უცნაური

ბაღდადელი ფენომენი

Image Hosted by ImageShack.us

ბაღდადელი 13 წლის მუჰამედ ალიყაზიმის 700 დღეღამე არ უძინია. ბიჭუნა მაშინაც კი არ იძინებს, როცა საძილე საშუალებებს აძლევენ. ახლობლები ვერაფრით ვერ აიძულებენ, ცოტა ხნით მაინც დაწვეს და თვალები დახუჭოს. მათი თქმით, ბიჭი ჯანმრთელია და მის ტვინს მაშინ სძინავს, როცა იგი ფხიზლობს. მუჰამედი თანატოლებისაგან აქამდე არაფრით გამოირჩეოდა _ თამაშობდა და ცელქობდა. ბოლო დროს კი უცნაურობანი დასჩემდა _ ხშირად დადის სასაფლაოზე და გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს. მომავლის წინასწარმეტყველებაც დაიწყო _ ხშირად მისი პროგნოზები მართლდება, რომ არა ერაყის ომი, მუჰამედზე ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა. ახლა კი მას ხშირად სტუმრობენ ჟურნალისტები _ ბიჭი აშშში მიიწვიეს, იქ მას სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება.

მსგავსი ამბები

Back to top button