კულტურა

ჩატარდა “სუპერდედამიწის” ატმოსფეროს ანალიზი

 

7b9fcd089330ასტრონომებმა ამერიკიდან და გერმანიიდან პირველად წარმოადგინეს ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი “სუპერდედამიწის” ანუ პლანეტა GJ 1214b-ის ატმოსფეროს გამოკვლევის შედეგები.

“სუპერდედამიწების” კატეგორიაში შედიან ეგზოპლანეტები რომელთა მასაც შეადგენს დედამიწის მეათედს. პლანეტა GJ 1214b-ის არსებობა დადასტურდა დაახლოებით ერთი წლის წინ, მისი მასა დედამიწისას აღემატება 6,5-ჯერ. მისი რადიუსი კი ფასდება როგორც დედამიწის 2,6.
წითელი ჯუჯა GJ 1214, მდებარეობს “გველისმჭერის” თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის დაშორებით. მისი მასა და რადიუსი მზის მაჩვენებლებს ბევრად ჩამოუვარდება. ეგზოპლანეტა თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ასრულებს 38 საათში , მისი ნახევარღერძის სიგრძე შეადგენს 0,0143 ა.ე ( დაახლოებით 2მლნ კმ).

მეცნიერები თავიდან ვარაუდოდბდნენ, რომ GJ 1214b-ს უნდა ქონოდა ატმოსფერო, რადგან პლანეტის სიმკვრივე იყო საკმაოდ დაბალი. ექსპერიმენტული მონაცემები თითქმის არ არსებობდა, რამაც გამოიწვია ორი სხვადასხვა მოდელის წარმოქმნა. თეორიტიკოსების ნაწილი თვლიდა, რომ GJ 1214b-ს ექნებოდა წყალბადით გამდიდრებული ატმოსფერო, რომელიც მიღებულია პროტოპლანეტარული ნისლეულებისგან (ამის მაგალითია ყინულოვანი გიგანტები — ნეპტუნი და ურანი) ან ტექტონური აქტივობის პერიოდში (თუ ეგზოპლანეტა მიეკუთვნება კლდოვანი პლანეტების კლასს). მეორე მოდელში ატმოსფეროს ძირითად შემადგენლად ითვლებოდა წყლის ორთქლი.
ამ ვარაუდების შემოწმებაში დაეხმარა “ძალიან დიდი ტელესკოპის” სპექტოგრაფი FORS. მათ ჩაატარეს დაკვირვებები პლანეტის ტრანზიტებზე ამ წლის 29 აპრილიდან 6 ივნისამდე, რომლის დროსაც ვარსკვლავის სინათლის ნაწილი გადიოდა GJ 1214b-ის ატმოსფეროში.

მიღებულ სპექტრში არ არის შთანთქვის მკაფიო ხაზები, რაც მიუთითებს პირველი მოდელის მცდარობაზე:  წყალბადით მდიდარ ატმოსფეროს დიდი სისქე უნდა ქონდეს, ხოლო ეს თუ ესეა აუცილებლად უნდა ასახულიყო სპექტრზე. ცდების მონაცემები ადასტურებს იმ მოდელს, რომელშიც კონცენტრაციაა ატმოსფეროს დაბალ სიმაღლეზე, რომლის მასის 70%-ს შეადგენს “მძიმე” წყალბადის ორთქლი. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: შესაძლოა წყალბადის კვალი იმალება სპექტრში, ფენის ზედა ნაწილში პატარა ღრუბლების სახით, რომელიც ბლოკავს გამოსხივებას.
“წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პასუხი, — აცხადებს ერთ-ერთი ავტორი ჯეიკობ ბინი (Jacob Bean), რომელიც ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრს წარმოადგენს. — ჩვენ უბრალოდ გრძელ ტალღებზე დაკვირვების შედეგები გვჭირდება”.
ბატონი ბინის კოლეგების კომენტარები უფრო თავშეკავებულია “ეს მონაცემები მიღებულია დედამიწიდან დაკვირვებისას, ხოლო ჩვენი ატმოსფერო ძალიან უშლის ხელს ასტრონომებს, — ამბობს კეროლ ჰესველი (Carole Haswell) ღია უნივერსიტეტიდან. — სამუშაო ნამდვილად ძალიან საინტერესოა, მაგრამ სასურველი იქნება დამადასტურებელი ინფორმაციის მიღება კოსმიური ტელესკოპებიდან”.

წყარო:  sisi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button