდავთა მიწას ფლობდა, ის მარადიულად იცოცხლებდა. ხოლო აკრძალვის ერთადერთი მიზანი ის იყო რომ ადამიანი მეფეები ველარებზე ძლევამოსილები არ გამხდარიყვნენ.არ-ფარაზონმა დაუჯერა მის სიტყვებს რადგან სიკვდილის შიშით შებრყობილმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო. მანამდე გაუგონარი სიდიდის არმადა შეკრიბა და დასავლეთისკენ გაცურა. მან ვალარების აკრძალვა დაარღვია და დასავლეთის მმართველებისგან მარადიულობის ძალით წართმევა სცადა. ღუმცა, როგორც კი არ-ფარაზონმა კურთხეული ამანის მიწაზე ფეხი დაადგა, ვალარებმა დასახმარებლად ილუვატარს უხმეს და სამყარო შეიცვალა. ნუმენორი ზღვაში ჩაიძირა, ხოლო უკვდავთა მიწა სამყაროს მიჯნებს გასცდა. ასე ჩაესვენა ნუმენორის დიდების მზე.

ერთგულთა წინამძღოლები, ელენდილი და მისი ვაჟები, ჩაძირული კუნძულიდან ცხრა ხომალდით გამოიქცნენ, თან ნიმლოთის ნერგი და შვიდი შორსმჭვრეტელი ქვა (ელდართა საჩუქარი მათი საგვარეულოსთვის) მიჰქონდათ შუამიწეთში. იქ, ჩრდილოდ-ასავლეთ, შუამიწეთს შეხიზნული ნუმენორელების ლამეფოები, არნორი და გონდორი დაარსეს. მათ ეგონათ, რომ ამდენ უბედურებასა და ნგრევაში ერთი სასიკეთო საქმე მაინც გაკეთდა, საურონი აღესრულა.

თუმცა, ეს ასე არ იყო. საურონი ნუმენორის ნანგრევებში მოჰყვა და საკუთარი სხეული და გარეგნობა დაკარგა; შუამიწეთში მისი საზარელი სული დაბრუნდა. მას მერე ადამიანის თვალისათვის მომხიბლავი და მშვენიერი სახის მიღება აღარ შეეძლო. შავი და საზარელი გახდა, მისი ძალა კი მხოლოდ მის შემაძრწუნებლობაში იყო. ისევ მორდორში დაბრუნდა და იქ კარგა ხნით ჩუმად იცდიდა.

ამიტომაც სანამ დევნილი ნუმენორელები შუამიწეთში ფეხს მოიკიდებდნენ მათ ომი გამოუცხადა

PS. ამ პოსტებში მე დავწერ ტოლკინის სამყაროს ისეთ ნიუანსებს რომლებიც “ბეჭდების მბრძანებელში” არაა მოყოლილი. ბევრს ჯერა, რომ ტოლკინი მხოლოდ “ბეჭდების მბრძანებელით” შემოიფარგლება და მე შევეცდები გავაგებინო ესეთ ადამიანებს პატარა ნიუანსები ტოლკინის სამყაროს ისტორიიდან.

PSS. შემდეგი პოსტი იქნება გონდორისა და არნორის სამეფოების შესახებ.

წყარო: ბეჭდების მბრძანებლის დანართი (ქარჩხაძის გამომცემლობა).

Back to top button