არქივი

21-ე საუკუნის დიქტატორები

f1a4a1a4d1c3
ბაშარ ალ ასადი – დიქტატორი რომლის სახელი და გვარი ალბათ მედიასაშუალებებით ბოლო დროს ყველაზე ხშირად ისმის ის სირიის პრეზიდენტი და ძალიან დიდი დიქტატორია რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირების და ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ამ უკანასკნელთან. რამოდენიმე წელიწადია რაც სირიის რამოდენიმე ქალაქში შეტაკებებია მაგრამ ბაშარ ალ ასადი არ ცდილობს კომფლიქტის დარეგულირებას და მეტიც არც კი თანამშრომლობს ოპოზიციურ პარტიებთან რაც ხშირად მისი კრიტიკის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე დიდი მიზეზია. სირიაში სერიოზული კრიზისია და ამ ფონზე ის არც კი აპირებს თანამდებობის დატოვებას. ბაშარ ალ ასადი თანამდებობაზე 2000 წლიდან იმყოფება და როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით წასვლას არც აპირებს.
93f57ea02f65
კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარე რომელმაც თანამდებობა 2011 წელს დაიკავა. ჩრდილოეთ კორეა ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა მას მეზობელ ქვეყნებთან არ აქვს ურთიერთობა არათუ საერთოდ არ აქვს არამედ მათთან ძალიან ცუდი პოლიტიკური ურთიერთობით გამოირჩევა ამიტომაც ქვეყანაში სუფევს სიღარიბე რაც ერთპიროვნული მმართველობის ერთერთი დანმდევი პროცესია. ჩრდილოეთ კორეას და სამხერთ კორეას ძალიან დაძაბული ურთირთობები აქვთ და ჩრდილოეთ კორეა ხშირად ცდილობს ამ ურთერთობების სამხედრო გზით მოგვარებას და ორი ქვეყნის გაერთიანებას რაც ფაქტიურად წარმოუდგენელია.
9e1014130c0c
მუამარ კადაფი – ლიბიის რევოლუციის ლიდერი და დიქტატორი რომელიც თანამდებობაზე 2011 წლის 20 სექტემბრამდე იყო. მუამარ კადაფი მმართველობის დასაწყისიდანვე დევნიდა ლიბიაში მცხოვრებ 100-მდე ებრაელს რომელთაც მთავრობისათვის გადასახადების გადახდა დააკისრა. ქვეყანაში არსებობდა ჯგუფები რომლებიც ებრძოდნენ კადაფის რეჟიმს მათ ჰქონდათ რამოდენიმე მცდელობა მისი მოკვლისა რომელიც წარუმატებლად დასრულდა ასევე მოეწყო სისხლიანი აჯანყება და ეს უკანასკნელიც წარუმატებლად დასრულდა. 2002 წელს მან შეიძინა იტალური საფეხბურთო კლუბის იუვენტუსის აქციების 7.5% 21 მილიონ დოლარად. მუამარ კადაფის მმართველობის პერიოდში საკმაოდ კარგ და ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან მიმართებაში ის ასევე იბრძოდა აფრიკის შეერთებულ შტატებში მიღწევაზე. 2010-2011 წლებში ლიბიაში დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და მისი დიქტატორული რეჟიმის დამხობით დასრულდა.
888e4150f778
ჰოსნი მუბარაქი – ეგვიპტის რიგით მეოთხე პრეზიდენტი და დიდი პოლიტიკური ფიგურა რომელიც ასევე დიქტატორული რეჟმით მართავდა ქვეყანას. მუბარაქი ქვეყანას 30 წლის მანძილზე მართავდა ხოლო 2011 წელს მან ძალაუფლება დათმო და პრეზიდენტობიდან გადადგა. მუბარაქს ქაიროს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი ამბები

Back to top button