გართობაკულტურა

ჩინელებმა პრინცესა დიანა გააშიშვლეს

e4b4961d6efe

ჩინურმა კომპანია Jealousy International-მა, რომელიც ქალის თეთრეულს აწარმოებს, უელსის პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან მეცამეტე წლისთავზე სკანდალური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. კომპანიამ საცვლების ახალი ხაზი გამოუშვა, სახელწოდებით ”დიანა”. სარეკლამო პოსტერზე პრინცესა დიანა საცვლების ამარა ვიოლონჩელოზე უკრავს.
როგორც ”Daily Mail”-ი წერს, უზარმაზარ პოსტერზე სინამდვილეში პოპულარული ფოტომოდელია გამოსახული, რომლის გარჩევაც ლედი დისგან, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პოსტერი ქალაქ შენჩჟენის აეროპორტშია განთავსებული. სარეკლამო სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: ”შეიგრძენით ბრიტანეთის სამეფო  რომანტიკა!”.

ჟურნალისტმა სემ ჩამბერსმა, რომელიც ამ აეროპორტში იმყოფებოდა, მიღებული შთაბეჭდილება ასე აღწერა:
”თავდაპირველად საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც პოსტერი დავინახე. ეს უბრალოდ ამაზრზენია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის დიანას გარდაცვალების დღეს დაამონტაჟეს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ფულის საშოვნელად ყველაფერზე წახვიდე. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია”.

7443e6ddd0ca

აღსანიშნავია, რომ თავად კომპანია Jealousy International-ს სულაც არ აღელვებს ასეულობით ბრიტანელისთვის მტკივნეული თემა. მათ საიტზე სპეციალური განყოფილებაცაა, რომელიც ”დიანას” მარკის თეთრეულის ახალ მოდელებს ეძღვნება. მისი სათაურია: ”გაითავისუფლება გონება, გაითავისუფლე სტილი”.

შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი ხსოვნის დღეს რიგითმა მოქალაქეებმა ლონდონში კენსინგტონის სასახლესთან ტრადიციულად უამრავი თაიგული მიიტანეს.

p.s.  ეს ჩინელები საერთოდ გაგიჟდნენ:armjera: :tavi: :shock:

წყარო ambebi.ge
იხილეთ ასევე
Close
Back to top button