არქივი

სტივენ ჰოკინგი

b1f2d04beb5d

გაგრძელებაში გაეცნობით დღევანდელობის ერთ-ერთ გენიოსს, სტივენ ჰოკინგს :)

სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები:
1975 – ედინგტონის მედალი
1976 – სამეფო საზოგადოების მედალი
1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი
1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი
1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი
1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი
1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში
1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში
1989 – ღირსების ორდენი
1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი
2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო
2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო
2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო
2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო)

f67aeb8bd8e1

განათლება

სტივენ ჰოკინგის მშობლები იყვნენ ბიოლოგი ფრენკ ჰოკინგი და იზაბელ ჰოკინგი. მას ორი და ჰყავდა, ფილიპა და მერი და ნაშვილები ძმა, ედვარდი. ჰოკინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მეცნიერებით. მან საბუთები ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიტანა მათემატიკის ფაკულტეტზე, იმის მიუხედავად რომ მამამისს სურდა, ექიმი გამხდარიყო. თუმცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა და საბუთები ფიზიკაზე გადაიტანა. ამ პერიოდში მას განსაკუთრებით აინტერესებდა თერმოდინამიკა, ფარდობითობის თეორია და ქვანტური მექანიკა. მოგვიანებით, მისმა ფიზიკის ლექტორმა, რობერტ ბერმანმა გაზეთ “New York Times”-ში განაცხადა:
– მას რაიმეს გასაკეთებლად მხოლოდ იმის თქმა ჰყოფნიდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. არასდროს უყურებდა, სხვა როგორ აკეთებდა ამას. მისი გონება გაცილებით განსხვავდებოდა მისი გარშემომყოფებისგან.

ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჰოკინგმა სწავლა ასტრონომიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რადგან მზის ლაქების შესწავლა სურდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. ამიტომ საბუთები ამჯერად კემბრიჯის უნივერსიტეტში შეიტანა ასტრონომიისა და კოსმოლოგიის ფაკულტეტზე.

დაავადება

სტივენ ჰოკინგი დაავადებულია ნერვული დამბლით, რის გამოც მას დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ექიმების უმეტესობა მიიჩნევს რომ მას სჭირს IV ტიპის კუნთების ათროფია.

bcda109b2c0a

ახალგაზრდობაში ჰოკინგი გატაცებული იყო ცხენოსნობით. ოქსფორდში ის ცხენოსანთა გუნდის მეთაური იყო. მისი თქმით, ეს სპორტი შველოდა მას მარტოობით გამოწვეული დარდის გაქარვებაში. ცხენოსნობა არც კემბრიჯში ჩაბარების შემდეგ შეწყვიტა, რაც ფატალური აღმოჩნდა მისთვის: ერთხელ, როცა ცხენს მიაჭენებდა, უცებ წონასწორობა დაკარგა, ჩამოვარდა და თავი ასფალტს დაარტყა. ჰოკინგი შეშინდა, რომ ამას შეიძლება მის გონებაზე ემოქმედა, თუმცა IQ ტესტმა აჩვენა, რომ გონება წესრიგში ჰქონდა.
21 წლის ასაკში თანდათანობით იჩინა თავი ატროფიის ნიშნებმა. დაავადება დღითიდღე მწვავდებოდა.

ექიმებმა “უწინასწარმეტყველეს”, რომ ორ, მაქსიმუმ სამ წელს იცოცხლებდა. ზუსტად ამ დროს იგი დანიშნული იყო მომავალ მეუღლეზე, ჯეინზე. ჰოკინგმა ნელ-ნელა დაკარგა შეგრძნება ხელებში, ფეხებში, ჩაუვარდა ხმა, ამჟამად კი აბსოლუტურად პარალიზებულია.

ჰოკინგი ხშირად ატარებს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. იმისთვის რომ მისი ხმა ყველამ გაიგოს, ინვალიდის სავარძელზე მიერთებულია სპეციალური აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოკინგი დიდი გაჭირვებით ლაპარაკობს, აპარატი რამდენიმე ასოს წარმოთქმის შემდეგ სიტყვას ავტომატურად ამთავრებს. ამიტომ ლექციებამდე მის საუბარს წინასწარ იწერენ და მაყურებელი რეალურად ჩანაწერს ისმენს. ხოლო ვისაც მასთან ყოველდღიური ურთიერთობა უწევს, დიდი ჯაფა ადგება , სანამ მისი სიტყვებიდან აზრს გამოიტანს. ერთხელ, TED (Technology, Entertainment, & Design Conference)-ის დროს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გასაცემად მას მთელი 7 წუთი დასჭირდა.

