არქივი

შვიდი ყველაზე საშიში საავტომობილო გზა მსოფლიოში

image

ეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ-თქვენ გელით თავბრუდამხვევი სიმაღლე, უწვრილესი გადასასვლელები და სახიფათო მოსახვევები.საბედნიეროდ, ამ გზებიდან არცერთი არ მდებარეობს საქართველოში.

1.სტელვიო-პასო, იტალია

 

image

 

ეს ტრასა-ალპების სიმაღლით მეორე გადასასვლელია ევროპაში. სტელვიო -პასო გამოირჩევა 60 მკვეთრი მოსახვევით, რომლებიც თმის სარჭს გვაგონებებენ. შეიძლება მშვიდ და წყნარ ამინდში ისინი არც ისე სახიფათოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ხშირი დიდთოვლობა და ზვავები ამ გზას განსაკუთრებით სახიფათოს ხდის.

2.”დრაკონი კუდი”, აშშ

 

image

 

ეს 18-კილომეტრიანი ტრასა მთლიანად მკვეთრი მოსახვევებისაგან შედგება. აქ სულ მათი რაოდენობა 18-ია. შერქმეული სახელები: “გრავიტაციული ორმო”, “ახალბედა მძღოლის დასასრული”, “სათადარიგო სკამი”-ნათლად გამოხატავს მოტოციკლისტებისა და ავტომოყვარულების ემოციებს ამ გზის გავლის შემდეგ. ექსტრემის ბევრი მოყვარული აქ სპეციალურად მოდის ადრენალინის მისაღებად.

3.სედლ-როადი, ჰავაი, აშშ

 

image

 

ხშირი სქელი ნისლი, უსწორმასწორო გზა, მკვეთრი მოსახვევები და წვრილი ხიდები ამ გზას ისეთ ცუდ რეპუტაციას უქმნის, რომ ბევრი კომპანია, რომლებიც დაკავებული არიან ავტომობილების გაქირავებით, მკაცრად უკრძალავს თავის კლიენტებს ამ ტრასის გავლას.

4.ტროლსტიგენი, ნორვეგია

 

image

 

ამ ტრასას “ტროლების კიბე” ჰქვია და თუ აქ მგზავრობისას თქვენ მონსტრები ნაკლებად შეგაშინებენ, სამაგიეროდ საშიში სერპანტინები გააკეთებენ იგივე საქმეს. მკვეთრი მოსახვევები, 9%-იანი აღმართები და ჩანჩქერის ქვეშ გამავალი წვრილი ცალმხრივი მოძრაობის ხიდი ამ გზას ტურისტი-ავტომოყვარულებისათვის ნამდვილ ატრაქციონად აქცევს.

5.SR1, კალიფორნია

 

image

 

ყველა როდი გაბედავს მძვინვარე ოკეანის და კლდეების თავზე, 90 მეტრი სიმაღლეზე გადაჭიმული წვრილი გადასასვლელებისაგან შემდგარი ამ გზის გავლას. გზაზე მდებარე სახიფათო ხიდებიდან ერთ-ერთი სახელგანთქმული ბიგსბი-კრიკია.

6.იუნგასის გზა, ბოლივია

 

image

 

ამ გზას არაოფიციალურად “სიკვდილის გზასაც”უწოდებენ, რაც თავისთავად ლაპარაკობს მის საშიშროებაზე. გზის ყველაზე წვრილ მონაკვეთებზე შეიძლება გაიაროს მხოლოდ ერთმა ავტომობილმა, თან უფსკრულიდან მხოლოდ ორიოდე სანტიმეტრის დაშორებით. ტრასაზე ყოველწლიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება.

7.გუოლიანის გვირაბი, ჩინეთი

 

image

 

ტრასას პოეტური სახელწოდებაც აქვს: ” გზა, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს”. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელით გაიყვანა სოფელ გუოლიანის 13-მა მცხოვრებმა. კლდეში გაჭრილი ორმხრივი მოძრაობის ტრასა გადაკიდებულია უფსკრულში და ქმნის სერპანტინების სახიფათო ჯაჭვს.

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო, სადაც აღწერილია იტალიაში, სტელვიო-პასოს ტრასის მოსახვევში ტრაილერისა და ავტობუსის შეხვედრის საინტერესო მომენტი და მძღოლების გასაოცარი პროფესიონალიზმი.

 

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button