უცნაური

ქართული ტელევიზიის სახე

116db0f6fd37

ქართული ტელევიზია – ეს ხომ მუდმივი საჭორაო თემაა ადამიანებისთვის, ეს ჟურნალისტების ჩაცმულობაო, ეს სერიალებიო, ეს გადაცემებიო, მოკლედ განვიხილავთ ყველას და ყველაფერს. მოვიდა შორენა ბეგაშვილი და ხმალი იძრო ზოგიერთმა, თუმცა ქარქაშში ჩაგების გარდა სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, ისევ დაშოშმინდა. გამოვიდა ,,სიმართლის დრო” და აჰა კვლავ მოძრაობაში მოვიდა მრავალთა ამა მოკვდავთა ენაი იგი, რატომღაც ,,მხიარულ სტარტებზე” არავინ ჭორაობს, არც კიდევ რამდენიმე მსგავს გადაცემაზე, ამიტომაც ტელეკომპანია ,,მზემ” ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა,იმდენი კი მოიფიქრა, რომ რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთოს ხალხის მისაზიდად, ხოდა აჰა გააკეთეს გადაცემა ,,კეშ შოუ”, ნუ კეშ სავარაუდოდ ამ გადაცემის შემხედვარე ქეშს უნდა ნიშნავდეს უფრო, ხოლო შოუზე კი რა მოგახსენოთ, ყველაფერს შოუს არქმევენ და ამათმაც აიღეს და უბოძეს ეს სახელწოდება.

გადაცემა შანსს აძლევს ახალ ჟურნალისტებს მონაცემების გამოვლენისთვის, ფორმატით კი უბრალოდ გასართობი ვიქტორინაა წესით, თუმცა ვიქტორინობის რომ არაფერი სცხია მერე აღმოაჩენთ.

წარმოგიდგენთ დებიუტანტს, რომლის ჟურნალისტური მოღვაწეობა ვეჭვობ კრახით დასრულდება და ,,კეშ–შოუს” დასაზეთ,მოჭრიალე ჭიშკარს ვერ გაცდება. მოდით შევათვალიეროთ ერთი ,,ჩვენის” დამკვირვებლური თვალით:
თავიდან ჩნდება სცენა, ნუ ხედი ზემოდან, ამ დროს უნდა შემოვიდეს წამყვანი, რომელიც კულისებიდან კითხულობს შემოვიდე? სავარაუდოდ ამ დროს ყურში ჩაჰყვირიან შედი გოგო შედი :( და ისიც შემოდის, საშინელი ტყლარჭვით ამბობს გამარჯობას და თან ისე მოყანყალებს, როგორც სოფლის შუკებში გაივლიან ხოლმე. ჩაცმულობაც შესაბამისი. თხელი კოლგოტი,მასზე ზევიდან ე.წ. ელასტიკი, მაგრამ კოჭებამდე ჩამოწელილი, ზევით გრძელი ზედა და წელზე ქამარი. არც არაფერს ხსნის, რა გადაცემაა აზრზე არ ვართ და თავისას მიერეკება, დაგვირეკეთ და დაგვიკავშირდითო გაიძახის, თან ნომერი არ იცის რა თქვას და წამდაუწუმ ყურზე აქვს ხელები, ნაოშნიკს გამალებით ითხრის ყურში, რომ კარგად გაიგოს რას ეუბნებიან, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ისე ებმის ენა, რომ ქალაქის ყველა ლოგოპედი უიმედოდ ჩაიქნევს ხელს.

მერე ადის სცენუკაზე და გეგონება იწყებს ზღაპრის მოყოლას ,,აბა ვნახოთ რა დავალება გვაქვს დღეს ჩვეენ?!” :(
ვნახოთ, ვნახოთ, მაგრამ კითხვა რომ არ იცის როგორ უნდა ვნახოთ? ბლუკუნებს რაღაცას, მერე გვერდულად დგება და იწყებს მობოდიშებას, ამ დროს რეჟისორი ყურში ჩხავის ,,ოე,ვასია,აქეთა ვართ გოგო აქეთ :lol2: ” და ესეც ტრიალდება კამერისკენ.
ეს გამოსაცნობი სიტყვები არის რაღაც სასწაული, ისეთი ძნელია მოკლედ, რომ არავინ არ რეკავს. ბოლო სამი ასო თუ გახსნილია, დაკეტავს იმ გახსნილებს, ახლა გახსნის წინა ორ ასოს, , მერე ამათ დაკეტავს, გახსნის კიდე იმათ და ასე იქცევა, სანამ ვინმეს არ მობეზრდება ამ გოგოს წვალება და არ დარეკავს :dabneuli: გოგონა გამწარებული კითხულობს ხოლმე ,, რა შეიძლება იყოს ეს ეს ეს ეს ესა?” :( ან ,,რა შეიძლება ის იყოს ეს ცხოველი?” ან ,,თქვენ უფრო ადვილად გაგიადვილდებათ ეს დავალება”, რასაც ამბობს ყველაფერს ასეთს ამბობს და სჯობს თვითონ უყუროთ.

მხოლოდ ამ წამყვანის გულისთვის ღირს ამ ყოველივეს ნახვა, თან ახლო რაკურსით არ აჩვენებენ, ეტყობა ხალხმა რომ არ იცნოს და თავი არ მოეჭრას რაიონული მასშტაბით.

ახლაც ვერ გავიგე თამაშის წესები, არაფერს არ ხსნიან და საიდან გავიგო :dabneuli: ეს სუპერ თამაშში თუ ვერ გაიმარჯვე კარგავ ამ თანხას ნეტა თუ გინარჩუნდება, თუ გინარჩუნდება რაღაც მაქინაციასთან გვაქვს საქმე, აბა ამხელა ბიუჯეტი სად აქვთ ამ ღატაკებს.
არა, საბოლოოდ დავასკვენი, რომ ამ არხის საქმე შავადაა.

დაემატა მეორე ვიდეოც, დატკბით

აქვე დავამატებ მართლაცდა ,,მშვენიერი” ჟურნალისტის, მაია ჩიგოგიძის ორიოდე სურათს. (მეტი არაა საჭირო :D )

037c35ce4349

1a27e6be0df8

მსგავსი ამბები

Back to top button