კოლუმბიის ქალაქ მედელინში (medellin) გაიმართა 24-ე ყოველწლიური გორგოლაჭებიანი ურიკების ფესტივალი. იმ ქალაქში, რომელიც კოლუმბიის მეორე უდიდესი ქალაქია და რომელიც მდებარეობს აბურის ხეობაში, ანდების მთების ჩრდილოეთ დაბოლოებაზე.
მონაწილეები ამაყობენ ამ ულამაზესი ქალაქით, რომელიც 1616 წელს ესპანელმა ფრანსისკო კამპუსანომ დააარსა და სახელად წმინდა ლავრენტის ქალაქი უწოდა, ხოლო 1675 წელს დედოფალმა მარიანა ავსტრიელმა შექმნა ქალაქი ვილია-დე-ნუესტრა-დე-მედელინი.
კოლუმბიის 1886 წლის კონსტიტუციის საფუძველზე მედელინი ანტიოკიის ფედერალური სახელმწიფოს (Antioquia Department) დედაქალაქი იყო, ხოლო XIX საუკუნეში მედელინი დინამიური კომერციული ცენტრი გახდა, რომელიც პირველ ადგილს იკავებდა ოქროს და ყავის წარმოების ექსპორტში.
ეს ინოვაციური ქალაქი -მედელინი დასახელებულია 2018 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად და რაც მთავარია, მედელინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქალაქადაა მიჩნეული;
გორგოლაჭებიანი ურიკებით რბოლის მონაწილეებისათვის მთავარი არ არის გამარჯვება, მთავარია თვით მონაწილეობა ამ ფესტივალში: ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს არა მხოლოდ სისწრაფეში და „რბოლის“ ხანგრძლივობაში, არამედ პოზიტივის რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოცემულია მათ მხიარულ და ფანტაზიით სავსე კოსტიუმებსა და ოთხთვალა ურეკებში, რომელებიც ექსტრავაგანტული, ახირებული დიზაინითაა დამზადებული…
გთავაზობთ ზოგიერთი მონაწილის ფოტო-სურათებს: