გართობა

სიცოცხლე ანტარქტიდის გულში

pkaiw

ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ანტარქტიდა – ეს არის თოვლისა და ყინულის უკიდეგანო უდაბნო, სადაც სიცოცხლე მხოლოდ რამდენიმე სახეობით – პინგვინებით, სელაპებით, კალმარებით და ა.შ. შემოიფარგლება. ასე ეგონათ მეცნიერებსაც, მაგრამ როდესაც 2 კმ-ის სიღრმეზე ჩათხარეს ყინული, იქ გასაოცარი არსებები აღმოაჩინეს.

ანტარქტიდის წყლებში საკმაოდ მრავალფეროვანი ფაუნა დახვდათ. მათი უმეტესობა გიგანტური ზომის იყო, მაგალითად სადილის თეფშისხელა ობობები და მედუზები, რომლებიც საცეცებიანად ნახევარ ავტობუსს უტოლდებოდნენ. ასევე მრავალი სახეობის ჭიები, კრევეტები, უზარმაზარი ჟრუანტელისმომგვრელი კიბორჩხალები და ა.შ.

4o3i2

მათი უმეტესობა, როგორც მოსალოდნელია, გამჭირვალე ან ღია ფერის იყო. თუმცა მეცნიერები ერთმა რამემ გააოცა: ასეთ პირობებში ცოცხალი არსებები ენერგიას უფრთხილდებიან და ნაკლებს მოძრაობენ, თითქმის ძირითადად გაჩერებული არიან, ესენი კი საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ. თუმცა პასუხი მალე იპოვეს – მცირეოდენი ძიების შემდეგ იქვე ახლოს თბილი წყაროები აღმოაჩინეს.

h8m4h

ამ არსებებში მრავალი მათგანი უნიკალური სახეობის იყო და მაშინვე სამეცნიერო უნივერსიტეტებში გამოსაკვლევად წაიღეს. აქ მცხოვრები არსებებისთვის დამახასიათებელი იყო გიგანტიზმი. პლანქტონების, მედუზებისა და თევზების უმეტესობა უნიკალური ჯიშის იყო. მეცნიერებმა თავდაპირველად ისიც ვერ მოიაზრეს, რომელი სახეობისთვის მიეკუთვნებინათ ისინი.

pkaiw

  • გიგანტური ზღვის ვარსკვლავები, ზომით 60 სმ
  • 6j4wk

  • ზღვის კიტრი, სიგრძეში 15 სმ-მდე
  • fajso

  • წყლის აქამდე უცნობი ჰიდროიდი – თავი 6.5 სმ, ღერო 100 სმ.
  • უცნაური ცხოველი, რომელსაც ზურგზე კიბოსმაგვარი არსება აზის, 2200 მეტრის სიღრმეში ბინადრობს. სიგრძეში 50 სმ-ია.
  • cnang

  • გიგანტური ობობა – 25 სმ.
  • k8j50

  • ანტარქტიდის მიდამოში 18 სახეობის რვაფეხა აღმოაჩინეს, რომელთა სიგანე 20-30 სმ იყო.
  • f0ado

  • მტაცებელი თევზი, რომელიც იყენებს მის ნიკაპზე არსებული საცეცის წითელ მანათობელ დაბოლოებას მსხვერპლის შესატყუებლად.
  • 6pt33

  • 50 სმ სიგრძის ამ თევზს საკმაოდ ბასრი კბილები და საფირონივით ლურჯი თვალები აქვს. ის მსხვერპლს ზურგში ეცემა და მაგრად უჭერს, რითაც ნელ-ნელა ახდენს ხერხემლის პარალიზებას. ამის შემდეგ კი შეექცევა მას.
  • 35d3v

  • ეს კრევეტის მსგავსი კიბო 300 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მას შეუძლია ზღვის წყალშიც იცხოვროს და მტკნარ წყალშიც.
  • s7v2y

  • კამერებმა ასევე დააფიქსირეს ზღვის ვარსკვლავი, რომელსაც გარშემო პატარა ვარსკვლავები ჰყავდა შემომსხდარი.
  • ამ არსებების დათვალიერების შემდეგ ანტარქტიდის ეროვნული მუზეუმის (იტალია) თანამშრომელმა, პროფესორმა სტეფანო სკიაფარელიმ განაცხადა, რომ ეს არის ახალი აგური ანტარქტიდის ცოდნის კედელში.

    ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    Back to top button