სრულიადში ნახავთ ფოტოებს, რომლებიც ერთი შეხედვით ფოტოშოპში გაკეთებულს გავს :)
1.
სურათზე წარმოდგენილი მანქანა რომელიმე კომპიუტერული თამაშისას გავს, მაგრამ ის რეალურია. ბენედიქტ რედკლიფმა მისი აწყობა მავთულებით მოახერხა.
2.
თუ სურათში ვერაფერს ხედავთ გასაოცარს, დააკვირდით სამკუთხედს და ეცადეთ მისი გვერდები ერთმანეთს დაუკავშიროთ. თითქოს რეალური სამკუთხედი ასეთი არ უნდა იყოს. ეს არის ესჩერის დიზაინით შექმნილი სამკუთხედი და მისი საიდუმლო ამაშია:
ანუ ისეთი ფორმით მხოლოდ ერთი კუთხიდან ჩანს. ეს სამკუთხედი ავსტრალიაში, პერტში მდებარეობს.
3.
ეს გიგანტური იხვი 30 მეტრია სიგრძეში და მთლიანად რეზინისგანაა დამზადებული. ფლორენტინ ჰოფმანის ეს ქმნილება ბელგიაში, ჰასელში მდებარეობს.
4.
უკრაინული შენობა, რომელსაც ერთ მხარეს კროსვორდი ახატია. უფრო მეტიც, ამ უჯრებში პასუხები წერია და ღამით, როცა შენობა ნათდება, ყველა ხედავს მას.
5.
მეტეოროლოგები ამ მოვლენას გასაგები მიზეზის გამო “მკერდის ღრუბლებს” (Mammatus clouds) უწოდებენ და აშშ-ში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
6.
არავინ იცის ეს ვისი ნახელავია, მაგრამ ფაქტია რომ რეალურია და საუკუნეებს ითვლის. ის ინგლისში, დორსეტში მდებარეობს და მისი პარამეტრებია 55მ X 51 მ.
ეს ქვემოდან :lol2:
7.
ეს ხეები რა თქმა უნდა ბუნებრივად არ იზრდება ასეთი. მათ სპეციალისტები აძლევენ ფორმას და ეს მთელი ხელოვნებაა.
გარდა ვიზუალური სილამაზისა, სარგებელიც შეიძლება მოიტანოს :)
8.
ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ იფიქროს რომ ეს ფანტასტიკურ ფილმებში ნაჩვენები გიგანტური ობობის ნახელავია, მაგრამ რეალურად ეს არის მასიური ქსელი, რომელსაც ქმნის კოლექტიურად მომუშავე მილიონობით ობობა. მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდათ ასეთი რამის , სანამ საკუთარი თვალებით არ იხილეს.
9.
ეს მასშტაბური ქვიშის ქარბუქია, რომელიც 2005 წელს დაფიქსირდა ერაყში. ფოტოგრაფი ამბობს, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ სამი წუთი მოანდომა ქვიშიდან გამოძრომას.
10.
ცისარტყელას ბოლო. ასეთ რამეს იშვიათად შეხვდებით. ჯიპის მძღოლმა რა თქმა უნდა არ გაუშვა ეს მომენტი და ფოტოაპარატით აღბეჭდა.