გართობაკულტურა

გასაოცარი ადგილები

860e2fb0bc7e
ჩვენი საყვარელი დედამიწა სავსეა ლამაზი და გასაოცარი ხედებით. ზოგიერთი ადგილი იმდენად თვალწარმტაცია, რომ ტურისტებისთვის ერთი ვიზიტი საკმარისი არაა. ამავე დროს ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ადგილობრივებისათვის თუ არა, კაცობრიობისათვის სრულიად უცხოა, ასე ვთქვათ, ,,ახალი ხილი”.

cano cristales 8%25255B2%25255D

ყველა ქვეყანას თავისებური სილამაზე აქვს, თუმცა კოლუმბია გამოირჩევა მისტიური ადგილებით. მაგალითად ალბათ ბევრს არ სმენია  ე.წ Caño Cristales-ის შესახებ. ეს არის თვალწარმტაცი მდინარე, რომელიც კოლუმბიის ერთ-ერთ რეგიონში მდებარეობს. ეს უბრალო მდინარე არ გახლავთ, მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ,,მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარე”.

Cano Cristales river trip Cano Cristales travel hottrip net2

მთელი წლის განმავლობაში Caño Cristales-ი ისეთივე ჩვეულებრიბვი მდინარეა, როგორც სხვები, თუმცა როდესაც სექტემბერი და ნოემბერი დგება იწყება ნამდვილი სასწაული. მდინარეში არსებული ქვები ფერს იცვლიან. ზოგი წითელი ფერის ხხდება, ზოგი-ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და ა.შ… როგორც ცნობილია, ფერის ცვალს კლიმატი განსაზღვრავს.

 

ასევე კოლუმბიაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გუატაპეს მთა. (guatape ) გუატაპე კოლუმბიის ერთ-ერთი ქალაქია, სადაც მდებარეობს საოცარი ფორმის მთა, რომელიც 70 მილიონ წელს ითვლის. მთა დაახლოებით 200 მეტრია და მთელს ქალაქს გადმოჰყურებს. მთის წვერზე ასვლა მხოლოდ 649 საფეხურიანი კიბითაა შესაძლებელი.
101ef16205f8

დიახ, ეს რეალობაა. ეს ულამაზესი ადგილი შეერთებულ შტატებში არსებობს და  ეწოდება Fly Geyser, იგივე მფრინავი გეიზერი.  ეს საოცრება 1960  წელს წარმოიქმნა ნევადას ტერიტორიაზე, რადგან მინერალებმა ერთად ,,თავი მოიყარეს”  და ზემოთ ამოხეთქეს.
51994f66d6b5

საოცარი სტრუქტურისაა საჰარის თვალი იგივე  Richat Structure. იგი ლაბირინთივითაა და საკმაოდ შეუმჩნეველი თვალისთვის. ნათლად მხოლოდ კოსმოსიდან ან შორი ხედიდან ჩანს. მისი წარმოქმნა ასტეორიდის ჩამოვარდნამ, შემდეგ კი ამავე ადგილზე ვულკანის ამოფრქვევამ განსაზღვრა.

7b31515f0cd9

მსგავსი ამბები

Back to top button