უცნაური

ბრინჯაოს ხანის საათი

skydi1ch0

უკვე რამდენიმე წელია ევროპის მუზეუმში მოგზაურობს `ნებრიული მზის დისკო,У _ ასე უწოდეს სწავლულებმა არქეოლოგიურ აღმოჩენას. ამ იდუმალმა ნივთმა წლების წინ დიდი აურზაური გამოიწვია, დღეს კი მისი საიდუმლო ამოხსნილია. ექსპონატი კარგა ხანია მანჰაიმის მუზეუმში იყო გამოფენილი.

1999 წელს ე..წ. შავმა არქეოლოგებმა ნებრიდ ახლოს მიტელბერგის ყორღანი უკანონოდ გათხარეს და ბრინჯაოს სატევრებს, შრომის იარარებსა და უცნაურ დისკოს წააწყდნენ. დისსკო ოქროს ოცდათორმეტი ვარსკვლავით, მზიტა და მთვარით იყო მოწედილი. განძის მაძიებლებმა ძვირფასი მონაპოვარი მაშინვე შავ ბაზარზე გაიტანეს. პოლიციამ კი მყიდველად არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელი მიუგზავნა. ამგვარად, ისტორიული ნივთები ნამდვილი ექსპონატის ხელში მოხვდა, რომლებმაც დაადგინეს. კვლევის შემდეგ მეცნიერებმა ნაპოვნ საგანში უძველესი ასტრონომიული საათი ამოიცნეს, რომლის მიხედვითაც ბრიჯაოს ხანის ასტროლოგები გამოთვლიდნენ ხანგრძლივობით ერთმანეთისაგან განსხვავებულ მზისა და მთვარის კალენდრებს და ისისნი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოჰყავდათ. ასე რომ, ძველი ევროპელები თურმე გაცილებით ადრე და სერიოზულად იკვლევდნენ ცის თაღს.

მსგავსი ამბები

Back to top button