სწრაფი სესხი

mr_holms - nika turmanidze


მოულანა – ჯალალ ედ-დინ რუმი


ამ პოსტში მინდა გიამბოთ მსოფლიოში ცნობილი, სუფისტი პოეტის, ჯალალ ედ-დინ რუმის შესახებ… გაეცნობით მის მოკლე ბიოგრაფიას, ნახავთ ქართულ თარგმანებს მისი შემოქმედებიდან და ასევე თუ დაგაინტერესებთ მოისმენთ მის ლექსებს სპარსულად…

დაკრძალვისა და გარდაცვალების ტრადიციები ძველ მესოპოტამიაში


გამარჯობა, დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია და ახლა გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო თემას. პოსტი ცოტა დიდი გამოვა, მაგრამ იმედია დაგაინტერესებთ.

მაჰმუდ ფარშჩიანი


უძველესი ირანული მხატვრობის ამაღორძინებელი და ირანული მხატვრობის სკოლის შემქმნელი მაჰმუდ ფარშჩიანი (სპარსულად- محمود فرشچیان) დაიბადა 1930 წლის 24 იანვარს, ირანის ქალაქ ისპაჰანში, სწორედ ამ ქალაქში შეისწავლა მან მხატვრობა და სკულპტურა. გააგრძელეთ, პოსტში იხილავთ ფარშჩიანის გენიალურ ნახატებს…

პერსეპოლისი (ნაწილი II)


ვაგრძელებ პოსტს პერსეპოლისის შესახებ, ამ ნაწილში მოგითხრობთ პერსეპოლისის კომპლექსის იმ ნაგებობების შესახებ, რომელთა შესახებ პირველ პოსტში არ დამიწერია და ასევე გიამბობთ პერსეპოლისის აღების და ალექსანდრე მაკედონელის მიერ მისი გადაწვის შესახებ.

პერსეპოლისი (ნაწილი I)

დაახლოებით 2 500 წლის წინ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე წარმოიშვა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ აქემენიანები. ამ დინასტიამ გააერთიანა სპარსული მოდგმის ტომები და საფუძველი დაუდო მათ ბატონობას მთელს წინა აზიაში. დინასტიის ფაქტობრივ დამაარსებლად ითვლება კიროს II დიდი (ძვ. წ. 558-530), რომელმაც დაიპურო მიდია, ლიდია, მცირე აზიის ბერძნული პოლისები, შუა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბაბილონი და ასურეთის ყველა პროვინცია. მისმა ძემ კამბიზმა დაიპყრო ეგვიპტე. კამბიზის სიკვდილის შემდეგ იმპერია ფაქტობრივად დაშლის პირას იყო. დარიოს I-მა განახორციელა მთელი რიგი რეფორმები, რომლის მეშვეობით იმპერიას სიმტკიცე დაუბრუნა. აქემენიანთა იმპერიაში გავრცელდა ზოროასტრიზმი, აჰურა მაზდას კულტი, რომელსაც ძველი ირანელები ტახტზე მჯდომი ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით გამოსახავდნენ.

Top 10 საჭმელი, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებს


ჩვენ ყველანი ვყოფილვართ ცუდ ხასიათზე. ზოგიერთი საჭმლის ჭამა ადამიანთა ჯანმრთელობას აუარესებს და ასევე შეიძლება ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. ხოლო როცა ვიტამინებით და მინერალებით სავსე საჭმელს მიირთმევთ, თქვენს ჯანმრთელობასაც არგებთ და კარგ ხასიათზეც მოხვალთ:)

მინოელთა ცივილიზაცია- ცივილიზებული მატრიარქატი

ძველი წელთაღრიცხვით XXVII-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტაზე ყვაოდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია- მინოა. ეს ცივილიზაცია მჭიდრო კავშირში იყო ძველ ეგვიპტესთან და საბერძნეთთან, მაგრამ ჰქონდა მათგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა, რაც პირველ რიგში ყველა საკითხში მატრიარქატით გამოიხატებოდა. გთხოვთ გააგრძელეთ კითხვა…

უძველეს ხალხთა რიტუალები (ნაწილი III)


ვაგრძელებ პოსტების სერიას. წინა ნაწილები ძველ ეგვიპტურ და შუმერულ რიტუალებს მივუძღვენი, ხოლო ამ ნაწილში მოგითხრობთ აქამენიდური და სასანიდური პერიოდის სპარსების რიტუალებზე, რომელიც ძირითადად ზოროასტრულ რელიგიასთან იყო დაკავშირებული…

სხეულის მოვლის ისტორია

სხეულის მოვლა მთელ რიგ ჰიგიენურ წესებს მოიცავს, მაგრამ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ჰიგიენისა და კოსმეტიკის თანამედროვე კომპლექსებია. სხულის მოვლა მხოლოდ მისი ანატომიური საზღვრებით არ შემოიფარგლება, მას ადგილობრივი კულტურის თვალსაზრისითაც განიხილავენ. სხეულის მოვლაში ჩანდა და ჩანს ეთნიკურობა, გვარტომობრიობა, სოციალური მდგომარეობა, ასაკობრივი სტატუსი. აღსანიშნავია მასთან დაკავშირებულ რიტუალებში მონაწილეობა. ამ პოსტში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ, ანუ სხეულის მოვლის ისტორიაზე.

TOP 10 ტრაგიკული + “პოლიტიკური” სიყვარულის ისტორია


ალბათ უამრავი სიყვარულის ისტორია მოგისმენიათ. დამეთანხმებით ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები. უძველესი დროიდან დღემდე კაცობრიობამ მოიტანა მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი სიყვარულის ისტორიები, რომლებიც დავიწყებას არასდროს არ მიეცემიან (ყოველშემთხვევაში, სანამ კაცობრიობა იარსებებს). სიყვარულის ისტორიებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ტრაგიკული ისტორიები. ამ პოსტში, კი ნახავთ იმ ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიებს, რომლებიც პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია (და ხშირად პოლიტიკის გამო გამოდიან ტრაგიკულნი).

© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE