არქივი

მიხაელ ვიტმანი

f7fe72d4a5fa

მიხაელ ვიტმანი 1914 წლის 22 აპრილს დაიბადა ქალაქ ფოგელტალში. 1934 წლის 30 ოქტომბერს იგი 2-წლიან სასწრაფო გაწვევაში მოხვდა მე-19 ქვეით პოლკში. მისი გაწვევის ვადა 1936 წლის 30 ოქტომბერს დასრულდა. ამ მომენტისთვის ვიტმანმა უნტეროფიცერის რანგს მიაღწია. 1937 წლის 5 აპრილს იგი ელიტური ქვედანაყოფის “Leibstandarte SS Adolf Hitler” [ დავწერ “LSSAH”] 92-ე შტანდარტის პირველ მოიერიშე ჯგუფში შევიდა და მიიღო SS-ის პირადი ნომერი 311623. 1937 წლის ბოლოს ვიტმანმა მართვის ვარჯიშები გაიარა ჯავშანმანქანაზე Sd.Kfz.222 [SondereKampffarzeug 222], შემდეგ კი ჯავშანმანქანაზე Sd.Kfz.232 და შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

ვიტმანი მე-17 დანაყოფში შევიდა, რომელიც დაზვერვისთვის იყო განკუთვნილი. 1938 წლის ზაფხულში მისი ქვედანაყოფი სატანკო მზვერავ ქვედანაყოფად გადაკეთდა. 1939 წლის სექტემბერში, უკვე ესესის უნტერშარფიურერის რანგში ვიტმანმა პოლონეთის კამპანიაში მონაწილეობა მიიღო, როგორც Sd.Kfz.232-ის მეთაურმა. ოქტომბერში მიხაელი მე-5 მზვერავ-მოთვალთვალე ქვედანაყოფში გადაიყვანეს, 1940 წლის თებერვალში კი ფორმირების პროცესში მყოფ ესესის მოიერიშე ბატარეაში, სადაც შეიარაღებაზე მოიერიშე თვითმავალი საშუალება [“სამახოდკა” რა ცუდად ითარგმნება – შემდეგში დავწერ “მთს”] Sturmgeschutz Ausf.A ჰქონდათ.

1940 წლის ბოლოს ბალკანეთის კამპანიაში ვიტმანის ნამდვილი სატანკო კარიერა დაიწყო. მიხაელი მთს-ს ქვედანაყოფს მეთაურობდა 1941 წლის შუამდე. 41 წლის 11 ივნისს ვიტმანი LSSAH-ის დივიზიასთან ერთად აღმოსავლეთში გაგზავნეს, სადაც ამპანია “ბარბაროსასთვის” მზადება მიდიოდა. 12 ივლისს ვიტმანი რამდენიმე საბჭოთა ტანკის განადგურებისათვის მეორე ხარისხის რკინის ჯვრით დააჯილდოვეს. ცოტა ხნის შემდეგ იგი ბრძოლაში დაიჭრა, თუმცა თავის ქვედანაყოფში დარჩა. 1941 წლის 8 სექტემბერს ვიტმანმა პირველი ხარისხის რკინის ჯვარი მიიღო, როსტოვთან ბრძოლის შემდეგ კი, ერთ ბრძოლაში ექვსი საბჭოთა ტანკის განადგურებისთვის, მოიერიშე სატანკო მედალიონი, ამასთან ერთად იგი ესესის ობერშარფიურერის წოდებაზე წარადგინეს.

1942 წლის 5 ივნისს ვიტმანი ბად ტოლცის [ბავარია] იუნკერთა სასწავლებელში ოფიცერთა კურსებზე კადეტად მიიღეს. 5 სექტემბერს მან სასწავლებელი სატანკო ინსტრუქტორის წოდებით დაამთავრა. 21 დეკებერს იგი ესესის უნტერშტურმფიურერის წოდებაზე წარადგინეს, 24 დეკემბერს კი LSSAH-ის სატანკო გრენადერული დივიზიის მე-13 ქვედანაყოფში შევიდა. მისი ქვედანაყოფი PanzerIII Ausf L/M-ებით Tiger-ებს იცავდა უკნიდან და ფლანგებიდან.

