გართობაკულტურა

წლის ადამიანი 1999-2002 (ნაწილი პირველი)

184d00d8da40

ყველას გაგიგიათ, ალბათ, გამოთქმა: time is money – ნუ ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად თუ არა ქართულად მაინც მოკრავდით ყურს სადმე, რომ დრო ფულია… ჩემი ამერიკელი ლექტორის გადამკიდე, რომელიც ყოველ მეორე წინადადებაში ამ გამოთქმას იშველიებდა, დავრწმუნდი, რომ ამერიკელებს უკვე ქვეცნობიერში უდევთ ეს დევიზი… მაგრად დრო, კერძოდ კი time, ფულის გარდა ჟურნალიც გახლავთ და ამ პოსტში შემოგთავაზებთ იმ თერთმეტ ადამიანს, რომლებმაც მოახერხეს გამხდარიყვნენ წლის ადამიანები და მოხვედრილიყვენ ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკნზე…

1. ჯეფ ბეზოსი 1999
დღეს უკვე ძნელად დასაჯერებელია ის ამბავი, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, არ არსებობდა ინტერნეტ შესყიდვები… სწორედ ჯეფ ბეზოსი გახლდათ “first mover” ამ ბაზარზე, მენეჯმენტის ტერმინოლოგია, რომ ვიხმაროთ… მან პირველმა განჭვრიტა მოახლოვებული ინტერნეტთან დაკავშირებული ცვლილებები და 1999 წელს, მხოლოდ და მხოლოდ 35 წლის ასაკში მან მოახერხა გამხდარიყო time-ის წლის ადამიანი… ის იყო მეოთხე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ეს პატივი დაიმსახურა…
თუ აქამდე ვერ მიხვდით, მინდა გითხრათ, რომ ეს კაცი არის amazon.com – ის დამაარსებელი და რამე… (:D)

301c944f4fd6

2. ჯორჯ ბუში უმცროსი 2000
არა, თქვენ თვალები არ გატყუებთ, დიახაც, სწორად (“ხინკალ-ჭამია,ქართულ-ცეკვა-ნაყვარები”) ჯოჯრ ბუში უმცროსი გახდა ერთდროულად ამერიკის 43-ე პრეზიდენტი და ამასთანავე time-ის წლის ადამიანი… ნუ, ალბათ, ყველა ადვილად მიხვდებით, რომ მისი time-ის გარეკანზე ყოფნა, არჩევნების შედეგით იყო გამოწვეული და ვინ იცის როგორ ნანობს ახლა time-ის მაშინდელი რედაქტორი… (:D)

b0657bfd2824

3. რუდი ჯულიანი 2001
ჩემი აზრით, ბევრმა თქვენგანმა არ იცის ამ ყაზახის ვინაობა… (:D) ეს კაცი იყო ნიუ იორკის მერი 2001 წლის 11 სექტემბერს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამერიკა, გაუმკლავდა რა, ამ ტრაგედიას ეფეტურად და თავდაჯერებულად!!! ჟურნალი time მასზე წერდა: “დიდი მადლობა ჯულიანს, რადგან მას სწამს ჩვენი იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ გვწამს საკუთარი თავის საერთოდ…”

0b073fcecb93

4. ჩამშვებები 2002
არამარტო თქვენდა, ჩემდა გასაოცრადაც, 2002ში წლის ადამიანებად დასახელდნენ ჩამშვებები… (ე.წ. ..ოზები :D) “გაგიკვირდებათ” და სამივე მათგანი მდედრობითი სქესის იყვნენ… ესენი იყვნენ: სინტია კუპერი (რომელმაც გამოამჟღავნა აფიორა ფირმა “worldcom” -ში), კოლინ როული (რომელიც ცდილობდა, რომ fbi-ს ყურადღება მიექცია ადამიანისადმი, რომლის სახელი და გვარიც არცთუ ადვილი წასაკითხია ზაკარიუსუ მუსაუი, შეიძლება, fbi-ს თანამშრომლებსაც დაეზარათ ამ კაცის სახელ-გვართან ჯახირი, მაგრამ შემდგომში ნამდვილად სანანებელი გაუხდათ, რადგან ის 11 სექტემბრის ტერაქტის თანამონაწილედ დასახელდა…) და შერონ უოტკინსი (რომელმაც კომპანია “eron” ამხილა ბუღალტრულ მაქინაციებში).

5df60057379e

პ.ს. გაგრძელება იქნება….

მსგავსი ამბები

Back to top button