არქივი

ისტორიული მოზაიკა 3

480e703bf16e

1) საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტეს, რომელიც ძილის დიდი მოყვარული იყო და მძინარე ხელმწიფეს უწოდებდნენ, 413 საწოლი ჰქონდა.

2) ელისაბედ პირველის მბრძანებლობის დროს მამაკაცები, რომლებიც წვერს ატარებდნენ, სპეციალურად იხდიდნენ ბეგარას.

3) ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე ასეთი წარწერაა: ” ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო.”

4) რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს ძალიან სურდა, რომ თავისი შვილიშვილი და ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ბავშვობიდან გაწაფულიყო სამხედრო საქმეში. ამიტომ სპეციალური მეცადინეობის გარდა, იმპერატორის ბრძანებით, ალექსანდრეს გაღვიძებისთანავე ზარბაზნებს უნდა დაექუხათ. ამგვარმა ყოველდღიურმა ზალპებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო – ბავშვი თითქმის მთლიანად დაყრუვდა.

5) რომაელი ლუციუს ვერაციუსი თავისებურად ირთობდა თავს. რომელიმე გამვლელს ქუჩაში ლაზათიანად სილას უთავაზებდა, ხოლო მისი მონა მაშინვე უხდიდა ფულს დაზარალებულს, მსგავსი დანაშაულისისათვის დაწესებულ ჯარიმას.

6) სპარსეთის მრისხანე მეფე ქსერქსე, რომელმაც მიწასთან გაასწორა ბაბილონი და სხვა უამრავი ქალაქი, ხარხარის დროს გარდაიცვალა.

7) სპარტაში უცოლობა სირცხვილად ითვლებოდა. სახელოვანი სტრატეგი დერკოლიდა, რომელიც უცოლო იყო, ერთ-ერთ თავყრილობაზე მივიდა. ადგილი არცერთმა ახალგაზრდამ არ დაუთმო. ერთ-ერთმა კი უთხრა: “ჯერ არავინ გაგიჩენია ქვეყანაზე, რომ შემდეგ მან მე დამითმოს ადგილი.”

8) აშშ პრეზიდენტს ჯეიმს გარფილდს, ერთდროულად შეეძლო ორ ენაზე წერა. ცალი ხელით წერდა ლათინურად, მეორე ხელით – ბერძნულად.

9) ნაპოლეონი აილუროფობიით იყო დაავადებული. მას საშინლად ეშინოდა კატების.

10) უინსტონ ჩერჩილი ქალების საპირფარეშოში დაიბადა. მისი დედა წვეულებაზე იმყოფებოდა, როდესაც მუცელი ასტკივდა და საპირფარეშოში გაუჩინარებისთანავე მშობიარობა დაეწყო. იგი დედის მხრიდან ინდიელი იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button