მიუხედავად ამ საშინელი დაავადებისა, მეცნიერი თვლის, რომ იღბლიანია. მან უამრავი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკაში და ეს დარგი ძლიერ განავითარა. იგი მიიჩნევს, რომ ამ დაავადების არქონის შემთხვევაში, ის მოსიყვარულე ოჯახის კაცი იქნებოდა და მეცნიერებას ნაკლებ დროს დაუთმობდა. როდესაც მის ცოლს , ჯეინს, ჰკითხეს, თუ რატომ დათანხმდა იმ კაცის ცოლობას, რომელსაც 2-3 წელი ჰქონდა დარჩენილი, ჯეინმა უპასუხა:

– იმ დროს ატომური ერა იყო. ყველა იმის შიშში ვიყავით, რომ შეიძლებოდა ატომური ბომბი ჩვენთანაც ჩამოეგდოთ, ამიტომ გამორიცხული არ იყო, რომ მაგაზე ნაკლებიც გვეცოცხლა.

2009 წლის 20 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მკერდის ინფექციით იყო ავად და სასწრაფოდ ედენბრუკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, საშიში არაფერი იყო და გამოჯანმრთელების შემდეგ მალე გამოწერეს.

პირადი ცხოვრება

1965 წელს ჰოკინგი დაქორწინდა ჯეინ უაილდზე, რომელიც პროფესიით ენათმეცნიერია. ისინი 1991 წლამდე ერთად იყვნენ, საბოლოოდ კი დაშორდნენ. გაყრის მიზეზი მეცნიერის აბსოლუტური დამბლა იყო. აგრეთვე მოხვეჭილი საყოველთაო პოპულარობა, რის გამოც ოჯახისთვის ვერ იცლიდა. მათ სამი შვილი ყავთ: რობერტი (1967), ლუსი (1969) და ტიმოთი (1979).
გაყრის შემდეგ 1996 წელს ჰოკინგი დაქორწინდა თავის მომვლელზე, ელინ მეისონზე. 2006 წლის ოქტომბერში მეცნიერი მასაც გაშორდა.

1999 წელს ჯეინ ჰოკინგმა გამოქვეყნა მემუარები სახელწოდებით “Music to Move the Stars”, სადაც აღწერა მისი ურთიერთობა ოჯახის მეგობართან, რომელსაც შემდეგ მისთხოვდა კიდეც. ჰოკინგის ქალიშვილი, ლუსი, ნოველისტია. რობერტი ემიგრანტად წავიდა აშშ-ში, სადაც დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი, ჯორჯ ედვარდ ჰოკინგი.

2007 წელს ჰოკინგმა და მისმა პირველმა ცოლმა ურთიერთობა აღადგინეს.

ჰოკინგი ტელევიზიაში

ჰოკინგს ხშირად შეუსრულებია საკუთარი თავი ფილმებში,სატელევიზიო შოუებში თუ სერიალებში. მისი პერსონაჟი ერთხელ “სიმპსონებშიც” გამოჩნდა:

265db99eb412

მასზე გადაღებულია ფილმები:
* A Brief History of Time
* Stephen Hawking’s Universe
* Horizon: The Hawking Paradox
* Masters of Science Fiction
* Stephen Hawking: Master of the Universe

რელიგია

სტივენ ჰოკინგი თავს აგნოსტიკოსად მიიჩნევს. თუმცა მისი ცოლის, ჯეინის, განცხადებით, მათი გაყრის დროს ჰოკინგი ათეისტი იყო.
მეცნიერის აზრით, “სამყაროს მეცნიერული კანონები მართავენ. ეს კანონები შეიძლება ღმერთმა შექმნა, მაგრამ ღმერთი სამყაროს განრიგში არ ერევა.”

136fd7e8bb9d

მსგავსი ამბები

Back to top button