ყველაზე უცნაური და სულელური გადასახადები მსოფლიოში
როგორც ცნობილია, ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფო პირველ რიგში მოსახლეობის ”დახმარებას” მიმართავს – ზრდის ან შემოაქვს ახალი გადასახადები. ეს პროცესი ხდებოდა მუდამ და ზოგიერთი მათგანი იმდენად უცნაური, სულელური და სასაცილოც კია რომ, არ შემეძლო თქვენთვისაც არ გამეზიარებინა :)))
წვერის გადასახადი
ეს გადასახადი შემოღებულ იქნა პეტრე პირველის მიერ 1689 წელს. ამასთან მკვეთრად იყო განსხვავებული წვერის სახეობა – ვაჭრული, გლეხური და სხვა. გლეხს შეეძლო ეტარებინა წვერი უფასოდ მხოლოდ სოფელში, მაგრამ ქალაქში ჩამოსვლისთანავე უნდა გადაეხადა 1 კაპიკი. წვერიანებს ავალდებულებდნენ ევლოთ სპეციალურ მოუხერხებელ ზუბუნით (მამაკაცის მოკლე ახალუხი) დამდგარი საყელოთი, და თუკი იგი არასათანადოდ გამოიყურებოდა, მას აკისრებდენ ჯარიმის გადახდას, ამასთან ყოველ ახალ გამოჩენაზე ! გადახდისუუნაროებს კი კატორღაზე უშვებდენ…
ნარკოტიკების გადასახადი
ამ გადასახადს შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე უაზარო. შტატებში არის ორგანიზაცია – Internal Revenue Service (როგორც ჩვენთან შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ინსპექციები) რომელიც სიტყვასიტყვით მოითხოვს, რომ : ”არალეგალური შემოსავლები, რომელიც მიღებულია ნარკოტიკების გასაღებით, სავალდებულოა შეადგენდეს ფორმა 1040-ის 21 სტრიქონს…”’ საინტერესოა, რომელ ნარკოდილერს შეაწუხებს სინდისი ისე, რომ ნებაყოფლობით აღიაროს დანაშაული , მხოლოდ იმიტომ , რომ გადაუხადოს სახელმწოფოს ყველა რიცხული გადასახდი?! :)
გადასახადი მონობისგან განთავისუფლებაზე
ძველ რომში არსებობდა ეგრეთ წოდებული თავისუფალი გადასახადი (manumission),რომელიც უნდა გადახდილიყო იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე გაათავისუფლებდა თავის მონას. ზოგიერთ შემთხვევაში ბატონი თავად იხდიდა ამ გადასახადს, ვინაიდან მოიაზრებოდა როგორც საკმარისად მდიდარი, რომ გაეშვა მონა თავისუფლად. უმეტეს შემთხვევაში კი გადასახადს განთავისუფლებული იხდიდა! წარმოიდგინეთ მონა იხდის დიდი თანხას თავის განთავისუფლებისთვის, ხდება თავისუფალი მომუშავე და აღმოჩნდება , რომ ის ვალდებულია რომს გადაუხადოს თანხა, იმისათვის რომ თავისუფალია ….
