კულტურა

ფრანგული საიერიშო ავტომატური შაშხანა FAMAS-ი

038515d67dae

წარმოგიდგენთ ფრანგულ საიერიშო ავტომატურ შაშხანა Famas-ს

მომხმარებელმა Lasha_9292-მა ჩემს ერთ-ერთ პოსტზე დადებულ თავის ერთ-ერთ კომენტარში მთხოვა დამეწერა ,,ფამასზე”. რა თქმა უნდა, მე, მკითხველის თხოვნებს არასდროს ვტოვებ უყურადღებოდ :) ;)

1980 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების მორიგ წლისთავზე, პარიზში, ელისეს მინდვრებზე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები საზეიმო მარშით გამოდიოდნენ პრეზიდენტის ტრიბუნის წინ. ჰაერში დაბალ სიმაღლეზე ზებგერითი ,,მირაჟები” ნელა მირინავდნენ…
ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ლეგენდარული ,,უცხოური ლეგიონის” მებრძოლები არ გამოჩნდნენ, რომელთაც ჯერ არნახული იარაღი ეპყრათ ხელთ, რამაც აღლუმზე დამსწრე უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეების, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის სამხედრო ატაშატის წარმომადგენლების, ცხოველი ყურადღება მიიპყრო. იმ დღეს ,,უცხოურმა ლეგიონმა” პირველად წარადგინა ფართო საზოგადოების წინაშე ახალი ფრანგული საიერიშო ავტომატური შაშხანა ,,FAMAS”-ი. მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, მაგრამ ,,ფამასი” კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალური დიზაინისა და კონსტრუქციის მქონე ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღად.

334f9f80d3b4

ფრანგული ავტომატური შაშხანის გადატენვა ადვილია ცაციისთვისაც, რადგან გადასატენი სახელური იარაღის თავზე, გადასატანი სახელურის ქვემოთაა განთავსებული. ,,კალაშნიკოვისგან” განსხვავებით, ,,ფამასის” სროლისას, მისი გადასატანი სახელურები უძრავი რჩება. გასროლილი ვაზნების ჰილზები მარჯვნივ იყრება, თუმცა ჰილზების გამოსაყრელი ,,ფანჯრის” გადატანა მარცხნივაც შეიძლება, რათა ცაციებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს.

a316823b0a03

დამცველი და სროლის ტემპის შემცვლელი მექანიზმი გაერთიანებულია და იგი სასხლეტის წინაა განთავსებული. მისი საშუალებით შეიძლება ერთჯერადი და ავტომატური ჯერის გაშვება. თუკი მსროლელს ფიქსირებული 3-3 გასროლა სურს, მაშინ მჭიდის უკან დამატებით განთავსებული მექანიზმი უნდა გადართოს.
,,ფამასი” ,,ბულპაპის” სქემაზეა დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სასხლეტი მჭიდის წინაა განთავსებული. თუმცა სხვა ,,ბულპაპის” სქემით შექმნილი ავტომატური იარაღებისგან განსხვავებით (მაგ: ავსტრიული AUG, ბრიტანული L-85), ფრანგულ ავტომატურ შაშხანაში გამოყენებულია ავტომატიკის ორიგინალური სქემა ნახევრად თავისუფალი ჩამკეტით, რომელსაც გამხსნელი შემანელებელი ბერკეტი აქვს. ჩამკეტის ჯგუფი შედგება თავად ჩამკეტისა და მისი ჩარჩოსგან.

77b0bc5f0dff

ამ სქემას ერთი ის ნაკლი აქვს, რომ ძლიერი ვაზნის (რომელშიც დენთის მეტი რაოდენობაა) გამოყენების შემთხვევაში წარმოიქმნება დიდი წნევა, რამაც შეიძლება იარაღი დაშალოს და თავად მსროლელი დააზიანოს. ამიტომ ,,FAMAS”-ის სავაზნე კედლებში დატანებულია გამჭოლი არხები. თუკი გასროლისას ვაზნის ჰილზა ,,გაიბერება”, ეს არხები უზრუნველყოფს ჰილზის უპრობლემო ექსტრაქციას.
,,ფამასის” პირველი პროტოტიპი შეიქმნა 1971 წელს, თუმცა იგი შეიარაღებაში მხოლოდ 7 წლის მერე მიიღეს. ამ ფრანგული ავტომატური საიერიშო შაშხანის პირველი მოდიფიკაცია 400 000 ეგზემპლარის რაოდენობით გამოვიდა. მისი მცირე პარტია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც იყიდეს.

32ce173f0281

ახლა კი ჩემი საყვარელი ნაწილი— იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემები :)
,,FAMAS”-ის სიგრძე 75,7 სანტიმეტრია, აქედან ლულაზე 48,8 სმ მოდის;
შაშხანის მოდერნიზებული ვარიანტი, ,,FAMAS G2″ ცარიელი მჭიდით 3,8 კგ-ს იწონის
მჭიდში 5,56მმ NATO სტანდარტის კალიბრის 30 ვაზნა თავსდება.
ტყვიის საწყისი სიჩქარე 925 მ/წამია,
სროლის ტემპი 1000-1100 გასროლა წუთში;
სროლის ეფექტიანი სიშორე 450 მეტრს შეადგენს.

f73740a67326

1994 წელს შეიქმნა მორიგი მოდიფიკაცია ,,FAMAS G2″, რომლის განმასხვავებელი ნიშანი იყო სასხლეტის სახელურის შეცვლივი ფორმა. ასევე გადაკეთდა მჭიდის მოსარგები ,,ფანჯარა”, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ამერიკული M16-ის მჭიდის ,,ფამასზეც” დაყენება.
აგრეთვე გამოშვებულ იქნა მოკლელულიანი FAMAS G2 Commando, სნაიპერული Famas G2 Sniper და Famas G2 + M203 (ეს უკანასკნელი ავტომატური შაშხანის ლულისქვეშ დამაგრებული ამერიკული ყუმბარსატყორცნის M203-ის ჰიბრიდს წარმოადგენდა)

,,ფამასი” ძალზე მოხერხებულია როგორც გადატანისას, ასევე სროლისას. შაშხანაზე შეიძლება დღე-ღამის ელექტრონული დასამიზნებელი მოწყობილობის, ლაზერული მანზილმზომის და კომპაქტური კომპიუტერის დაყენება, რომელიც ელექტრონული სამიზნის მიერ დანახულ სურათს მებრძოლის მუზარადის დისპლეიზე ასახავს.

ee9c86d1b8db

წყარო: ჟურნალი ,,არსენალი” :cool:

General_Luka

I like girls, weapons, military vehicles and devices, army lifestyle, extremely dangerous situations....... and again girls girls and girls!!! :)))

მსგავსი ამბები

Back to top button