არქივი

წმინდა ქანდაკებები

e588ee3e8f2c

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ერი აგებდა ქანდაკებებს, რომლებითაც საკუთარ რწმენას გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რელიგია, მაგალითად ისლამი, თავის მიმდევრებს ღმერთის სახის შექმნას უკრძალავს, მსოფლიოში მაინც მრავალი მნიშვნელოვანი ქანდაკება არსებობს. ზოგჯერ ამ ქანდაკებებს ადამიანის ფორმა აქვთ, ზოგჯერ ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის, როგორიცაა, მაგალითად სფინქსი, ჯოგჯერ კი მხოლოდ ცხოველისა, როგორიცაა ნანდის ხარი. ზოგი ხალხი სთვლის, რომ ქანდაკებებში ღმერთები სახლობენ, ამიტომ თაყვანს სცემენ საკუთარ ქანდაკებებს. წმინდა ქანდაკებები ხშირად გიგანტური ფორმისაა და საკუტარი ძლიერებით მორწმუნეებს აჯადოებს. მაგრამ მრავალი ისეთი ქანდაკებაც კი, რომელთა ზომები ადამიანის ზომებს არ აღემატება, მაგალითად, მარიმისა და იესოს ულამაზესი ქანდაკება, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე.
ამ პოსტში შემოგთავაზებ სხვადასხვა სარწმუნოებათა წმინდა ქანდაკებებს;
1) ჩაქმულის ქანდაკება
2) იესოს ქანდაკება
3) მიქელანჯელოს “პიეტა”
4) სფინქსი
5) აბუ სიმბელი
6) ლეშანის გიგანტური ბუდა
7) ნანდის ხარი

“ჩაქმულის ქანდაკება
b6a57949b787
“ჩაქმულის ქანდაკება “, მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულის ქალაქ ჩიჩენ-იცაში მდებარე მოემართა ტაძრის წვერზე ქვის შთამბეჭდავი ქანდაკებაა წამოწოლილი. ის დაახლოებით ახ.წ.900-1050 წლებთ თარიღდება და, შესაძლოა, ტოლტეკების წვიმის ღმერთს გამოხატავდეს. ქანდაკებას მკერდზე ჯამი უდევს, რომელშიც, სავარაუდოდ, რელიგიური ცერემონიების დროს მსხვერპლად შეწირული ადამიანის გულებს აწყობდნენ. ეს სახელი “ჩაქმული”, ფრანგმა არქეოლოგმა ოგიუსტ დე პლონჯენმ შეარქვა, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ჩიჩენ-იცას შეისწავლიდა. მისი მტკიცებით ეს სიტყვა ღმერთ-ვეფხვს ნიშნავდა. დღეს, ამ ტიპის ყველა ქანდაკებას ჩაქმულებს უწოდებენ.
226b952b978a

იესოს ქანდაკება
03dad41dbe8a
კორკოვადოს მთაზე, რომელიც ბრაზილიის ქალქ რიო-დე-ჟანეიროს გადმოჰყურებს, ქრისტეს შთამბეწდავი ქანდაკება დგას. 30 მერი სიმაღლის ქვისა და ბეტონის ეს ქანდაკება გაშლილი ხეებით თითქოს ქალაქის თავზე ლოცვა-კურთხევას აავლენს. ქანდაკებ ინინერმ ჰექტორ დე სილვამ ააგო1921 წელს ბრზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად. კვარცხ;ბეკზე, რომელზეც იესო დგას, მდებარეობს ტაძარი, სადაც ერთდროულად 150 ადამიანი ეტევა. ტაძარს ქალაქთან ფუნიკულიორირა 220 საფეხურიანი კიბე აკავშირებს.

02fde1ab3db0


მიქელანჯელოს “პიეტა”

077601a64101
ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად. მ არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეწდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ25 წლისა იყო.

მეორე ნაწილი ცოტა ხანში იქნება
წყარო: xixani.blogspot.com

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button