1943 წლის გაზაფხულზე ვიტმანმა თავისი პირველი Tiger-ი მიიღო და 5 ივლისს ჩაერთო კურსკის ბრძოლაში. ბრძოლის პირველ დღეს მან ორი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და ცამეტი T-34 გაანადგურა, როდესაც თავის მეგობარს, ერთ-ერთ უდიდეს სატანკო ასს, ჰელმუტ ვენდორფს ეხმარებოდა. 7 და 8 ივლისს ვიტმანმა ორი T-34, ორი Су-122 და სამი T-60/70 გაანადგურა, 12 ივლისს კი რვა საბჭოთა ტანკი, სამი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და ქვემეხების ბატარეა. ოპერაცია 17 ივლისს დასრულდა და ამ დროისთვის მიხაელის ანგარიში 30 ტანკს და 28 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხს შეადგენდა.

ვიტმანი ოქტომბერში LSSAH-ის [რომელმაც სრული სატანკო დივიზიის სტატუსი მიიღო] 101-ე მძიმე სატანკო ბატალიონში გადავიდა, სადაც სხვა ასებთან [ფრანც შტაუდეგერი, ჰელმუტ ვენდორფი, იურგენ ბრანდტი] ერთად იბრძოდა. ბატალიონის მეთაური ჰაინც კლინგი იყო. 13 ოქტობერს ვიტმანმა 20 T-34 და 23 ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი გაანადგურა. 8 და 9 იანვარს მისმა ქვედანაყოფმა საბჭოთა სატანკო ბრიგადის შეტევა მოიგერია და ამ ბრძოლაში მან ათზე მეტი ტანკი გაანადგურა, 1944 წლის 13 იანვარს კი 19 T-34 და სამი მძიმე მოიერიშე საშუალება დაუმატა თავის ანგარიშს. ამ მომენტისთვის მას 88 ტანკი და თმს ჰქონდა განადგურებული. 13 იანვარს მან სარაინდო ჯვარი მიიღო, 15-16 იანვარს კი დაჯილდოვდა მისმა დამმიზნებელი, ბობი ვოლი. ვოლი საუკეთესო დამმიზნებელი იყო, რომელიც მოძრაობაში მყოფი ტანკიდანაც კი ბრწყინვალედ ისროდა მიზანში. 20 იანვარს ვიტმანი ესესის ობერშტურმფიურერის წოდებაზე წარადგინეს, 30 იანვარს კი მან პირადად ჰიტლერისგან მიიღო ტელეგრამა, რომელშიც ფიურერი მის რკინის ჯვარს კიდევ უმატებდა ჯილდოებს.

9d58fd559338

2 თებერვალს ეს ჯილდოები ვიტმანმა აღმოსავლეთ პრუსიაში განლაგებულ ფიურერის ბუნკერ “ვოლფშანცეში” პირადად მისგან მიიღო.
1944 წლის ივნისში იგი უკვე დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა. 7 ივნისს მისი დაქვემდებარებაში ესესის 501-ე მძიმე სატანკო ბატალიონის მე-2 ქვედანაყოფი იყო, რომელიც 5 ტანკისგან შედგებოდა. დანაყოფი 7 მაისს ბოვედან გავიდა, 6 ივნისს საჰერო თავდასხმებისაგან დაზიანებები მიიღო და გადაადგილება ღამით გააგრძელა.

13 ივნისს დანაყოფი ვილერ-ბოკაჟთან ახლოს, სიმაღლე N213-ზე რემონტით იყო დაკავებული. ვიტმანმა მიიღო ბრძანება არ გაეტარებინა ახლო მდებარე გზაზე ინგლისელი გვარდიელები, რომელთაც გერმანული პოზიციების შემოვლა შეეძლოთ.
დილის 8 საათზე ვიტმანმა 100-150 მეტრის დისტანციაზე ინგლისელების ელიტური ჯავშანპოლკი “Desert Rats” შენიშნა. მიხაელი შტაბს დაუკავშირდა და მდგომარეობის შესახებ მოახსენა, შემდეგ თავის Tiger N205 დაქოქა თუმცა შეამჩნია, რომ ტანკს ძრავასი პრობლემები ჰქონდა და მეორე ტანკში, Tiger N222-ში გადაჯდა.