მეფესთან უთანხმოების გადასახადი
თანამედროვე ხელისუფალთა ოცნება – დააკისროს გადასახადი განსხვავეული აზრის მქონეთ ისე, რომ ვერ ამოისუნთქონ და შეცვალონ თავიანთი შეხედულება, ანდა უბრალოდ შიმშილასგან ამოწყდნენ . :))) აღმოჩნდა, რომ ისტორიაში ასეთი გადასახადის პრეცენდენტი არსებობს – 1655 წელს ოლივერ კრომველმა (არა მეფე, მაგრამ ადამიანი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა) გადასახადი დააკისრა როიალისტებს, რომლების ინგლისს ემუქრებოდნენ. ამ თანხით კრომველმა ორგანიზება გაუკეთა სახალხო ლაშქარს, რომლებიც სახელმწოფოს იცავდნენ საძულველი როიალისტებისგან. ყოველ შემთხვევაში მაშინ ზუსტად იცოდნენ, სად მიდიოდა ეს გადასახადი…
სიცოცხლის გადასახადი
ეს ხომ საერთოდ ცისფერი ოცნებაა ყველა საგადასახადო ორგანოსი – დააკისროს მოსახლეობას გადასახადი,დაკავშირებული არა მარტო საქმიანობასთან და მოგებასთან.ინგლისის მთავრობის ჩანაფიქრის მიხედვით , ადამიანები ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ გადასახადი , მხოლოდ იმიტომ რომ ცოცხლები იყვნენ ! ასეთი ბედნიერება ინგლისის მოსახლეობას მე-14 ნსაუკუნეში ჰქონდა და დამთავრდა გრანდიოზული ბუნტით, რომელიც ინგლისის ისტორიაში ცნობილია სახელწობით – ”Peasants’ Revolt”.
უცხოელობის გადასახადი
ეს გადასახადი ჩვენს დროში ნორმალურად ჟღერს – თუ შენ ჩამოხვედი სხვა სახელმწიფოში, კეთილი ინებე და გადაიხადე. ასეთი გადასახადები სხვადასხვა ქვეყანაში მე-20 საუკუნემდე არსებობდა. მაგალითად: კანადაში 1923 წლამდე ეს გადასახადი მოქმედებდა ჩინელებზე. ჩინელები კანადაში მრავლად ჩადიოდნენ, და გადასახადისგან აკრეფილი თანხაც შესაბამისად ბევრი იყო. 1923 წელს ეს გადასახდი გააუქმეს. თქვენ გგონიათ იმიტომ რომ ჩინელებზე იზრუნეს? არა, მის ადგილას მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ჩინელების შემოსვლას კანადაში, ნუ რატომ ალბატ ხვდებით …:)
მილის გადასახადი
როცა სახელმწიფოს მეთაური გადასახადით ბეგრავს ყველაფერს, რაც მოძრაობს და სუნთქავს, გიწევს მოიფიქრო ახალი სახეობის გადასახადები … ამ დროს არც მოსახლეობა თვლემს, მალავს რა გადასახადის ობიექტებს იატაკის ქვეშ, ფლავს მიწაში ანდა ჩანთქავს საკვამურში. ამ უმსგავსობის აღმოსაფხვრელად 1660 წელს ინგლისმა მიიღო ბუხრის გადასახადი. ანუ მასში დამალავდით თუ არა – გადასახდს მაინც იხდიდით ! უფრო კონკრეტულად გადასახადით იბეგრებოდა საკვამლე მილი. მოსახლეობამ ამის შემდეგ ეშმაკობა დაიწყო, დაშალა რა თავისი ღუმელის მილები და ჩუმად იყენებდა მეზობლებისას, ანდა ერთდროულად იყენებდა ერთ მილს რამოდენიმე ოთახში.1684 წელს მოხდა დიდი ხანძარი, რომელმაც გაანადგურა 20-მდე სახლი, რის შემდეგადაც გადასახადი გააუქმეს.
