არქივი

კანიბალები

97605cebc6be

კანიბალიზმი დასავლეთ ინდოეთის ტომებთან ასოცირდება, სადაც ადამიანის ხორცის ჭამის ჩვეულება პირველად დაფიქსირდა. სხვათა შორის, სიტყვა “კანიბალიზმი” წარმოიშვა “კანიბასგან” – ასე ერქვათ ბაჰამის კუნძულების მკვიდრ კაციჭამია ადამიანებს. აქვე შეგახსენებთ, რომ სიტყვა “ჰანიბალი” “მამაცს” ნიშნავს.

არსებობს კანიბალიზმის ორი სახეობა: ანთროპოლოგიაში – ადამიანების მიერ ადამიანთა ხორცისა და ბიოლოგიაში – ცხოველების მიერ თავისსავე მსგავსის (ხშირად, საკუთარი პირმშოების) ჭამა. ბიოლოგიაში “ადამიანის მჭამელი” და “კანიბალი” განსხვავებული ცნებებია: ადამიანის მჭამელია ყველა ცხოველი, რომელიც ადამიანს ესხმის თავს, ხოლო კანიბალია არსება, რომელიც თავისსავე მსგავსს ჭამს – არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველია იგი თუ ადამიანი. კანიბალიზმის ცალკეული შემთხვევა ფსიქიკურად გადახრილ ადამიანთა ჯგუფებში დღესაც გვხვდება.

სხვათა შორის, ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველად ადამიანებს ევროპის ტერიტორიის მოსახლეობაც მიირთმევდა. ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე წერდა, რომ ანთროპოფაგიის (კანიბალიზმის სამეცნიერო ტერმინია) შემთხვევები კარიბის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც იყო დაფიქსირებული.

ძველად, ზოგიერთ ტომში ღორისა და ძაღლის ხორცი უწმინდურად მიიჩნეოდა, ადამიანის ხორცი კი ჩვეულებრივ საკვებს წარმოადგენდა. კანიბალიზმი ექსტრემალურ სიტუაციაშიც ვითარდებოდა, როცა საკვების სიმცირის გამო, ადამიანები ყველაზე უძლურს ჭამდნენ. დასავლეთ აფრიკისა და ახალი გვინეის ტერიტორიაზე ადამიანის ხორცს მსხვერპლშეწირვის დროს ჭამდნენ.

აღდგომის, ფიჯის, ტონგას კუნძულებზე და ახალ ზელანდიაში ადამიანის ხორცს სხვა საკვებთან ერთად არასდროს მიირთმევდნენ. მიაჩნდათ, რომ მტრის ხორცი ძალას შემატებდა და ბრძოლაში წარმატებას მოუტანდა.

თანამედროვეობაში კანიბალიზმის ყველაზე საზარელი შემთხვევა 1972 წლის 13 ოქტომბერს, ანდებში დაფიქსირდა. ავიაკატასტროფისას გადარჩენილი 72 ადამიანი, გადარჩენის მიზნით, გარდაცვლილების ხორცით იკვებებოდა.

Back to top button