კულტურაუცნაური

IT-აქტივისტები ახალ ინტერნეტს ქმნიან

image29653918

ახალი ქსელი მთლიანად თავისი მომხმარებლის მფლობელობაში იქნება და არ დაექვემდებარება სახელმწიფო თვალთვალსა და რეგულირებას.

 
დაიღალნენ რა სამთავრობო აგენტურის თვითნებობისგან, ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმე საკუთარ ხელში აიღოს და თითქმის ნულიდან შექმნას ახალი ინტერნეტი, რომლის მფლობელი მისი მომხმარებელი იქნება. ინტერნეტი გამოიყენებს მეშ-ქსელის ტექნოლოგიას.
 
ეს უსადენო ქსელი განკუთვნილია იმისთვის, რათა ადამიანი ინტერნეტში ჩაერთოს უსაფრთხოდ, თვალთვალის რისკისა და რაიმე სახის ცენტრალიზებული ორგანიზაციის გარეშე.
 
მეშ-ქსელის ყოველი კვანძი, რომელიც შედგება რადიოტრანსივერისა და კომპიუტერისგან, მონაცემებს გადასცემს ქსელის სხვა ნაწილებისგან. თუ მონაცემები ვერ შესძლებენ გავლას ერთი გზით, მეშ-ქსელი მისთვის სხვა გზას იპოვის.
 
“Hyperboria”, ვირტუალური დანაშრევი, რომელიც საფუძვლად უდევს აშშ-ში მეშ-ქსელის შექმნის მცდელობას, წარმოადგენს ვირტუალურ ქსელს, რადგან არსებული ინტერნეტის ბაზაზე მუშაობს, თუმცა მთლიანად ეფუძნება სქემას peer-to-peer. 
 
ერთრანგიანი, დეცენტრალიზებული, პირინგული (ინგლ.:peer-to-peer, P2P – თანაბარი თანაბართან) ქსელი – ეს არის ოვერლეიური კომპიუტერული ქსელი (Overlay Network), რომელიც მონაწილეთა თანასწორობას ეფუძნება. ხშირად ასეთ ქსელში არ არსებობენ სერვერები, არამედ ყოველი კვანძი (peer – პირი) წარმოადგენს როგორც კლიენტს, ასევე ასრულებს სერვერის ფუნქციასაც. კლიენტ-სერვერის არქიტექტურისგან განსხვავებით, ამგვარი ორგანიზაცია შესაძლებლობას იძლევა შენარჩუნდეს ქსელის შრომისუნარიანობა მისაწვდომი კვანძების ნებისმიერი რაოდენობისა და შეერთების პირობებში. ქსელის მონაწილეები არიან თვით ე. წ. პირები (peers).
image29701201
 
ეს ყოველივე, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ნიშნავს,  რომ ამგვარი ინტერნეტის მომხმარებელი ინფორმაციას გაცვლის პირდაპირ, დაშიფრული კავშირის გამოყენებით, რომელიც მას განასხვავებს ცენტრალიზებული სერვერისგან, რომელსაც ნებისმიერი ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია.
 
როდესაც ახალი მეშ-ქსელები ყენდება, Hyperboria უბრალოდ ჩართავს მათ მონაცემთა გადაემის საკუთარ ქსელში.
წყარო : http://www.apocalypse.ge

მსგავსი ამბები

Back to top button