არქივი

საინტერესო ფაქტები ბლოგინგის შესახებ

962d51d5dd20

თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ,-იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინათ და შეეფასებინათ ბლოგერის პირადი ვიდეოები.
ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას  და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick  (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა  blogger.com 1999 წლის აგვისტოში ,  რომელიც შეიძინა  Google მა 2003 წელს.

დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი, რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ: Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert Scoble, and Jason Calacanis.

2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი, რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.

ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სოახლეებსა და არა მხოლოდ სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ. თვალსაჩინო მაგალითი აქვეა, :lol2: (აბა დამისახელეთ რომელი ბლოგი მოგდით აზრად, საიდანაც შეიძლება ზღვა გასნხსვავებული ინფორმაციის მიიღება?? )

არსებობს სპეციალური საიტი, რომელიც აღრიცხავს ბლოგების პოპულარობას ვიზიტორთა რიცხვის მიხედვით და გამოავლენს ყოველწლიურ გამარჯვებულს.

თავიდან ბლოგი პირადად მიიჩნეოდა და მასზე დადებული ინფორმაცია მხოლოდ ავტორის ინტერესებიდან გამომდინარე იყო, უმრავლესობა ანონომურობას ამჯობინებდა,რადგან როგორც გაირკვა, საკუთარი სახელით ბლოგერობა უფრო ზიანის მომტანი იყო:  მაგალითად,  Ellen Simonetti გაათავისუფლეს სამსახურიდან- კომპანია Delta Air Lines დან,  მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბლოგზე “Queen of Sky: Diary of a Flight Attendant”- დადებული კომენტარები მიიჩნიეს მიუღებლად.

 Mark Cuban,  Dallas Mavericks-ის მფლობელი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2006 წელს იმიტომ რომ ის აკრიტიკებდა NBA -ს თანამდებობის პირებს თავის ბლოგში.  :(  და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს.  ასევე ცნობილია, რომ ის ბლოგერები, რომლებიც ნათლად აფიქსირებენ თავის აზრს (განსაკუთრებით პოლიტიკურს და განსაკუთრებით ხელისუფლების საწინააღმდეგოს) საფრთხის ქვეშ გრძნობენ თავს: მაგალითად   Kathy Sierra, რომელიც ავტორია ბლოგისა  Creating Passionate Users – იყო ისეთ ზეწოლის ქვეშ რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა თავისი გამოსვლა სან დიეგოში კონფერენციაზე.  მისი თაოსნობით შეიქმნა blogger’s code of conduct- “ბლოგერთა ქცევის კოდექსი”.

აი, ასე..  ირკვევა, რომ ბლოგინგი არა მხოლოდ სასარგებლო და გასართობი საქმიანობა ყოფილა.. :( გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ბლოგინგის შესახებ,  თუ,  რათქმა უნდა არ დაგეზარათ ბოლომდე წაგეკითხათ სტატია,  რომელიც სპეციალურად თქვენთვის ვთარგმნე  და მოვამზადე 

მსგავსი ამბები

Back to top button