TECH & მეცნიერებაგართობა

5 ძალიან მაგარი მულტფილმი

8 disney cartoons

მე ძალიან მიყვარს მულტფილმები და მგონია,რომ ისინი მხოლოდ ბავშვებისთვის არაა გამოგონილი.მულტფილმები  პირადად მე  ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს.ამიტომ შევეცდები ისეთი მულტფილმები შემოგთავაზოთ,რომ თქვენც ასევე კარგ ხასიათზე დადგეთ.

  • ”ბავშვები ოთხასმეორე ოთახიდან”-ჩემი ფავორიტი მულტფილმია,ძალიან ბევრჯერ მინახავს  მისი თითო სერია,ბავშვები ოთხასმეორე ოთახიდან საკმაოდ ცნობილი მულტფილმია თუმცა შესაძლოა არ იცოდეთ ასე,რომ აუცილებლად უყურეთ.თქვენს განწყობას სხვადასხვა,ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბავშვები აამაღლებენ და მათ საოცარ თავგადასავლებში გამოგზაურებენ.

83881e6da25e

  • ”ლუი ანდერსონი”-კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მულტფილმი,რომლის მთავარი გმირი პატარა ბიჭი ლუია,მას  ჰყავს უმცროსი ძმა,ბუზღუნა მამა,დიასახლისი დედა, მოხუცი ბებია და ძალიან მაგარი მეგობრები გარდა ამ პერსონაჟებისა კიდევ მრავალი გმირი არსებობს ამ მულტფილმში,სწორედ ეს პერსონაჟები და გმირები შეეცდებიან თქვენს გამხიარულებას და დარწმუნებული ვარ  ნამდვილად გამოუვათ.ეს მულტფილმი იმიტომაა განსაკუთრებული რომ ძალიან ჰგავს რეალობას და ცხოვრბისეული ფაქტებია წარმოდგენილი,მაგრამ ძალიან სახალისოდ.

310eb1b0e8f3

  • ”ბობის ბურგერები”-ამ მულტფილმში მოთხრობილია ბობის ბურგერების რესტორანზე და მისი ოჯახის თავგადასავლებზე. ბობს ჰყავს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სამი შვილი ერთი ბიჭი და ორი გოგო.ეს მულტფილმი არის ინგლისურენოვანი ასე,რომ გარდა კარგი განწყობის ასამაღლებლად, ეს მულტფილმი დაგეხმარებათ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაში.ბობის ბურგერები,ისევე როგორც ბავშვები ოთხასმეორე ოთახიდან და ლუი ანდერსონი არის სერიალი.

e99df41d93fc

  • ”ვარდისფერი პანტერა”-ჩემი ყველაზე საყვარელი უხმო მულტფილმი.ერთი შეხედვით უხმო მულტფილმი უინტერესო სჩანს და მოსაწყენად მიაჩნიათ,მაგრამ ამ სტერეოტიპს ყველასათვის საყვარელი ტომი და ჯერი ამსხვრევს და დარწმუნებული ვარ ვარდისფერი პანტერაც შეძლებს ამ სტერეოტიპის დამსხვრევას და თქვენი საყვარელი მულტფილმი სულ მალე გახდება.ამ მულტფილმის შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია ამიტომ მის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ უბრალოდ უყურეთ და თქვენ თვითონ  დარწმუნდით მის არაჩვეულებრივობაში.

8e9cd2861db6

  • ”ოგი და ტარაკნები”-კიდევ ერთი უხმო მაგრამ არაჩვეულებრივი კომედიური მულტფილმიება რომელიც ბევრი სერიისაგან შესდგ,ერთ კატას სახელად ოგის მოსვენებას არ აძლევს სამი ტარაკანა,ისინი ოგის სახლში ცხოვრობენ.ოგი დიდ ძალისხმევას იჩენს მათი თავიდან მოსაშორებლად,მაგრამ არაფერი გამოსდის. ჩემი აზრით, ეს მულტფილმი ყველაზე სასაცილოა და ნამდვილად ძალიან იხალისებთ მისი ყურების დროს.

d2903fb286c2

 

მსგავსი ამბები

Back to top button