f29db38bc55b

ამის შემდეგ იგი პირდაპირ ინგლისური კოლონისკენ გაემართა. ტყის მხრიდან მან სამი გასროლით ააფეთქა ორი წინა და ერთ უკანა ტანკი, რითიც დანარჩენებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ კი სათითაოდ დაიწყო ტანკების [Cromwell და Sherman] და ჯავშანმანქანების განადგურება. 20 წუთის განმავლობაში მიხაელმა 21 ტანკი და 28 ვაშანმანქანა ააფეთქა, შემდეგ კი კოლონის შუაში მდგარი ტრანსპორტი გადაატრიალა, რომელიც ვილერ-ბოკაჟში შემავალ გზას კეტავდა. ქალაქში უკვე ბრძოლები მიდიოდა, როდესაც ვიტმანი შევიდა და ქუჩების გასწვრივ დაიწყო მოძრაობა. მან სამი ტანკი ააფეთქა და ქუჩაში მიდიოდა, როცა ინგლისურმა ტანკმა ახლო დისტანციიდან ოთხი ჭურვი ესროლა. ერთ-ერთმა ვიტმანის ტანკს მუხლუხო გაუწყვიტა და ტანკი გაჩერდა. ვიტმანმა მაშინვე უპასუხა საპასუხო გასროლით და ინგლისურ ტანკს ზედ შენობა ჩამოანგრია, რის შემდეგაც კიდევ ერთი ტანკი გაანადგურა და თავისი Tiger-იც დატოვა, პოზიციაზე დაბრუნდა, Tiger N205-ში ჩაჯდა და სხვებთან ერთად ვილერ-ბოკაჟში დაბრუნდა. საღამოს ქალაქი გერმანელების იყო.

22 ივნისს მან მორიგი ჯილდოები და ესესის ჰაუპტშტურმფიურერის წოდება მიიღო. მას სასწავლებელში ინსტრუქტორად მუშაობა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა და ფრონტზე დაბრუნდა,

8 აგვისტოს კი Cintheaux-თან მისი ბოლო ბრძოლა გაიმართა. ველზე მდგარი მისი ტანკი ინგლისურმა თვითმფრინავმა Hawker Typhoon Mk.1B რაკეტებით გაანადგურა.

74a083293613

ეკიპაჟის ცხედრები ტანკის ნაწილებთან ერთად იქვე დამარხეს. როდესაც ბრძოლის დეტალები გაირკვა, მისი მონაწილე მოკავშირეების თითქმის ყველა ქვედანაყოფი ვიტმანის ტანკის აფეთქებას თავის თავს მიაწერდა [პირველი პოლონური და მე-4 კანადური ჯავშანდივიზიების ჩათვლით]. თუმცა 1983 წელს ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ცხედრები ვიტმანის და მისი ეკიპაჟის იყო. თვითმფრინავის რაკეტა ძრავის განყოფილებასი შევარდა, ძრავის აფეთქებამ საბრძოლო მასალების დეტონაცია გამოიწვია, რამაც ტანკის ეკიპაჟის არცერთი წევრი ცოცხალი არ დატოვა. იმ მომენტში ეკიპაჟს შეადგენდნენ:

– ესესის ჰაუპტშტურმფიურერი მიხაელ ვიტმანი – ტანკის მეთაური – [30 წლის] – ესესის შტურმმანი რუდოლფ ჰირშელი – რადისტი – [20 წლის] – ესესის უნტერშარფიურერი ჰენრიხ რეიმერსი – მძღოლი – [20 წლის] – ესესის შტურმმანი გიუნტერ ვებერი – დამტენი [20 წლის] – ესესის უნტერშარფიურერი კარლ ვაგნერი – დამმიზნებელი [24 წლის]

096a11df3199

მიხაელ ვიტმანი ყველა დროის საუკეთესო სატანკო მეთაურად ითვლება.

წყარო:http://forum.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button