გართობაკულტურა

ტოპ 10 ოქროს მომპოვებელი ქვეყანა

d61d513553e9
დღეს ოქროს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყანა მოიპოვებს. მაგრამ მათ შორის არიან  გამორჩეული ქვეყნები, რომლებით ტოპ 10 -ში მოხვდნენ.

 

2011 წელს   მხოლოდ პირველ 10 ქვეყანაში 1800 ტონა ოქრო მოიპოვეს.  ეს ქვეყნები მსოფილიოს ოთხი კონტინენტის წარმომადგენლები არიან.

1.  ჩინეთი   –    355 ტონა

ჩინეთს შეგვიძლია  ოქროს ერი ვუწოდოთ.  ის, ამ კეთილშობილი მეტალის,   არა მარტო  ყველაზე  დიდი მომხმარებელია არამედ მომპოვებელიც.  ჩინეთს ამ სფეროში პირველობაში ძნელად თუ შეეცილება ვინმე,   რადგან ყოველწლიურად მოპოვება 10%-ით იზრდება.    China National Gold Group  წარმოადგენს  ოქროს მთავარ მომპოვებელ ფირმას, ხოლო   ოქროთი ყველაზე მდიდარი  შანდოგის პროვინციაა.  ექსპერტების გამოთვლებით  ჩინეთის ოქროს რესურსი დაახლოებით  2000 ტონაა.

4288374367cf
2. ავსტრალია  –  270 ტონა

ავსტრალია  ოქროს მოპოვებით მეორე ადგილს იკავებს.  ოქროს  მოპოვების უმთავრესი რეგიონი   დასავლეთ ავსტრალიის შტატია , სადაც   ავსტრალიის უდიდესი საბადოა განთავსებული.  საბადოს მფლობელები არინა კომპანიები  Newmont Mining და Barrick Gold.  ქვეყანას აქვს  7400 ტონა ოქროს რესურსი, ხოლო ოქროს ეხსპორტისაგან მიღებული შემოსავალი 14 $ მილიარდს უდრის.

3. ამერიკის შეერთებული შტატები  – 237 ტონა

ა.შ.შ-ში ოქროს მოპოვება 2010 წელთან შედარებით    რამდენიმე ათეული ტონით გაიზარდა,  რაც  მონტანას და ნევადის გაჩერებული საბადოების ამუსავების შედეგია.  მოპოვებული ოქროს უდიდესი ნაწილი სწორედ ნევადას შტატიდან მოდის.   ოქროს მოპოვებით ასევე გამოირჩევა ვერმონტის შტატი სადაც 14 ღია და 4 დახურული ტიპის საბადო ფუნქციონირებს.  შეერთებულ შტატებს  3000 ტონა ოქროს რესურსი გააჩნია.

7373cef57726
4. რუსეთი – 200 ტონა

რუსეთის ოქროს მოპოვება  წინა წელთან შედარებით  8 ტონით გაიზარდა.  ოქროს მოპოვებით ქვეყანა მეოთხეა, მაგრამ  რესურსებით მესამე.  რუსეთის ოქროს რესურსი 5000 ტონაა. უდიდესი  ოქროს მომპოვებელი რეგიონებია ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი. ოქროს  მთავარი მომპოვებელია კომპანია Polyus Gold International , რომელიც ორივე რეგიონში ოპერირებს.

5. სამხრეთ აფრიკა –  190 ტონა

ეს ქვეყანა ერთ დროს ოქროს მოპოვების ცენტრი იყო, მაგრამ დღეს  მეხუთე ადგილს იკავებს.  ოქროს რესურსი 6000 ტონაა, რაც ავსტრალიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია.  ქვეყანაში ოქროს მოპოვება დაბლა მიექანება. წინა წელტან შედარებით   10 %-ით არის შემცირებული.

6. პერუ –  150 ტონა

პერუს ოქროს მოპოვება წინა წელთან შედარებით  14 ტონით შემცირდა.  ქვეყნის ოქროს მტავარი მომპოვებელი  კომპანია Minera Yanacocha-ია, რომელიც ასევე ლიდერია ლათინური ამერიკის ბაზარზე.  პერუს ოქროს რესურსი 2000 ტონას შეადგენს.
2a5d50bf31b1
7. კანადა – 110 ტონა

თავისი სამხრეთელი მეზობლის მსგავსად , წინა წელთან შედარებით  მეტი ოქრო მოიპოვეს კანადაშით.  მატება 19 ტონაა.   ოქროს მთავარი მომპოვებელი  რეგიონი ონტარიოა.  ყველაზე დიდი საბადო ონტარიოს შტატში ,,წითელ ტბაზე” მდებარეობს.  ტოპ 10 ოქროს მომპოვებლებს შორის კანადის რესურსები ყველაზე მწირია, ის 920 ტონას შეადგენს.

8. განა – 100 ტონა
განაში ოქროს მოპოვება წინა წელთან შედარებით 18 ტონით გაიზარდა და ის კონტინენტის მეორე ოქროს მომპოვებელია. ერთ დროს ამ დასავლეთ აფრიკულ ქვეყანას ოქროს სანაპიროდაც მოიხსენიებდნენ. მისი ოქროს რესუსრი 1800 ტონაა.

9. ინდონეზია – 100 ტონა

ინდონეზია  17 508 კუნძულისაგან შემდგარი არქიპელაგია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.  მიუხედავად დიდი ტერიტორიისა  ოქრო ერთ რეგიონშია კონცენტრირებული.  ეს რეგიონია გრასბერგი სადაც მსოფლიოს უდიდესი ოქროს საბადოა.  ინდონეზიის რესურსი  3000 ტონაა.
aaf544c49f68
10. უზბეკეთი – 90 ტონა

მეათე ადგილს  ყოფილი საბჭოთა ქვეყანა უზბეკეთი იკავებს.  ოქროს  მოპოვებას აწარმოებენ სახელმწიფო საკუთრებში მყოფი კომპანიები  Navoi Mining და Metallurgical Combinat.  უზბეკეთის ოქროს რესურსი  1700 ტონას შეადგენს.

მსგავსი ამბები

Back to top button