არქივი

ლემურია-ცივილიზაციის აკვანი

39c3a5066578
გადმოცემებით, ლემურია ყოფილ კონტინენტს ერქვა, რომელიც ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში მდებარეობდა.

თეორიის წარმოშობა
1864 წელს ზოოლოგმა ფილიპ სკლეტერმა ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით “მადაგასკარის ძუძუმწოვრები”, სადაც ერთ-ერთ კლასს ‘ლემურები’ უწოდა.
5dcf2c53655f
მან განაცხადა, რომ ლემურების ნაშთები მოიპოვებოდა მხოლოდ მადაგასკარზე და ინდოეთში, ხოლო აფრიკისა და აზიის დანარჩენ ტერიტორიაზე მსგავსი რამ არ ფიქსირდებოდა. ამაზე დაყრდნობით მან ივარაუდა, რომ მადაგასკარი და ინდოეთი ოდესღაც ერთი კონტინენტის ნაწილი იყვნენ. ის წერდა:
– ანომალიები, რასაც მადაგასკარის ძუძუმწოვრებში ვხვდებით, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას… დიდი კონტინენტი, რომელსაც ატლანტისა და ინდოეთის ოკეანის ნაწილი ეკავა… შემდეგ ეს კონტინენტი დაიშალა და წარმოშვა კუნძულები, რომელთაგან ზოგი აფრიკას ეკუთვნის, ზოგი აზიას… მაგალითად მადაგასკარი მასთან ახლოს მდებარე რამდენიმე კუნძულით სავარაუდოდ იყო კონტინენტის ნაწილი, რომელსაც მე “ლემურიას” ვუწოდებ…

მეცნიერ ეტინ ჯეფრი სეინტ ჰილარს ასევე ჰქონდა ვარაუდი სამხრეთში არსებული კონტინენტის შესახებ სკლეტერზე 20 წლით ადრე, მხოლოდ მას სახელი არ უწოდებია. ამის მიუხედავად, იმ დროისთვის სკლეტერის თეორია საკმაოდ უჩვეულო და მიუღებელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მეცნიერთა უმრავლესობამ აღიარა დარვინიზმისა და კონტინენტების გადაადგილების თეორია, ბევრი აღმოჩენა გაკეთდა მე-19 საუკუნეში. იპოვეს მსგავსებები კონტინენტების დეფორმაციის ეტაპებში, წამოაყენეს ვარაუდები, რომ ადრე ყველა კონტინენტი ერთი მთლიანობა იყო და ამით აიხსნებოდა სხვადასხვა კონტინენტზე მსგავსი სახეობების არსებობა ფლორასა და ფაუნაში.

შესაბამისად, ლემურიის თეორია მხოლოდ თეორია აღარ იყო. ის უკვე მეცნიერთა ნაშრომებში ფიგურირებდა. დარვინისტმა ერნსტ ჰეკელმა წამოაყენა ვარაუდი, რომ “ლემურია” ცხოველების ნაშთებს შორის არსებული “დაკარგული რგოლის” (missing link) ახსნა იყო. მისი აზრით, სწორედ იმიტომ ვერ პოულობდნენ მეცნიერები ბევრ გარდამავალ სახეობას, რომ ისინი ლემურიის ტერიტორიაზე, ანუ ოკეანის სიღრმეებში განისვენებდნენ.

სხვა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ლემურია შეიძლება წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ამით ხსნიდნენ აზიისა და ამერიკის კონტინენტების ფლორისა და ფაუნის მსგავსებებს.

უარყოფა
მას შემდეგ, რაც ტექტონიკური ძვრების შესახებ აღმოჩენები გაკეთდა და მეცნიერებს გარკვეული ცოდნა დაუგროვდათ, მათ უარყვეს ლემურიის არსებობა. მათი ვარაუდით, მადაგასკარი და ინდოეთი ოდესღაც მართლაც ერთი მთლიანობა იყო, მაგრამ მილიონობით წლების წინ გაიყვნენ და მადაგასკარმა თანდათანობით მიაღწია იმ ადგილს, სადაც ახლაა. ანუ კონტინენტი მხოლოდ შუაზე გაიყო – მისი ნაწილი წყალში არ ჩაძირულა. ლემურია თუკი არსებობდა, მის დაშლას უნდა გამოეწვია გეოლოგიური ცვლილებები ოკეანეში, რის კვალსაც ვერ მიაკვლიეს.

1999 წელს “JOIDES Resolution”-ის ხომალდმა ინდოეთის ოკეანეში აღმოაჩინა დიდი კუნძულის, კერგულენის პლატოს არსებობის დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც სავარაუდოდ 20 მილიონი წლის წინ დაფარა წყალმა. აღმოაჩინეს ყვავილებისა და ხის ნაშთები, რომლებიც 90 მილიონი წლით დაათარიღეს. წესით, ეს ფაქტი ლემურიის სასარგებლოდ უნდა ამეტყველებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

სამოთხე ლემურიაზე
ბრიტანელი ოკულტისტი მწერალი ჯეიმს ჩაჩვარდი წერდა, რომ ლემურია სიგრძეში 8000 კმ და სიგანეში 5000 კმ იყო. ბუნება ედემის ბაღივით ულამაზესი. მისი მტკიცებით, ლემურიის ჩაძირვისას (50 000 წლის წინ) 64 მილიონი მუ (ლემურიელი) დაიღუპა. ლემურიელები ატლანტებივით განვითარებული ხალხი იყო და მათთან ცივილიზაცია ყვაოდა. ლემურიულ სახლებს გამჭვირვალე სახურავი ჰქონდა.

3e64e71e4ab2
მუს ხალხი მზეს სცემდა თაყვანს და ბუნებასთან ჰარმონიულად, ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი ცხოვრობდნენ. არ იცოდნენ რა იყო შიში, სტრესი, სიძულვილი და ყველანაირი უარყოფითი გრძნობა, ამიტომაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასობით წლებს შეადგენდა. ლემურიელები არაბუნებრივად მაღლები (რამდენიმე მეტრი) იყვნენ. თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებდნენ და შესაბამისად, სწრაფად ვითარდებოდნენ. მათ გახსნილი ჰქონდათ ე.წ. “მესამე თვალი” , შეეძლოთ ტელეპატიური კავშირი ერთმანეთთან, შეხების გარეშე საგნების გადააადგილება, ტელეპორტაცია და მოგზაურობა დროსა და სამყაროს შორეულ წერტილებში.

ლემურიელები ვეგეტარიანელები იყვნენ. ისინი სამეცნიერო ტექნიკისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ და ატლანტებისგან განსხვავებით, ამჯობინებდნენ, სხეულის ექსტრასენსორული გრძნობები განევითარებინათ, დიდ დროს უთმობდნენ მედიტაციას. ათვისებული ჰქონდათ მზისა და ჰაერის ენერგია.

ლემურიელები მომავალ წყვილს (ცოლ-ქმარს) ასეთ გამოცდას უწყობდნენ: ყველანაირი საკვების, იარაღის, ტანსაცმლის და აღკაზმულობის გარეშე უშვებდნენ ტყეში 28 დღით. ამ დროის განმავლობაში მათ უნდა აეშენებინათ სახლი, გაეკეთებინათ იარაღები, ეშოვათ საკვები და თავი გაეტანათ. თუ ამ გამოცდას ჩააბარებდნენ, ცოლ-ქმარი ხდებოდნენ.

წყარო: ვიკიპედია და crystalinks.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button