ადრეული ჯაზი (ნაწ.1)
ჯაზი ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა. ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ…
თუ როგორ წარმოიშვა ჯაზი, დავის საგანია. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი დაუკრეს ნიუ-ორლეანში და სწორედ აქ მაცხოვრებელი მუსიკოსები იყვნენ მისი შემქმნელები. თუმცა ჯაზის ისტორიის ფესები შორს არის გადგმული და მისი ზუსტი დათარიღება ყოველთვის კამათს იწვევს. მიუხედავათ იმისა, რომ მუსიკის ეს მიმდინარეობა, თავდაპირველად, შავკანიანთა მუსიაკს წარმოადგენდა, პირველი ჩანაწერი თეთრკანიანთა ჯგუფმა მოამზადა. შესაძლოა ჯაზი სწორედ ნიუ-ორლეანში ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი პირველი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩიკაგოში გაკეთდა.
წყაროები
ახალი მუსიკის განვითარებაზე მხოლოდ ერთი სტილი ან მიმდინარეობა არ ახდენს გავლენას. პირველად ჯაზი ნიუ-ორლეანში სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ აქ XIX საუკუნის ბოლო წლებში მუსიკის ბევრი მიმდინარეობა იყ გაბატონებული. აქ შეხვდებოდით ფრანგ მოცეკვავეებს, ასევე საინტერესო იყო ე.წ. “თეთრი ფოლკლორი”, რომელიც შემოიტანეს ევროპიდან და პოპულარული იყო აშშ_ის სამხრეთ შტატებში. ქალაქში პოპულარული იყო, ასევე, სასულე ორკესტრები, რომლებიც, ძირითადად, დაკრძალვაზე უკრავდნენ. “თეთრი” სამყაროს მხრიდან ასეთი ზეგავლენა თანდათანობით შეერწყა შავკანიანთა მუსიკას. 1865 წლამდე, ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებამდე, ცოტა რამ არ არის ცნობილი შავკანიან მონათა მუსიკის შესახებ. ახალი საუკუნის დაწყებამდე მათ მუსიკალურ განვითარებაზე ცნობები ძალზე მწირია.
აფრიკული მემკვიდრეობა
გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჯაზის ჩამოყალიბებაზე. პირველია შავკანიანთა ეკლესიებში შესრულებულ მუსიკას დიდი გავლენა ჰქონდა ადამიანის სულიერ მხარეზე. სიმღერებში იგრძნობოდა იმის იმედი, რომ მონათა საზოგადოებაში დაჩაგრული ცხოვრების შემდეგ, საიქიოში ხსნა ელოდათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო აფრიკის მუსიკალური ტრადიციები. მართალია, ზუსტი ცნობები ამ ტრადიციების შესახებ შემონახული არ არის, თუმცა აშკარაა, რომ აფრიკულმა მემკვიდრეობამ დიდი გავლენა მოახდინა პენტატონიკური გამის განვითარებაზე. პენტატონიკა არის ხუთსაფეხურიანი ბგერითი სისტემა. აფრიკულმა მემკვიდრეობამ, ასევე, ჰაეროვანი და თავისუფალი გახადა რითმის შეგრძნება და შემოიტანა ის ახალი ძალა, რომელიც აქამდე არ არსებობდა ევროპაში.
“მძვინვარე რეგტაიმი”
XIX საუკუნეში ბევრი “ზანგური მუსიკა” არსებობდა, თუმცა მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია უცნობია. პირველი ცნობილი მიმდინარეობაა ე.წ. რეგტაიმი, რომელიც სინკოპორებულ საცეკვაო რიტმს წარმოადგენს და გულისხმობს ფორტეპიანოზე მძაფრ რიტმში დაკვრას. ასეთი მუსიკა პოპულარული გახდა 1900_იანი წლებიდან.
რეგტაიმის ცნობილი სახე იყო სკოტ ჯოპლინი (1868-1917), რომლის კომპოზიციები დღესაც წარმატებულია. ჯოპლინი არ იყო ნიუ-ორლეანელი და არც მისი ხშირი სტუმარი, მაგრამ მის მიმზიდველ მოტივებსა და “გადამდებ” რიტმს იგივე წინაპრები ჰყავს, რაც ჯაზს.
ტექსტის ნაწილი : http://ka.wikipedia.org