დანიის ფული
991 წელს ინგლისში შემოღებულ იქნა საადგილმამულო გადასახადი დანიელი ვიკინგებისთვის მათი მშვიდი ცხოვრების გამოსყიდვის მიზნით. გამოდის, რომ დანიამ გადასახადით დაბეგრა სხვა ქვეყნის მცხოვრები – საკმაოდ გონივრულად. ამ გადასახადმა იმოქმედა 1194 წლამდე, თითქმის 200 წელი. თუმცაღა ეს თანხა უკვე არა დანიაში, არამედ ინგლისში რჩებოდა
გადასახადი მარილზე
ერთი შეხედვით , ამაში არაფერია განსაკუთრებული – მაგრამ გადასახადის გამო ისტორიაში ხდებოდა ისეთი მასშტაბური მოვლენები, რომ უბრალოდ გასაოცარია! ამ გადასახადის გამო საბოლოო ჯამში დაეცა ჩინეთის იმპერია, მარილის გადასახადმა საფრანგეთში (the gabelle) დააჩქარა საფრანგეთის რევოლუცია. თვით მაჰატმა განდი იღებდა მონაწილეობას ინდოეთში მარილის გადასახდის შემოღების საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. ინგლისის მიერ ინდოეთში შემოღებული ეს გადასაახდი შეადგენდა 4000 %,იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადი იყო, რატომ მაინცდამაინც 4000 და რამდენ მარილზე ეს არაა ცნობილი, მაგრამ ფაქტია რომ არაგონივრული იყო და შესაბამისად გამოიწვია მასშტაბური პროტესტები. . ასე, რომ სახელმწიფოში რომ მომხდარიყო რევოლუცია , საკმარისი იყო შემოეღოთ გადასახადი მარილზე და ცოტას დალოდებოდნენ.
გადასახადი აბანოსთვის
კვლავ პეტრე I-ის გამოგონება. 1704 წელს გონიერი ადამიანების განკარგულებით პირველი კლასის ვაჭრები ვალდებულნი იყვნენ სახლის აბანოსთვის გადაეხადათ 3 მანეთი, უბრალო აზნაურებს , ვაჭრებს და სხვადასხვა ჩინოსნებს – 1 მანეთი, გლეხებს კი – 15 კაპიკი. ან გადაიხადე, ან არ დაიბანო.
უშვილობის გადასახადი.
ყველაზე ცნობილი გადასახადი საბჭოთა კავშირში. ის შემოღებულ იქბა 1941 წელს მრავალშვილიან დედათა დამატებით დახმარების მიზნით. ამ გადასახდს ანალოგი არ აქვს ისტორიაში და ის მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და მონღოლეთში არსებობდა.
გადასახადი ჩრდილზე
მოქმედებს ვენეციაში 1993 წლიდან. გადასახადის ქვეშ მოყვნენ ფარდულები და ქოლგები, რომლებიც ეკუთვნით მაღაზიებსა და კაფეებს, რომელთა ჩრდილი ეცემა კომუნალურ საკუთრებას – მიწას. სხვათა შორის ბიზანტიაში იხდიდნენ ”ჰაერის გადასახადს” , რომლის ზომა დამოკიდებული იყო შენობის ზომაზე.
მშვიდობის გადასახადი ,
რომელიც დღემდე ინახავს გვინეის რესპუბლიკას. ყოველი წელი ომის გარეშე იქ ფასდება 700 ბელგიური ფრანკით.
გადასახადი ტუალეტზე
რომის იმპერატორი ვესპასიანი, რომელიც რომს მართავდა ჩვ.წ-აღ-ით 70 წლებში, შემოიღო გადასახადი ტუალეტზე. ამ დროიდან მოდის გამონათქვამი ”ფულს სუნი არ აქვს. როდესაც ვესპასიანის ვაჟმა მამას უსაყვედურა საზოგადოებრივ ტუალეტებზე გადასახადის შემოღების გამო, ვესპასიანემ ცხვირთან მიუტანა ამ გადასახადისგან აღებული ფული. რომაელებმა ვერ შეძლეს უარი ეთქვათ ისეთი სიამოვნებისთვის როგორიც მდიდრული მარმარილოს ტუალეტების გამოყენებაა,ვინაიდან იქ მიდიოდნენ არამარტო ტუალეტის პირდაპირი დანიშნულების გამო, არამედ შეხვედრებისა და საუბრებისთვის
გადასახადი თვალზე
მე-18 საუკუნის დასაწყისში (პეტრე I ის დროს) ბაშკირეთში ბეგრავდნენ თვალებს მისი ფერის მიხედვით : ნაცრისფერი ფასდებოდა8 ალტინით, ხოლო შავი – 2-3 ალტინით
P.S გახსოვდეთ: ცხოვრებაში ორი რამაა გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები (ბ.ფრანკლინი) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო :))))